ნინა სუბლატი: საქართველო ძლიერი კონკურენტია ევროვიზიაზე

ნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კონკურსანტი ნინა სუბლატი ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში ბოლო ნომრად გამოვა და შეარულებს სიმღერას Warrior.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. "ევროვიზია 2015–ზე" საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი დარწმუნებულია, რომ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სიმღერის კონკურსის სხვა მონაწილეებს. 

ქართველი კონკურსანტი ნინა სუბლატი ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში ბოლო ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას  Warrior. კონკურსი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორშაბათს, 19 მაისს, თბილისის დროით ზუსტად 23 საათზე დაიწყება.  

„ალბათ იმ ქვეყნების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, რომელთაც გამარჯვებისა და მოწინავე პოზიციებზე ყოფნის მეტი შანსი აქვთ. სწორად ის ქვეყანა იქნება ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი. მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველასათვის დიდი კონკურენტები ვართ ძალიან პატარა ქვეყნიდან“, – განუცხადა ნინა სუბლატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.  

სუბლატის თქმით, მას ძალიან მოსწონს კონკურსის რამდენიმე მონაწილე, თუმცა ამ ეტაპზე თავი შეიკავა მათი დასახელებისგან. 

პირველ ნახევარფინალში 16 ქვეყანა მონაწილეობს. მათი წარმომადგენლები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ: მოლდოვა, სომხეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, მაკედონია, სერბეთი, უნგრეთი, ბელორუსია, რუსეთი, დანია, ალბანეთი, რუმინეთი და საქართველო. 

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 23 მაისს. 

საქართველოში "ევროვიზია–2015" –ის პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ნინა სუბლატი ქვეყანაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ გამარჯვების შემდეგ. 


ყველა ახალი ამბავი
0