ნანა ვარძელაშვილი კონკურს „Ты супер!"-ის მეორე ტურში ვერ გადავიდა

გამოწერა
12 წლის ნანა ვარძელაშვილი, რომელიც მუსიკალურ შოუში „Ты супер!" საქართველოს წარმოადგენდა, შემდეგ ტურში ვერ გადავიდა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ნანა ვარძელაშვილი, რომელიც მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში Ты супер!" საქართველოს წარმოადგენდა, მეორე შესარჩევ ტურში ვერ გადავიდა. 

ნანას კანდიდატურა შესარჩევი ქასთინგების საფუძველზე შეირჩა.  12 წლის ნანა ვარძელაშვილი, რომელიც წარმოშობით ქარელიდანაა, მუსიკის პედაგოგთან ერთად იანვარში მოსკოვში გაემგზავრა. 

რუსულ ტელეარხ НТВ-სა და სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер!" ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

ნანა ვარძელაშვილი 12 წლის არის. ის ქარელში ცხოვრობს. მას დედა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, მამას პრაქტიკულად ვერ ნახულობს. ბებიას სამუშაოდ წასვლა საზღვარგარეთ მოუწია, რათა ობოლი შვილიშვილი არჩინოს. ამჟამად ნანა მეზობლებთან ცხოვრობს, რომლებიც დათანხმდნენ გოგონას დატოვებას, სანამ ბებია სხვა ქვეყანაში მუშაობს.

ნანა მღერის, რაც თავი ახსოვს. ამბობს, რომ ბევრს იმუშავებს, რომ არა მხოლოდ თავისი, არამედ დედის ოცნება აიხდინოს და მომღერალი გახდეს.


ყველა ახალი ამბავი
0