ნანა ვარძელაშვილის მხარდაჭერა ონლაინ–კენჭისყრის მეშვეობით არის შესაძლებელი

© Sputnik / Denis Aslanovნანა ვარძელაშვილის მხარდამჭერები
ნანა ვარძელაშვილის მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ მკითხველებს პროექტ „Ты супер!“-ის ქართველი მონაწილის ნანა ვარძელაშვილისთვის ხმის მიცემა ონლაინ–კენჭისყრით შეუძლიათ.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. პროექტ „Ты супер!“-ის ქართველი მონაწილის ნანა ვარძელაშვილისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველოს“ პორტალზე ონლაინ–კენჭისყრის მეშვეობით.

მომხმარებლებისათვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება „Sputnik“–ის რესურსებზე აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვასა და ესტონეთში. კენჭისყრა 26 მაისამდე გაგრძელდება. 

© Sputnik / Denis Aslanov პროექტში "Ты супер!" ნანა ვარძელაშვილს თანაკლასელები და მეგობრები გულშემატკივრობენ.
 პროექტში Ты супер! ნანა ვარძელაშვილს თანაკლასელები და მეგობრები გულშემატკივრობენ. - Sputnik საქართველო
პროექტში "Ты супер!" ნანა ვარძელაშვილს თანაკლასელები და მეგობრები გულშემატკივრობენ.

 Sputnik–ის პორტალებზე ახალგაზრდა ტალანტების მხარდასაჭერად ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დსთ-ისა და ბალტიისპირეთის სამ საუკეთესო მონაწილეს, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ, შესაძლებლობა  მიეცემა რადიო Sputnik–ის ეთერში სიტყვით გამოვიდეს და ისაუბროს კონკურსის შესახებ და გარდა ამისა, ერთ–ერთი თავისი საყვარელი კომპოზიცია შეასრულოს.

ნანა ვარძელაშვილს მხარს უჭერენ მისი თანაკლასელები, სკოლა და მშობლიური ქარელის მოსახლეობა. მის მხარდასაჭერად ისინი პლაკატებს ქმნიან და მხარდამჭერ სიტყვებს არ იშურებენ. 

„ნანას ძალიან ვგულშემატკივრობთ, მთელ სკოლას უნდა, რომ მან გაიმარჯვოს და მას წარმატებებს ვუსურვებთ. ნანა, გახსოვდეს — "Ты супер!", — ამბობს ნანას თანაკლასელი სალომე მჭედლიშვილი.

პროექტი „Ты супер!“ — ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტია, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს თავის წარმოჩენისა და დიდ სცენაზე დამკვიდრების შანსს აძლევს. 

კონკურსში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ესტონეთის 92 ვოკალისტი მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0