თბილისში ვაგნერისა და მალერის მუსიკა აჟღერდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ცნობილი ქართველი მუსიკოსის, დირიჟორისა და გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის, შალვა მოსიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 27 მარტს გერმანელი კომპოზიტორის, რიხარდ ვაგნერისა და ავსტრიელი კომპოზიტორის, გუსტავ მალერის მუსიკალური ნაწარმოებები აჟღერდება.

შესრულდება ვაგნერის ოპერა "პარსიფალის" შესავალი და ფინალი. ეს კომპოზიტორის ბოლო ოპერაა, რომელმაც, ვაგნერის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, სიმბოლიზმის ესთეტიკაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა.

კონცერტზე ასევე აჟღერდება ვაგნერის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი, ოპერა "ნიურნბერგელი მაისტერზინგერები".

გუსტავ მალერის შემოქმედებიდან მსმენელი მოისმენს ნაწილებს მესამე სიმფონიიდან: "რას გვეუბნება ღამე ანუ ადამიანი", "რას გვეუბნებიან ანგელოზები ანუ ბავშვები", "რას გვეუბნება სიყვარული ანუ ღმერთი".

კონცერტში მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სვიმონ ჯანგულაშვილის დირიჟორობით და ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
ქეთი მელუა გორის გოგონათა გუნდთან ერთად თბილისში დეკემბერში გამოვა

სცენაზე ასევე გამოვა გორის ქალთა კამერული გუნდი, რომელმაც გასულ წელს ქეთი მელუასთან ერთად კონცერტები გამართა და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, გორის სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯის ბავშვთა გუნდი და სტუდია "ანა-ბანას" გუნდი.

საღამო მიეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკოსს, დირიჟორსა და გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელს, შალვა მოსიძეს.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და The Artists Union CONCEPTART.

ყველა ახალი ამბავი
0