თბილისში გამოფენა „ვენეციის ძღვენი - სერგეი ფარაჯანოვს“ გაიხსნება

© FB/ «Дары Венеции – Сергею Параджанову» გამოფენა „ვენეციის ძღვენი - სერგეი ფარაჯანოვს“
გამოფენა „ვენეციის ძღვენი - სერგეი ფარაჯანოვს“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციას დიდი რეჟისორის სერგეი ფარაჯანოვის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა დათმობილი.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მოსკოველი კინორეჟისორის, მხატვრის, ფოტოგრაფისა და პოეტ ტატიანა დანილიანცის გამოფენა „ვენეციის ძღვენი- სერგეი ფარაჯანოვს“ საქართველოს ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა, სიონის ქუჩა #8) დღეს გაიხსნება.

ექსპოზიციაზე  დანილიანცის მულტიმედიურ პროექტს წარმოადგენენ, რომელიც კინირეჟისორ სერგეი ფარაჯანოვს ეძღვნება. პროექტი სამი ნაწილისგან შედგება: ფოტოკოლაჟები, ტექსტილისა და შუშის ვიტრაჟები და აჩვენებენ დანილიანცის კინოფილმს „ფარაჯანოვის გახსენებისას. ვენეციური საუბრები“. 

ვლადიმირ მაიაკოვსკი პარიზში მეგობრების წრეში - Sputnik საქართველო
ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: მაიაკოვსკი, არაგონი, ფარაჯანოვი...

„აღსანიშნავია, რომ ფარაჯანოვის შემოქმედებაში ვენეციას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. 1977 წელს, მისი ფილმები ბიენალეს სპეციალურ, მხატვარ-დისიდენტთა ჩვენებაზე იყო წარდგენილი. ინტერვიუებსა და საუბრებში ხელოვანი ხშირად აღნიშნავდა, თუ რას ნიშნავდა მისთვის ვენეცია“, — ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

სერგო ფარაჯანოვის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ტატიანა დანილიანცმა ცალკე წარმოსახვითი სამყარო შექმნა, სადაც ფარაჯანოვი ვენეციური მინიატურების ფონზე წარსდგება დამთვალიერებლის წინაშე. 

პირველად გამოფენა „ვენეციის ძღვენი  - სერგეი ფარაჯანოვს“ ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2014 წელს გაიმართა. 2015 წელს ის მოსკოვში — არქიტექტურის მუზეუმშიც იხილეს.

თბილისში დანილიანცის ექსპოზიცია 11 სექტემბრამდე გასტანს. 


ყველა ახალი ამბავი
0