შოუ Голос-ის მონაწილე ვერიკო ტუხაშვილი მოსკოვში კონცერტს გამართავს

© Личный архив Верико Тухашвилиვერიკო ტუხაშვილი
ვერიკო ტუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ უქმეებზე რუსეთის დედაქალაქში ვერიკო ტუხაშვილის პირველი სოლო-კონცერტი გაიმართება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. შოუ Голос-ის მონაწილის, ვერიკო ტუხაშვილის კონცერტი შაბათს, 18 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გაიმართება. ვერიკო შეასრულებს ცნობილი სიმღერების ქავერ-ვერსიებსა და ორიგინალურ სოლო კომპოზიციებს.

ბავშვთა ვოკალური შოუ Ты супер! - Sputnik საქართველო
ვარსკვლავები ბავშვების შესახებ კონკურსზე Ты супер!: ეს ნამდვილად გამაოგნებელია

ღონისძიებაზე ასევე გამოვლენ ეთერ ბერიაშვილი, სარდორ მილანო და ალექსეი რომანოვი, რომლებიც საღამოს ვარსკვლავთან დუეტს შეასრულებენ.

ვერიკო ტუხაშვილი ქართული წარმომავლობის ნიჭიერი მოსკოველი ახალგაზრდაა. ის 17 წლის არის, მაგრამ მუსიკალური ფესტივალების Music Parking-ისა და Emorio Music Fest-ის ფინალისტობა უკვე მოასწრო. გოგონამ რუსი მსმენელის გულები შოუ Голос 5-ში მონაწილეობით დაიპყრო, სადაც შეასრულა ჯგუფ IOWA-ს კომპოზიცია Одно и то же.

ვერიკო მუსიკას პროფესიონალურად12 წლიდან სწავლობს, რასაც, პარალელურად უთავსებს ქართულ ცეკვებსა და სწავლას გნესინების სახელობის რუსეთის მუსიკის აკადემიაში. გოგონა დიდ სცენაზე ოცნებობს და მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია: "ბავშვობიდან ვმღერი და დღემდე მუსიკა — ეს ჩემი ცხოვრებაა, ისაა, რითიც ვსუნთქავ".

კონცერტის ორგანიზატორია event-სააგენტო Menzelli Group, რომელიც ღონისძიების ქართულ სტილში ჩატარებით არის დაკავებული და თანამედროვე და ტრადიციულ კულტურას აერთიანებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0