Scorpions

Scorpions -მა ქართველ მაყურებელს განსაკუთრებული ღამე აჩუქა

90
(განახლებულია 21:04 21.08.2016)
გერმანულმა როკ-ჯგუფმა იმღერა ურეკში კოლექტივის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო საკონცერტო ტურნეს Return to Forever ფარგლებში.

თბილისი, 21 აგვისტო— Sputnik. ურეკში შაბათს ახალი საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს სცენაზე ლეგენდარული გერმანული როკ-ჯგუფის Scorpions-ის კონცერტი გაიმართა.

„დიდი მადლობა. ეს ისეთი ლამაზი ადგილია- Black Sea Arena. და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენთაგანისათვის ეს ღამე განსაკუთრბული იქნება. ასე რომ დავიწყეთ!“-ასე დაიწყო თავისი კონცერტი ჯგუფის ვოკალისტმა კლაუს მაინემ. მერე ის ისევ მიესალმა მაყურებელს ქართულად და გულიანი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

Scorpions-მა ყველა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტი შეასრულა: WInd of Change, Always Somewhere, Send Me An Angel, Rock You like a Hurricane, Big City Nights და მრავალი სხვა. ხოლო ბისზე კომპოზიცია Still Loving You იმღერა.

მუსიკოსებს მთელი დარბაზი აჰყვა.

Scorpions-ის კონცერტი
© SPUTNIK/ DENIS ASLANOV
Scorpions-ის კონცერტი

„დარბაზში Scorpions-ის ფანების სამი თაობა შევნიშნე: 50 წელს გადაცილებული ადამიანები, 30 წელს გადაცილებული ადამიანები და მთლად ახალგაზრდები. და ყველანი მღეროდნენ „სკორპების“ სიმღერებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ. ახლაც არ მჯერა, რომ ერთერთი ჩემი კუმირის კონცერტზე მოვხვდი“,-მოუყვა Sputnik-ს მაყურებელმა კარინა ოვანესიანმა.

კონცერტის დასაწყისში შემსრულებლების უკან მდებარე უზარმაზარ ეკრანზე ქართული დროშის ფონზე ვიდეო გადიოდა. მალე კი მაყურებლებმა დარბაზიდან კლაუსს საქართველოს ორი დროშა გადასცეს. და მუსიკოსი მთელი კონცერტის განმავლობაში დროშაში გახვეული დადიოდა და აფრიალებდა მას.

„კლაუსის უძლიერესი და ულამაზესი ვოკალის გარდა ჩვენ ვტკბებოდით მისი დრამერის ჯეიმს კატაკის, და ასევე ორივე გიტარისტის ვირტუოზული დაკვრით. ასეთი რამის ცოცხლად დანახვა ბევრ რამედ ღირს“,-მოუყვა Sputnik-ს მაყურებელმა ვახტანგ მიქაიამ.

Scorpions-ის კონცერტი
© SPUTNIK/ DENIS ASLANOV
Scorpions-ის კონცერტი

უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკონცერტო დარბაზში გამოსული სხვა მუსიკოსებისგან განსხვავებით Scorpions-ის გამოსვლისთვის მომზადებული სცენა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. წინა კონცერტებისგან განსხვავებით Scorpions-ის კონცერტისთვის დამონტაჟდა  ხუთი უზარმაზარი ეკრანი და სცენის შთამბეჭდავი, მკაფიო სა მაღალხარისხიანი ვიზუალური გაფორმება.

გარდა ამისა, კოლექტივის მოთხოვნით სპეციალურად კონცერტისათვის სცენა   პოდიუმის მსგავსად მაყურებლისკენ დააგრძელეს.

როკის ლეგენდა საქართველოს ეწვია კოლექტივის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო საკონცერტო ტურნეს Return to Forever ფარგლებში.

ტრადიციისამებრ, დარბაზიდან კონცერტს აკვირდებოდა ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად.

ამ სეზონზე Black Sea Arena-ს სცენაზე გამოვიდნენ ცნობილი ამერიკელი მომღერალი ქრისტინა აგილერა, განთქმული მევიოლინე ვანესა მეი და ქართული ანსამბლი „ერისიონი“.

ჰანოვერული ჯგუფი 1965 წელს გიტარისტმა რუდოლფ შენკერმა დააარსა. 1969 წელს მას ვოკალისტი კლაუს მაინე შეუერთდა. ჯგუფის დღევანდელ შემადგენლობაში მათ გარდა ასევე არიან: გიტარა — მატიას იაბსი, დასარტყამი ინსტრუმენტები — ჯეიმს კოტაკი, ბასი — პაველ მოლჩივოდა.

ჯგუფმა მსოფლიოს როკ-მუსიკის ისეთი ჰიტები აჩუქა, როგორიცაა Rock You Like a Hurricane ან Wind of Change, რომლებიც 100-ზე მეტ მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და ნამღერია მსოფლიოს 80 ქვეყანაში გამართულ 5000 კონცერტზე.

საკონცერტო დარბაზი Black sea arena საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუს” მიერ აშენდა, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა. საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი მსოფლიოს და საქართველოს ვარსკვლავების მონაწილეობით შედგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.


90