კონორეჟისორი ნანა მჭედლიძე

თბილისში ცნობილი კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა

28
(განახლებულია 22:48 29.03.2016)
ნანა მჭედლიძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრის მსახიობი იყო, 1957 წლიდან კი კინოსტუდია „გრუზია-ფილმის“ რეჟისორი.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თბილისში ცნობილი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. საქართველოს სახალხო მსახიობს 20 მარტს 90 წელი შეუსრულდა. ცნობილი ქართველი რეჟისორის ნანა მჭედლიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრი თავის მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უთანაგრძნობს, — ნათქვამია განცხადებაში.

ნანა ბიძინას ასული მჭედლიძე დაიბადა ქალაქ ხონში(დასავლეთ საქართველო). დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო(1950) და სარეჟისორო (1957)  ფაკულტეტები.

1950-1954 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო  1957 წლიდან კინოსტუდია „გრუზია-ფილმის“ რეჟისორი.

1975 წელს მჭედლიძემ კომედიური მხატვრული ფილმი „პირველი მერცხალი“ გადაიღო, რომლისთვისაც საკავშირო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის პრემია მიიღო(ფრუნზე,1976).

რეჟისორისა და საქართველოს სახალხო არტისტის (1983) კინონამუშევრებს შორის ასევე „უკვდავების თეთრი ვარდი“, „იმერული ესკიზები“, „გასეირნება თბილისში“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ და სხვა ფილმები.

28