ყაზბეგი

„ორერა“ ყაზბეგში იმღერებს

16
(განახლებულია 15:02 21.08.2016)
ანსამბლის კონცერტი "Check in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში ტარდება.

თბილისი, 21 აგვისტო — sputnik. დაბა ყაზბეგში, ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე კვირას ანსამბლ „ორერას“ დ „გორდელას“ კონცერტი გაიმართება, იტყობინება სააგენტო „ნოვსტი გრუზია“ საქართველოს კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით. 

კონცერტი პროექტ "Check in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება. პროექტის განხორციელება გასული წლის აპრილში დაიწყო  და მის ფარგლებში 150 ღონისძიებაა დაგეგმილი საქართველოს 19 ქალაქში. 

საქართველოში მსმენელთა წინაშე უკვე წარდგნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები როგორების არიან ეროს რამაზოტტი, რობი უილიამსი, ჯგუფი Maroon, ხოსე კარერასი და სხვები. 

პროექტის მიზანია ტურისტების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის ზრდა ადგილობრივ მცხოვრებთათვის. 


16