Art Palace

თბილისში პიკასოს, რუბოსა და კანდინსკი სურათებს გამოფენენ

502
(განახლებულია 17:52 17.02.2017)
ქართველი კოლექციონერის კუთვნილ ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრებს თბილისში წარმოადგენენ.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი მხატვრების — პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკისა და ფრანც რუბოს ორიგინალი ნამუშევრები გამოიფინება თბილისის ხელოვნების სასახლეში (თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი).

მსოფლიო შედევრების ექსპოზიცია 18 თებერვალს, 14:00 საათზე გაიხსნება და ერთი თვე გაგრძელდება.

პიკასოს, კანდინსკისა და რუბოს ნახატების გარდა გამოფენის სტუმრები იხილავენ ქართველი ფერმწერის, პედაგოგისა და XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართული რეალისტური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის გიგო გაბაშვილის ნამუშევრებსაც.

ყველა ნამუშევარი — რვა ნახატი ცნობილ ქართველ კოლექციონერს დავით კობახიძეს ეკუთვნის და წარმოდგენილია აშშ-ის მუზეუმში.

„ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები უკვე ჩამოვიდა, სულ მალე შედევრების ორიგინალებსაც იხილავთ, ეს უნდა ნახოთ, ეს არ უნდა გამოტოვოთ!“ — წერს თავის გვერდზე მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.

ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სასახლის დავით არსენიშვილის დარბაზში.

502