ჯგუფი KOKA & T.BLUES MOB

ქართველი მუსიკოსები Check in Georgia-ს ფარგლებში რეგიონებში კონცერტებს გამართავენ

24
მასშტაბური კონცერტები ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით შაბათ საღამოს გაიმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მასშტაბური კონცერტები ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით შაბათ საღამოს გაიმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, კონცერტები პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, იუწყება სააგენტო „Новости-Грузия“ კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით.

გორში თორნიკე ყიფიანისა და ჯგუფ „ვაკის პარკის“ კონცერტი სტალინის სახლმუზეუმის სიახლოვესაა დაგეგმილი.

ანრი ჯიხაძე, ნინი ბაბდურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ჯგუფები „ურსა“, „Koka & T“, „Blues Mob“ რუსთაველი მსმენელის წინაშე წარსდგება ქალაქის მერიის წინ მდებარე მოედანზე.

ჯგუფები „Reggaeon“ და „Loudspeakers“ ქუთაისში გამოვლენ ვერიკო ანჯაფარიძს სახელობის სკვერში.

ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, კახი კუხიანიძე, თამთა ჭელიძე და მეგი გოგიტიძე ბენდთან ერთად ფოთში  ჩაატარებენ კონცერტს შოთა რუსთაველის მოედანზე.

შეგახსენებთ: პროექტი Check in Georgia მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მის ფარგლებში უკვე ჩაატარეს გრანდიოზული კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებმა: ეროს რამაზოტიმ, რობი უილიამსმა, ხოსე კარერასმა და ჯგუფმა „Maroon 5“.

24