გია ყანჩელი

საქართველოს პრემიერმა გია ყანჩელს 80 წლის იუბილე მიულოცა

7
პრემიერმა მადლობა გადაუხადა კომპოზიტორს ქართული მუსიკის სამსახურისა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ყანჩელის მუსიკა სძენს განსაკუთრებულ ელფერს საზოგადოებისთვის საყვარელ ბევრ სპექტაკლსა და ფილმს, რომლებიც დღეს უკვე კლასიკადაა ქცეული.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 80 წლის იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

"ვულოცავ 80 წლის იუბილეს დიდ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს. ქართველი ხალხი სამართლიანად ამაყობს, რომ გვყავს მსოფლიო დონის ხელოვანი, კომპოზიტორი, რომელიც დღესაც აქტიურად მოღვაწეობს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს და ქართულ მუსიკას“, — ნათქვამია ღარიბაშვილის მისალოც ბარათში.

გია ყანჩელის მუსიკა სრულიად გამორჩეულია და საყვარელია ყველა თაობის მსმენელისთვის. სწორედ მისი მუსიკა სძენს განსაკუთრებულ ელფერს ჩვენთვის საყვარელ ბევრ სპექტაკლსა და ფილმს, რომლებიც დღეს უკვე კლასიკად იქცა.