ქართული დრამა "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ბულგარეთში დააჯილდოეს

© FB / My Happy Familyკადრი ფილმიდან "ჩემი ბედნიერი ოჯახი"
კადრი ფილმიდან ჩემი ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საერთაშორისო ფესტივალზე დააჯილდოეს.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის დრამა "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ბულგარეთში დააჯილდოეს — ქართული ფილმი სოფიაში საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

Sofia International Film Festival (SIFF) ბულგარეთში დიდი ფესტივალია, რომელიც აკრედიტებულია კინოპროდიუსერების საერთაშორისო ასოციაციის მიერ; ეს ფესტივალი წამყვანი ყოველკვირეული ამერიკული Variety-ს აზრით, რომელიც მსოფლიოში შოუ-ბიზნესის მოვლენებს აშუქებს, ფესტივალების ტოპ-50-ეულში შედის.

ია შუღლიაშვილი - Sputnik საქართველო
აშშ-ში ქართულმა ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მოწონება დაიმსახურა

ფესტივალი, ტრადიციულად, საერთაშორისო აუდიტორიას უჩვენებს არა მხოლოდ ბულგარულ და ბალკანურ ფილმებს, არამედ ლოკალურ აუდიტორიას უცხოელი რეჟისორების ნამუშევრებსაც აცნობს.

წელს რიგით 21-ე საერთაშორისო ფესტივალი სოფიაში 9-31 მარტს მიმდინარეობს. კინოფორუმში მონაწილეობს სურათები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, მაკედონიიდან, პოლონეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

ქართულმა ფილმმა "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ჯილდო "სუკეთესო რეჟისურისთვის" მიიღო.

საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციით შექმნილი ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" კინორეჟისორების მეორე ერთობლივი ნამუშევარია.

© My Happy Familyკადრი ფილმიდან "ჩემი ბედნიერი ოჯახი"
კადრი ფილმიდან ჩემი ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ჩემი ბედნიერი ოჯახი"

ფილმი ერთ ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო ცხოვრობენ. მარინას არ ჰყავს საყვარელი, არც რაიმე დაფარული მოტივი აქვს, ის, უბრალოდ, მშვიდ ადგილზე გამგზავრებაზე ოცნებობს, სადაც შეძლებს დასვენებას, მოდუნებას, სიმშვიდით დატკბობას და დედისა და მეუღლის მოვალეობებისგან გათავისუფლებას.

ფილმის რეჟისორების თქმით, სურათის მთავარი თემა — ესაა ქალის როლი ქართულ ოჯახში და ახლობელი ადამიანების დამოკიდებულება მისი პირადი სურვილებისა და მისწრაფებებისადმი.

ფილმის პრემიერა 2017 წლის 22 იანვარს საერთაშორისო კინოფესტივალის, "სენდენსის" ფარგლებში გაიმართა, სადაც ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0