ექსპერსიული ლექსები, რომლებიც სანთლის შუქზე იწერება და "სიტყვა ღმერთზე მეტი ძალა"

© FB/ Temo Shengelaiaთემო შენგელაია
თემო შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თემო შენგელაია- პროფესიით იურისტი, ილიას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი და კომპანია "თქვენი ადვოკატის" თანადამფუძნებელი გახლავთ. თუმცა ამ საქმიანი დოსიეს მიღმა, ნიჭიერი პოეტი და მეამბოხე რომანტიკოსია.

როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში არასტაბილურია პიროვნებაა, ამაყობს საკუთარი გვარით და ვერ იტანს ჩარჩოებს. საკუთარმა დაწერილ-განცდილმა ლექსებმა ვირტუალურ სამყაროში გაუჩინა ბევრი თაყვანისმცემელი, რომელმაც შესაძლოა, ამ საუბრის მერე მასზე ბევრი ახალი რამ შეიტყოს…

- თქვენი აზრით, რა ასოციაციებს იწვევს ადამიანებში სახელი და გვარი — თემო შენგელაია?

© FB/ Temo Shengelaiaთემო შენგელაია
თემო შენგელაია - Sputnik საქართველო
თემო შენგელაია

— არ ვიცი, რა ასოციაციას იწვევს, ადამიანს გააჩნია. როგორც წესი, ყველაზე მეტად როგორც ავტორს, ისე მიცნობენ. ალბათ ახსენდებათ: ჩემი ლექსები, ფრაზები, სიტყვები, ქცევები და მანერები. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი შემოქმედება მუდმივად დაიხვეწება და სხვა თაობებიც ჩემს სახელსა და გვარს პოეზიასთან დააკავშირებენ. პოეზია ჩემს სულშია, ჩემი სხეული კი- შეგრძნებებითაა სავსე. როდესაც ვივსები და აღარ შემიძლია, ვცდილობ, დავიცალო: სტროფებად, სიტყვებად, წინადადებებად, მარცვლებად, კავშირებად… მიხარია, თუ ვინმე ჩემს სახელს და გვარს იგებს და ამ ყველაფერს თავადაც გრძნობს. როცა ჩემს ლექსებს კითხულობენ და თანამიგრძნობენ, ამით ჩემს არსებობას იზიარებენ…

- როგორია, მუზასთან მეგობრობის თქვენეული ამბავი?

— მუზების და ზოგადად ამ ცნების მიმართ საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი. ის რაც გაწერინებს, ვინ და რატომ დაარქვა საერთოდ მუზა. არავითარი მუზები. ეს სიტყვა თითქოს ჩარჩოა. ყველაფერი შეგრძნებათა სამყაროა, რომელიც ბევრად ფართოა, ბევრად თვითმყოფადი და დინამიური, დიდი აფეთქებების მთელი ციკლი დროსა და სივრცეში. მუზები არ არსებობენ, ის რაც გაწერინებს,- შენი ცხოვრებაა და შენს ირგვლივ მომხდარი ამბების, ან საკუთარი გონებიდან შენი შეგრძნებების, შენი წარმოდგენების, ან შენეული მისტიციზმის საჯაროდ გამოფენა…

© FB/ Temo Shengelaiaთემო შენგელაია
თემო შენგელაია - Sputnik საქართველო
თემო შენგელაია

-თემო, თქვენი პროფესია- იურისტობა, საკმაოდ შორსაა სენტიმენტებისა და რომატიზმისგან…

— ჩემი პროფესია მიწიერებაა,- იურისტი ვარ. თუმცაღა არის მასშიც რაღაც მიმზიდველი. ილიას უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს და სტუდენტებთან შეხვედრა, ურთიერთობა, მეგობრობა, მათი ენერგია და სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე ჩემი პროფესია და ყოფიერება. ამას გარდა ვარ ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი და კომპანია "თქვენი ადვოკატის" თანადამფუძნებელი. ჩემს გვერდით მყოფი მეგობრები და პარტნიორები იმდენად დიდი მნიშვნელობის არიან ჩემთვის, იმდენად არატრადიციული, არაფორმალური, მეგობრული და სიყვარულით გაჟღენთილი გარემო გვაქვს, არაფერი მიჭირს, პირიქით საოცრად კარგად ვარ. ისე, კარგად მახსოვს განსაკუთრებით პირველ და მეორე კურსზე ყოფნის დროს, როგორი მტკივნეული იყო ჩემთვის, შემოქმედისთვის იურიდიული ტერმინებისა და სხვადასხვა პროფესიული საკითხების ზუთხვა და მეცადინეობა. ამ დრომ ჩაიარა და რაღაცნაირად ორივე ერთად გავითავისე. თუმცა პოეზია პირველია ჩემთვის და სხვა დანარჩენი პოეზიის შემდგომი…

© FB/ Temo Shengelaiaთემო შენგელაია
თემო შენგელაია - Sputnik საქართველო
თემო შენგელაია

-როგორია ბავშვობა, საიდანაც მოდიხართ?

