Aerosmith-ის კონცერტზე ბილეთები 25 თებერვლიდან გაიყიდება

© © Sputnik/ Владимир АстапковичAerosmith-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი
Aerosmith-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Aerosmith-ის კონცერტზე ბილეთები Black Sea Arena-ს, თბილისის ფილარმონიისა და ბათუმის კორტების სალაროებში გაიყიდება.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ბილეთები ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტზე, რომელიც შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება, 25 თებერვლიდან გაიყიდება.

Aerosmith-ის კონცერტზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია Black Sea Arena-ს, თბილისის ფილარმონიისა და ბათუმის კორტების სალაროებში, ასევე ვებ-გვერდებზე tkt.ge და biletebi.ge.

სტივ ტაილერი - Sputnik საქართველო
Aerosmith-ი საქართველოში შესანიშნავ კონცერტს გვპირდება

Aerosmith საქართველოში ჩამოდის ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში. ტურნე ისრაელიდან იწყება. შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსები კონცერტებს გამართავენ საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.

როკ-მუსიკოსები პირობას დებენ, რომ საქართველოში „შესანიშნავ ცოცხალ კონცერტს“ გამართავენ. Black Sea Arena-ს სცენაზე უკვე გამოვიდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორიცაა Scorpions, კრისტინა აგილერა და ვანესა მეი.

ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი“.

ყველა ახალი ამბავი
0