კადრი ფილმიდან „დაისის მიზიდულობა“

ZagrebDox-ის კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა „დაისის მიზიდულობამ“ გაიმარჯვა

27
(განახლებულია 11:43 09.03.2017)
„დაისის მიზიდულობა“ რეჟისორ სალომე ჯაშის დებიუტია სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ კინოში.

თბილისი, 8 მარტა — Sputnik. ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის ფილმმა „დაისის მიზიდულობამ“ ზაგრების (ხორვატია) დოკუმენტური კინოს მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა.

ფესტივალი ZagrebDox-ი ხორვატიის დედაქალაქში 26 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდა.

ქართველი რეჟისორის ფილმი საერთაშორისო კონკურსის პროგრამაში მონაწილეობდა. ამის თაობაზე წერს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პრეს-სამსახური.

სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“ საქართველო-გერმანიის ერთობლივი ნაწარმია. ფილმი ასახავს ფსევდო-ეთნოგრაფიული პატარა ქალაქის ცხოვრებას, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესებს განსაზღვრავს, ხოლო თანამედროვე სამყაროს ანარეკლი იკარგება. 

„დაისის მიზიდულობის“ მსოფლიო პრემიერა 2016 წლის აპრილში გაიმართა შვეიცარიაში, Nyon-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

„დაისის მიზიდულობა“ რეჟისორის დებიუტია სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ კინოში.

27