ირინა შეიკი

ცნობილების ქართველი ორეულების ტოპ-10

284
(განახლებულია 15:35 18.08.2016)
გენეტიკოსები ამბობენ, ორეულები — ეს ორი, თითქმის ერთნაირი გენების მქონე ადამიანი არისო. იმასაც ამბობენ, პლანეტაზე ყველა ადამიანს ჰყავს ორეულიო...

მისტიკური თეორიის თანახმად, ადამიანი იბადება არა ერთ, არამედ ორ ან რამდენიმე „ეგზემპლარად“. წარსულში ისიც კი სჯეროდათ, თუ ადამიანი თავის ორეულს შეხვდება, მალე უბედურება შეემთხვევა, ან სულაც გარდაიცვლებაო. 

თუმცა, ისტორიიდან ცნობილია, რომ პოლიტიკური ფიგურები და უმაღლესი რანგის პერსონები თავად ეძებდნენ ორეულებს და ხშირად იყენებდნენ კიდეც მათ მნიშვნელოვანი საქმეებისას. ამის მაგალითად თუნდაც გენერალ მონტგომერისა და მსახიობ კლიფტონ ჯეიმსის ამბავიც კმარა. 

მეორე მსოფლიო ომში ორეულის დახმარებით ბრიტანეთის არმიამ დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ჰიტლერს, რომელსაც გენერალი მონტგომერი ალჟირში ეგულებოდა და მშვიდად ეძინა. სინამდვილეში ალჟირში კლიფტონ ჯეიმსი გაფრინდა, ხოლო ნამდვილმა გენერალმა მონტგომერიმ ნორმანდიაში შეჭრის ოპერაცია წამოიწყო და მალე პარიზი გაათავისუფლა. 

Sputnik-ი შეეცადა მოეძებნა მსოფლიოს ცნობილი ადამიანების ქართველი ორეულები. ჩვენ ტოპ-10-ში მოხვდნენ პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები…

თუ რამდენად ჰგვანან ისინი ერთმანეთს, ეს თავად გადაწყვიტეთ.

 


284
თემაზე
ყველაზე სასურველ ქართველ სასიძოთა ტოპ–ათეული
საქართველოში მრავალი ველური ადგილია, ანუ ნაკლებად ცნობილი ადგილების ტოპ-ათეული