მილანში ქართული ბრენდი Situationist-ი პირველად შეაფასეს

© photo: Sputnikმილანში ქართული ბრენდი Situationist-ი პირველად შეაფასეს
მილანში ქართული ბრენდი Situationist-ი პირველად შეაფასეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილანის მოდის კვირეულზე ქართული ბრენდის Situationist-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ძლიერი სილუეტებით, მკაცრი ფორმებითა და გამბედავი გრაფიკით გამოირჩეოდა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ქართული ბრენდის Situationist-ის პოპულარობა სწრაფად იზრდება, ის იტალიაში პირველად ნახეს — მილანის მოდის კვირეულზე 2017/2018 წლის შემოდგომა-ზამთრის ქალის ტანსაცმლის კოლექცია იყო წარმოდგენილი.

წელს მილანის მოდის კვირეული 22-28 თებერვალს ტარდება. მოდების შოუ, რომელზეც ბრენდ Situationist-ის მოდელები იყო ნაჩვენები, WHITE MILANO-ს ჩვენებების ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნიკის ეროვნულ მუზეუმში 24 თებერვალს გაიმართა.

ჩვენებაზე ბრენდის კრეატიული დირექტორიც — ირაკლი რუსაძეც გამოჩნდა. 

ბრენდი Situationist-ი ქართველმა დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს. დამწყები ქართული ბრენდის შემოქმედება ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა შეაფასა, რომელიც Situationist-ის სამოსით საზოგადოებაში არაერთხელ გამოჩენილა.

იმავე პერიოდში ჟურნალ Vogue-მა ქართულ ბრენდს მიმოხილვა მიუძღვნა, რომელშიც Situationist-ი დემნა გვასალიას Vetements-ის ესთეტიკას შეადარა და აღნიშნა, რომ მაღალი დონის მოდელები, ჯერჯერობით, ნაკლებადცნობილი ბრენდების სამოსს ირჩევენ, რომლებიც „მოდის მცირე, მაგრამ აყვავებული სცენის მქონე ქვეყნებში იწარმოება“. 

საგულისხმოა, რომ Situationist-ის შემქმნელებს თავიანთ კოლექციებში საქართველოს სიმბოლოების გამოყენება უყვართ. მაგალითად, 2016 წელს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ჩვენებაზე დიზაინერების დუეტმა საქართველოში ტურისტული ბუმის თემა გამოიყენა და წარმოადგინა კოსტიუმი ქვეყნის სახელმწიფო დროშის გამოსახულებით.

ამჯერად პუბლიკამ მილანში წითელი ფერის ქართლის დედის გამოსახულებიანი თეთრი ტოპი შეამჩნია.

Nowfashion.com გამოცემამ აღნიშნა, რომ ქართულმა ბრენდმა მილანში „ძლიერი სილუეტები, მკაცრი ფორმები და გამბედავი გრაფიკა“ წარადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0