— გავიზარდე 90 —იანებში, აფხაზეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ზუგდიდში. ჩემი ბავშვობა, საიდანაც მოვდივარ, იყო ბნელი, ძმათა სისხლისმღვრელი, კრიმინალური, დაცემული და ამორალური. თუმცა მაინც ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი და მუდმივად მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს, რომ ამ ქაოსურ პერიოდში ყველაფერი გააკეთეს ჩემი და ჩემი ძმის აღზრდა-განვითარებისათვის. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ 90-იანების ნოსტალგიაც მაქვს. ნელ-ნელა ადამიანები შეგრძნებებს ვკარგავთ. ადამიანობა სადღაც ქრება. ბავშვობაში, როდესაც უშუქობა იყო, ბაბუა, ჩვენი ოჯახის უფროსი, გაკეცავდა ქაღალდის ნაჭერს ორ ნაწილად, ჩამოაცვამდა ლამფას და მის შუქზე მთელი ოჯახი სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით. მთელი ოჯახი ერთად იყო, თითქოს ჩვენი სულები ერთმანეთში იყო, ერთმანეთთან ძალიან ახლოს. როგორც კი დენი მოვიდოდა, ყველა თავის საქმეზე გარბოდა და მერე ერთმანეთისთვის ნაკლები დრო გვრჩებოდა. დღეს კი ადამიანებს ერთმანეთისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის აღარ აქვთ დრო. მე მიყვარს ჩემი გაჭირვებული, ტკივილიანი ბავშვობა, რადგან იმ დაცემულ დროშიც კი მეტი ადამიანობა, მეტი სიყვარული და მეტი თანადგომა იყო, ვიდრე დღეს.ზოგჯერ როცა სახლში მარტო ვარ, ვაქრობ შუქს, ვთიშავ ტელევიზორს, ვზივარ სანთლის შუქზე და როგორც წესი, ვკითხულობ ან ვწერ…

© Temo Shengelaia თემო შენგელაიათემო შენგელაია ქალბატონებს საკუთარი ლექსით ულოცავს დღესასწაულს
თემო შენგელაია ქალბატონებს საკუთარი ლექსით ულოცავს დღესასწაულს - Sputnik საქართველო
თემო შენგელაია ქალბატონებს საკუთარი ლექსით ულოცავს დღესასწაულს

- რადგან ასე გენატრებათ ის დრო, მინდა გკითხოთ: რა თვისება გაკავშირებთ დღემდე თქვენს ბავშვობისდროინდელ ორეულთან?

— ბავშვი თემო ძალიან სხვანაირი იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ დღესაც როგორც ბავშობაში მაქვს თვისება, რის მიხედვითაც ან ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, ან ძალიან ცუდზე. სტაბილური საერთოდ არ ვარ. მე არ მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ჩვეულებრივ განწყობაზე, ან ვიყავი თუ არა ოდესმე…

-თემო, როდის გეწერებათ, ან არ გეწერებათ?

— ვწერ მაშინ, როცა მარტო ვარ, როგორც წესი, როცა მარტო ვარ, კარგად არ ვარ. როგორც წესი, ვწერ მაშინ, როცა კარგად არ ვარ. ვწერ მაშინ, როცა ჩემში გროვდება განცდები, რასაც ვეღარ ვიტევ…

-სტროფები თქვენი ლექსებიდან, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას ადამიანებსა და სამყაროს მიმართ..

— "მე ვეღარ გიტან, გეფიცები, ყველაფრის მერე,

მაგრამ გაშვება? ჯვარს რომ მაცვან, არ შემიძლია"…

ან ეს:

"და სიყვარული როდისაა, იცი, ნამდვილი?

როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს"…

ესეც ძალიან ჩემეულია:

"ხარ ტკივილების მომღიმარი სახით დაფარვა…

დავდივარ ყალბად,

მეღიმება სხვებისთვის დროდრო

და თუ მკითხავენ რად ვარ ცუდად, ვაბრალებ დაღლას…

და რაღად მინდა ღმერთს რომ ჩემზე ელაპარაკო,

თუ ძველებურად ჩემზე აღარ ინერვიულებ"..

-თემო, ვიცი, რომ საკუთარი გვარით ძალიან ამაყობთ…

— ძალიან მაგარი გვარი მაქვს, ასე მგონია. ხშირად ეშლებათ ჩემი გვარი და შენგელიად აღიქვამენ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა გვარი და შტოა, რომელიც წალენჯიხის რაიონის, სოფელ ობუჯიდან მოდის. საამაყოა ის ფაქტი, რაც ბევრმა არ იცის, ლეო ქიაჩელი, საოცარი მწერალი და შემოქმედი, ამ გვარის წარმომადგენელია. მე მიყვარს შენგელაიები და რადგან ასე ცოტა და იშვიათნი ვართ, სადაც შევხვდები მათ მიმართ მუდმივად დიდ სიყვარულს ვამჟღავნებ. მიყვარს სოფელი ობუჯიც, სადაც ჩასვლა ჩემთვის საკრალურია. ვწუხვარ, რომ ამ სოფელში აღარც სახლი და აღარც მიწა შემომრჩა. იქ რომ მიწა მქონდეს, ყველანაირ მიზეზს მოვძებნიდი, რაიმე გამეკეთებინა ჩემი გვარის საჯილაგო ადგილისთვის და ობუჯისა და შენგელაიების კეთილდღეობისთვის ჩემი წვლილი შემეტანა…

-რა არის თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი აღმოჩენა?

— ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი აღმოჩენა კარგად ვერ გაგებული და სტაბილურად ვერ ნარწმუნები ღმერთია. ის ძალა, რაც სიტყვა ღმერთზე, ამ ჩარჩოზე მეტია…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0