თამარ გვერდწითელი ბათუმში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშითამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება საქართველოს მთავრობის, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტი, ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი ბათუმში საერთაშორისო საქველმოქმედო მუსიკალური ფესტივალის გამართვას გეგმავს, რომლიდანაც შემოსული თანხები თბილისის წყალდიდლობის დროს დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდებათ. ფესტივალი აგვისტოს თვეში ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორია გვერდწითელის საქველმოქმედო ფონდი. ფესტივალი ბათუმში საქართველოს მთავრობის, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდება.

”საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული მთელი თანხა დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გადაირიცხება… დღეს ყველა თბილისში ვართ, ჩვენ საყვარელ ქალაქში. ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომელიც მუდამ ჩემს გულშია. შევეცდები, რომ არა მარტო მოგაწვდინოთ ჩემი ხმა, არამედ ამ დროს თქვენს გვერდითაც ვიყო”, — განაცხადა გვერდწითელმა თავის ვიდეომიმართვაში.

საქართველოს, რუსეთისა და ინგუშეთის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელი 1962 წლის 18 იანვარს დაიბადა. მას მრავალი წოდება და ჯილდო აქვს მიღებული. არის ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1984), ”წლის ადამიანი” (2002), ”კრემლის გრანდი” (2007), 2008 წელს პუშკინის სახელობის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მომღერალს მიენიჭა ორდენი 

”მრავალეროვნული კულტურისა და ხალხთა შორის მეგობრობის განვითარებისთვის”.


ყველა ახალი ამბავი
0