სოფო ნიჟარაძე Daf Bama Music Awards-ზეა ნომინირებული

© courtesy of Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Daf Bama Music Awards უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიო მუსიკალური სფეროს წარმომადგენლებს ენიჭებათ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე საერთაშორისო მუსიკალურ პრემია Daf Bama Music Awards-ზეა წარდგენილი.

FB/ София Нижарадзе - Sputnik საქართველო
მომღერალი სოფო ნიჟარაძე თბილისში თავდასხმის მსხვერპლი გახდა

Daf Bama Music Awards უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიო მუსიკალური სფეროს წარმომადგენლებს ენიჭებათ.  

სოფო ნიჟარაძესთან ერთად აღნიშნულ პრემიაზე ნომინირებულები არიან: ვერა ბრეჟნევა (უკრაინა), გულ პანრა (პაკისტანი), მურაბ ბოზი (თურქეთი), სარა ჯერონიმო (ფილიპინები), ბაბუ მაანი (ინდოეთი), ჩებ ჰალედი (ალჟირი) და სხვ.

ნიჟარაძისთვის ხმის მისაცემად Facebook-ის, Twitter-ის ან Instagramის პოსტში ან კომენტარში უნდა აკრიფოთ  ჰეშთეგი #DafBama2017_SofiaNizharadze.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის 27 აგვისტოს გაიმართება ჰამბურგში (გერმანია).

ყველა ახალი ამბავი
0