კოტე თოლორდავა აშშ–ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვეს

© https://www.facebook.com/thelandmineკოტე თოლორდავა
კოტე თოლორდავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოტე თოლორდავა, რომელიც მოსკოვში გადაღებებზე ყოფნისას, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული რეჟისორ ლევან ბახიას ქართულ–ამერიკულ ფილმში „ნაღმი“ შესრულებული როლისთვის.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა აშშ–ის საერთაშორისო კინოფესტივალზე (The Diabolique International Film Festival) სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე 

კოტე თოლორდავა, რომელიც მოსკოვში გადაღებებზე ყოფნისას, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული რეჟისორ ლევან ბახიას ქართულ–ამერიკულ ფილმში „ნაღმი“ შესრულებული როლისთვის.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში ლაშქრობისას ამერიკელი ტურისტებიდან ერთ–ერთი (კრისი) შემთხვევით ნაღმს ფეხს დაადგამს, იგი განძრევას ვერ ახერხებს, რადგანაც ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ნაღმი ამოქმედდება.

ფილმში თოლორდავა ქართველი მონადირის – ილიას როლს ასრულებს, რომელიც კრისის მდგომარეობით სარგებლობს და პრობლემებს არა მარტო  ტურისტებს, არამედ საკუთარ ოჯახსაც შეუქმნის.

ფილმში ასევე მონაწილეობენ სტერლინგ ნაითი, სპენსერ ლოკი, დინ გაიერი, გიორგი ცაავა, ნანა კიკნაძე და ელენე ბეზარაშვილი.

საერთაშორისო ფესტივალი ქალაქ ბლუმინგტონში (ინდიანას შტატი) გაიმართა. Diabolique International Film Festival–მა ცხრა წლის წინ დააარსა ჟურნალი Diabolique Magazine. 2007 წლიდან ფესტივალზე ათზე მეტი ქვეყნიდან 250–ზე მეტი ფილმია წარმოდგენილი.

კოტე თოლორდავამ პოპულარობა გიორგი ლიფონავას სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული დიტოს როლით მოიპოვა. იგი აქტიურ სამსახიობო მოღვაწეობას ეწეოდა მარჯანიშვილის, თავისუფალი, ათონელისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ–მაყურებელთა თეატრებში.


ყველა ახალი ამბავი
0