მოდის კვირეული Tbilisi Fashion Week დედაქალაქში 18 ოქტომბერს იხსნება

© photo: Sputnik / Levan AvlabreliTbilisi Fashion Week. Chubika
Tbilisi Fashion Week. Chubika - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ბლოგერი, დიზაინერი და სტილისტი ოქსანა ონი ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარებს მასტერ–კლასს თემაზე „კინემატოგრაფიისა და ხელოვნების გავლენა მოდაზე“.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მოდის კვირეულის (Tbilisi Fashion Week) მეთოთხმეტე სეზონი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი დიზაინერების გაზაფხული–ზაფხული 2017–ის კოლექციები, 19–23 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი მისი დაარსების დღიდან ქართული მოდის ხელშეწყობა, განვითარება, ასევე ახალი სახელების გამოვლენა და მათი პოპულარიზებაა.

„13 სეზონის განმავლობაში თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა – ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა“, – აღნიშნულია Tbilisi Fashion Week–ის ვებ-გვერდზე.

ორგანიზატორების განცხადებით, თბილისის მოდის კვირეულის წყალობით საქართველოში გამოჩნდნენ ახალი, თამამი, ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ამჟამად წარმატებით მუშაობენ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

„საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს“, – მიიჩნევენ Tbilisi Fashion Week–ის დამფუძნებლები.

მოდის კვირეული 18 ოქტომბერს ქართველი დიზაინერების შოუ–რუმის გახსნით იწყება. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ გოგონები წარმოადგენენ. შოუ-რუმში „თბილისი მოლის“ ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს.

თბილისის მოდის კვირეული - Sputnik საქართველო
მოდის სამყაროს უცნობი მხარე

შოუ–რუმზე წარმოდგენილ მოდელიერებს შორის არიან: DALOOD, ცაგო ყანჩაველი, LOVOA, ნათია თხელიძე, CO MODE, ნათია არველაძე, PERSON, სალომე იოსავა, CO MODE+, სოფო იოსებიძე, CHER NIKA, თეო ღვალაძე, ANISHKO, ნინო ჯანიძე, ALEXANDER GOTSI, ნინუცა დავლიანიძე Atelier 27, თამთა შინდელიშვილი, ALAMBRA, LAZETI, LEVANTO, ნატა გეგენავა.

მოდის კვირეული ოფიციალურად 19 ოქტომბერს განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე („ახალი ტფილისი“) გაიხსნება, სადაც წაროდგენილი იქნება ნინო რამიშვილის არასასცენო კოსტიუმები და პერფორმანსი „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის მონაწილეობით.

იმავე საღამოს Secret Garden-ში თბილისელ მოდის მოყვარულებს კიდევ ერთი ღონისძიება – TFW–ს ერთ–ერთ ყველაზე ორიგინალური მონაწილის, დიზაინერისა და მხატვარ ნინო ჩუბინიშვილის, იმავე „ჩუბიკას“ (Chubika) ბოლო კოლექციის დეფილე ელოდებათ. ჩვენება პერფორმანსისა და ინსტალაციების სახით ჩატარდება.

მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი დიზაინერების ჩვენებები: MACH & MACH, მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, ETHERE ACCESOIRE, თამთა Add to dictionary, სალომე ტყაბლაძე, თამუნა ბერაძე, ლაშა ჯოხაძე, ნინი ჭელიძე, ANASTASIA, გიორგი კვეზერელი, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI.

თბილისის მოდის კვირეულზე თავის კოლექციას წარმოადგენს უკრაინელი დიზაინერი ლარა ქუინტი (Lara Quint).

მოდის კვირეულზე მოწვეული რუსი ბლოგერი, დიზაინერი და სტილისტი ოქსანა ონი ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარებს მასტერ–კლასს თემაზე „კინემატოგრაფიისა და ხელოვნების გავლენა მოდაზე“.

თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE ITALIA, BRITISH VOGUE, Vogue Russia, ELLE Russia, Barneys NEW YORK, Fabulous Muses Blog, Harper’s BAZAAR Kazakhstan, British GQ, END magazine, ACHTUNG MODE, Lufthansa Magazine, Planet Fashion, Nargis Azerbaijan, Fashion To Max, Vogue Japan,www.le21eme.com.

თბილისის მოდის კვირეული, ტრადიციისამებრ, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0