თბილისური უქმეები: 22-24 იანვარი

© photo: Sputnikთბილისის ისტორიული ცენტრი
თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური სუსხიანი უქმეები შეგიძლიათ მსუბუქად და სასიამოვნოდ გაატაროთ, თუ მათ საინტერესო მუსიკით, ამაღელვებელი ქართული ცეკვითა და დამათრობელი ღვინით , ოპერით, წიგნების ბაზრობით, კინოჩვენებითა და სხვა სასიამოვნო საქმიანობით შეივსებთ. ამისთვის ნაბიჯი უნდა გადადგათ და სახლიდან გახვიდეთ!

პარასკევი, 22 იანვარი 

უქმეებს ლეგენდარული ქართული ნაციონალური ბალეტით „სუხიშვილებით“ დავიწყებთ. ეს ნიშნავს უკვდავ ქართულ სულს, საოცარ ცეკვებს- ჟრუანტელად რომ დაგივლის სხეულში. ამჯერად სახელგანთქმული ქართული ანსამბლი წარმოადგენს თავის საუკეთესო ნომრებს სადღესასწაულო პროგრამიდან, რომელიც კოლექტივის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში 23 იანვარსაც გაიმართება. ასე რომ დიდი შანსი გაქვთ ბრწყინვალე ქართულ ფოლკლორს ეზიაროთ!

კლასიკური მუსიკის საღამოზე გიწვევთ თბილისის თეატრი ილიაუნი. ქართველი საოპერო მომღერლები და მუსიკოსები შემოგთავაზებენ ცნობილ დუეტებსა და არიებს. მათ შორისაა სოპრანო მარიამ ნაჭყებია, მეცო-სოპრანო ნუცა ზაქაიძე, ტენორი გიორგი გულიაშვილი, ბარიტონი ლაშა სესიტაშვილი და ცნობილი პიანისტი ირმა გიგანი.

ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, კონცერტი ფილარმონიაში. - Sputnik საქართველო
"სუხიშვილები - სუხიშვილებისათვის"
 

ჰიპ-ჰოპის ღამე ელოდება მუსიკის ამ მიმართულების მოყვარულთ დედაქალაქის Uptown. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ქართველო რეპერები SF-X, Ol`boy და Chester. ჰიპ-ჰოპ ფართი 20:00 საატზე დაიწყება.

თბილისური პოპ-დუეტი Svansikh ცოცხალ შესრულებას გთავაზობთ „ამქარში“ 21:00 საათზე. პოპ ჟანრის გარდა, კოლექტივის მუსიკალურ რეპერტუარში საცეკვაო და ელექტრონული ელემენტებიც არის. ასე რომ არ მოიწყენთ!

შაბათი, 23 იანვარი

როკერთა ნამდვილი კლონდაიკი შედგება თბილისურ კლუბ „ტრიუმფში“. იქ მძიმე როკის ქართველ გულშემატკივრებს პოპულარული გერმანული მეტალ-ჯგუფის "Sodom"-ის გამოსვლა ელოდება. ეს გელზენკირხენური ჯგუფის პირველი გამოსვლაა საქართველოში. ამავე საღამოს „შეახურებენ“ ქართული როკ-ჯგუფები Dismorial, Signs, X-machine и Tanelorn. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. 

კინოლენტა - Sputnik საქართველო
საფრანგეთში კინოფესტივალზე ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს უჩვენებენ

ახალგაზრდა ალტერნატიული როკ-ჯგუფის Outfront-ის კონცერტს შეგიძლიათ დედაქალაქის კლუბ Rene-ში დაესწროთ 20:00 საათზე. კონცერტი უფასოა, როკ ემოციები კი გარანტირებული!

დიდი ბრიტანეთის სამეფოს ზღაპრების მოსასმენად საქართველოს მწერალთა სახლი გიწვევთ. იქ ბავშვებს ინგლისურ ზღაპრებთან ერთად, ამ ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურაზეც მოუთხრობენ. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება. 

ბაზრობა „მოგზაური არტ-წიგნები“ თბილისის გალერეა Nectar-ში გაიმართება. თქვენ ხელოვნებაზე გამოცემული ნოვატორული ჟურნალების გამოფენა-გაყიდვა, ექსპერიმენტალური პუბლიკაციები და თანამედროვე ქართელი მხატვრების გამოფენა გელით. 

კვირა, 24 იანვარი

„რა? სად? როდის?“ საავტორო ტურნირი სახელწოდებით „47+1 რონინი“ გაიმართება თბილისის კომაროვის სახელობის სკოლაში. ტურნირში მონაწილეობა ნებისმიერ გუნდს შეუძლია. ტურნირი ქართველი ინტელექტუალის დავით ჩოჩუას ხსოვნას ეძღვნება. იგი 14:00 საათზე დაიწყება.

ნინო ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩაკვეტაძე: ბავშვობა, რომელიც არსად წასულა
 

ცხოველების დახმარებაზე უარს ხომ არ იტყვით? მით უმეტეს, რომ ამისათვის დიდი გარჯა არ მოგიწევთ. თბილისელმა აქტივისტებმა გადაწყვიტეს მაწანწალა ძაღლებს ცოტა სითბო უწილადონ და მათთვის სახლები დაამზადონ. თქვენც შეგიძლიათ წვლილის შეტანა —   13:00 ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მიტანილი ფიცრებით და პლედებით ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევთ მათ. 

ლიტველი რეჟისორის გედრე ჟიცკიტე-სტრაზდენეს კინოფილმ „ოსტატი და ტატიანას“ უფასო კინოსეანსი მსურველებს „გენერატორ 9.8“-ში ელოდება. ეს არის ლიტვური ფოტოგრაფიის კლასიკოსის ვიტას ლუცკუსის შესახებ ისტორია. ღონისძიება  CinéDOC-Tbilisi —ს ფარგლებში ტარდება, რომელიც საზოგადოებას მსოფლიო დოკუმენტალისტიკის შედევრებს აცნობს. დასწრება თავისუფალია!

კინოთეატრი - Sputnik საქართველო
რა ფილმი ვნახოთ თბილისის კინოთეატრებში

ყურადღება, ყურადღება, ქართული ღვინოების დეგუსტაცია! ატენი, ქვეში, მუხრანი, თამარისი, ლამისყანა, ასურეათი, ოკამი და სხვა სახეობები მხოლოდ იმას ელიან როდის დააგემოვნებთ. ღვინის მოყვარულთა დღესასწაული 19:30 საათზე Vino Underground-ში დაიწყება. დღესასწაულზე მოსახვედრი პაროლი არ დაგავიწყდეთ — "In vino veritas!"

SPUTNIK სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0