თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიული საღამო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 18-19 თებერვალს გაიმართება.
მაყურებელი იხილავს ერთაქტიან უსიუჟეტო ბალეტს „სერენადა“, რომელიც ბალანჩინმა 1934 წელს დადგა ჩაიკოვსკის მუსიკაზე, რომელიც სიმებიანი ორკესტრისთვის დაიწერა.
ეს პირველი ბალეტია, რომელიც ბალანჩინმა ამერიკაში დადგა და რომელიც ნეოკლასიკური ქორეოგრაფიის შედევრადაა აღიარებული.
საღამოზე ასევე ნაჩვენები იქნება ერთაქტიანი „კონჩერტო ბაროკო“ — 1941 წლის ბალეტი, დადგმული ბახის მუსიკაზე და ასევე „მოცარტიანა“ — ჩაიკოვსკის იმავე სახელწოდების სიუიტაზე.
ბალეტმაისტერები არიან ბარტ კუკი და მარია კალეგარი.
მუსიკალური თანხლება თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრისა, ვიოლინოს პარტიას „კონჩერტო ბაროკოსთვის“ ლელა მჭედლიძე და ნინო წიტაიშვილი შეასრულებენ.
კონცერტის დასაწყისი: 18 თებერვალს 19:00 საათზე, 19 თებერვალს — 14:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროებში, ისე საიტზე tkt.ge