კინოთეატრი

რა ფილმი ვნახოთ თბილისის კინოთეატრებში

61
(განახლებულია 14:11 28.01.2016)
განუმეორებელი რობერტ დე ნირო, „ოსკარზე“ ნომინირებული ხმაურიანი პოსტაპოკალიფსური ფილმები და საყვარელი მულტფილმების გაგრძელებები - Sputnik -ი კინოპრემიერებისა და იმ საინტერესო ფილმების მიმოხილვას გთავაზობთ, რომლებიც თბილისელმა კინომოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ.

28 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში ფილმების პრემიერები გაიმართება:

„ქარიშხალი“(The Finest Hours) — რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ბლოკბასტერი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცნობილ სამაშველო ოპერაციაზე მოგითხრობთ. ეს ისტორია 1952 წელს ახალ ინგლისში მოხდა, როდესაც სანაპიროს მაშველები შტორმის დროს, ხის მოტორიანი ნავების გამოყენებით, ორი სატვირთო ტანკერის ეკიპაჟის გადარჩენას შეეცადნენ. ფილმის რეჟისორი კრეიგ გილესპია, რომელმაც ფილმის გადაღებისას 3D და IMAX 3D ტექნოლოგიები გამოიყენა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს სტიქიური კატასტროფის ცენტრში მოხვდეს და ეს ემოცია განიცადოს. ფილმში კრის ლაინი, ჰოლიდეო გრეინჯერი, კეისი აფლეკი, ბენ ფორტერი და ერიკ ბანა მონაწილეობენ. ფილმზე 12-წლამდე ასაკის ბავშვების დაშვება არარეკომენდებულია!

მამაკაცის სხეულში ჩასახლებული ქალის ისტორიას მაყურებელი ფილმში „დანიელი გოგონა“ (The Danish Girl) იხილავს. რეჟისორ ტომ ჰუპერის ფილმი მხატვარ ეინარ ვეგენერზე მოგითხრობთ, პირველ ადამიანზე, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. სცენარი  დევიდ ებერსჰოფის იმაზე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა. მოქმედება 1920-იან წლების კოპენჰაგენში ხდება. მთავარ როლს ფილმში ედი რედმეინი თანაშობს. სანამ გადაღებებს დაიწყებდა,  „საუკეთესო მამაკაცის როლის“ ნომინაციაში „ოსკარზე“ წარდგენილმა ბრიტანელმა მსახიობმა ორი წლის განმავლობაში კარგად შეისწავლა ტრანსგენდერთა ბუნება და წონაში 7 კგ დაიკლო.

განუმეორებელი რობერტ დე ნირო კომედიაში „მსუბუქი ყოფაქცევის ბაბუა“ (Dirty Grandpa). სიუჟეტის მიხედვით დე ნიროს მოწესრიგებული და სამართლიანი შვილიშვილი დაოჯახებას გეგმავს. თუმცა მისი ბაბუა, უკვე გადამდგარი გენერალი, ფიქრობს რომ ქორწილი არ უნდა შედგეს მანამდე, სანამ ჯეისონი ბოლომდე არ შეიგრძნობს ცხოვრების სიამტკბილობებს. ფილმში რობერტ დე ნიროს პარტნიორობას ზაკ ეფრონი უწევს.

ამ კვირაში ქართულ კინოგაქირავებაში მაიკლ ბეის ბოევიკი „13 საათი: ბენგაზის საიდუმლო ჯარისკაცები“ (13 Hours: The Secret Soldiers of Benghazi) ჩაეშვა, რომელიც ლიბანში აშშ-ის საელჩოზე ტერორისტების თავდასხმის ოპერაციის შესახებ მოგითხრობთ.

პატარებისათვის საინტერესო იქნება ანიმაციური ფილმის „კუნგ-ფუ პანდა 3“-ის (Kung Fu Panda 3) ჩვენება.

დედაქალაქის კინოთეატრებში ამ უქმეებზე შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ „ოსკარზე“  ნომინირებული „გადარჩენილი“ ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით, სტივენ კინგის „ჯაშუშების ხიდი“, მაიკლ ფასბენდერის მონაწილეობით ბიოგრაფიული დრამა „სტივ ჯობსი“ და ტარანტინოს „საძულველი რვა“.

გარდა ამისა, ამ უქმეებზე კომედიური ჟანრის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ დონ მაკკელარის „დიდი აფიორა“ და ჯეისონ მურის „ცელქი დები“, რომელშიც ემი პოლერი და თინა ფეი თამაშობენ.

კინო ბავშვებისთვის — „კეთილი დინოზავრი“, „სნუპის ახალი წელი“ და „მომღერალი თახვები“.  

კონითეატრებში კვლავ გადის ლეგენდარული „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ 3D ფორმატში მეექვსე ეპიზოდის ჩვენება, ასევე „როკის მემკვიდრეობა“, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე თამაშობს.

ქართულ ენაზე გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ კომედია „რობინზონ კრუზო და 9 პარასკევა“ და „აუტანელი არდადეგები“.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

61
თემები:
თბილისის კინოაფიშა (59)