ლიანა ისაკაძე

თბილისში "ღამის სერენადების" საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება

32
(განახლებულია 00:47 03.09.2016)
„ღამის სერენადები“ ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში, ბიჭვინთაში 1982 წელს დაარსდა. 1991 წლიდან ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და ის მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა.

თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. მერვე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“  ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართება. კონცერტს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური. 

წელს, ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი ისაკაძის 70 წლის იუბილეს ეძღვნება და ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში იმართება.

დასკვნით კონცერტში, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება, მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”, ლიანა ისაკაძე, თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), სერგეი ბაბაიანი (ფორტეპიანო), ვიქტორ ტრეტიაკოვი (ვიოლინო), ნატალია ლიხოპოი (ვიოლინო), აიმან მუსახაჯაევა (ვიოლინო), ვლადიმერ ტარასოვი (დრამი) მიიღბენ მონაწილეობას. კონცერტს უდირიჟორებენ ლიანა ისაკაძე და ცეზარ ალვარესი (ესპანეთი).

„ღამის სერენადები“ 27-28 აგვისტოს, პროექტის Check In Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში გაიხსნა. შემდეგი კონცერტი 30 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდა, ხოლო 2 სექტემბერს – თბილისის სასტუმრო The Biltmore Hotel–ში. თბილისში „ღამის სერენადები“ 3 ოქტომბერს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზეც აჟღერდება.

„ღამის სერენადები“ ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში, ბიჭვინთაში 1982 წელს დაარსდა. 1991 წლიდან ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და ის მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა.

 

 

 

 

 

32