აფიშა

თბილისში საერთაშორისო გამოფენა "სერგო ფარაჯანოვი -XXI საუკუნის სიზმარი" გაიმართება

63
(განახლებულია 13:38 13.05.2015)

თბილისი, 12 მაისი – Sputnik.  2015 წლის 18 მაისს 18:30 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში  საერთაშორისო გამოფენის გახსნასერგო ფარაჯანოვი — XXI საუკუნის სიზმარი” ჩატარდება. ამის შესახებ იტყობინება ღონისძიების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში Facebook.
გამოფენა წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაცია-კოლაჟს, რომელიც აერთიანებს საგამოფენო დარბაზის სივრცეს — მითების კოლექცია-ანარეკლს, რეფლექსიებს და მოგონებებს რეჟისორი და მხატვარი სერგო ფარაჯანოვის შესახებ, რომელიც დაიბადა თბილისში და წარმოადგენს დედაქალაქის ისტორიის განუყფელ ნაწილს“, — საუბარია ინფორმაციაში. 

გამოფენის ორგანიზატორები არიან კიევის სიზმრების მუზეუმი და მისი დამფუძნებლები ვიქტორია დანელიანი და ტატიანა ცველოდუბი,  რომლებიც უდდესი ოსტატის ცხოვრების და შემოქმედების თავიანთ ინტერპრეტაციას წარმოადგენენ. 

არტ ობიექტები, წარსული ეპოქის არტიფაქტები —  თბილისის ისტორიის მუზეუმის საფონდო არქივი, ფოტოები-პორტრეტები,  კინომატოგრაფიული მოედნები, ფილმების პოსტერები, ფილმების რეტროსპექტივები — ცელულოიდური სიზმრები, კოლაჟები და ასამბლიაჟები გახსნიან შემოქმედებითი, ნამდვილი თბილისელის, სერგო ფარაჯანოვის ცხოვრების მიფების ატმოსფეროს“, —აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე.

 
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით შთაგონებული  მეგობრების, ფოტოგრაფებისა და მხატვრების: გუგა კოტეტიშვილის, იური მეჩითოვის, ოლესია თავაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ნინო ჩუბინიშვილის, ირმა შარიქაძის, გურამ წიბახაშვილის, ვახო ბუღაძის, მამუკა ჯაფარიძის, ვლადიმირ ადვაძის, ერნა დოლმაზოვას, ჟანა დავთიანის, ვასილი კოსტენკოს, ივან კოსტენკოს,  მარკ პოლიაკოვის, სალომე ელანიძის, ევგენია რემიზოვას, იულია ბუგაევას, ალა ჟმაილოს და სხვათა ნამუშევრები.

 

პროექტი იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტის მხარდაჭერით.

 

 საბჭოთა კინორეჟისერი, სცენარისტი და მხატვარი სერგო ფარაჯანოვი 1924 წლის 9 იანვარს თბილისში დაიბადა. 1942 წელს ჩააბარა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიატოვა  სწავლა და ერთდროულად  ჩააბარა თბილისის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტსა და ოპერის თეატრის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ იგი მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა.

სერგო ფარაჯანოვმა რუსეთის სახელმწიფო კინოს ინსტიტუტი (ВГИК) 1951 წელს დაასრულა. 1959 წელს სერგო ფარაჯანოვმა თავისი პირველი ფილმი „პირველი ჭაბუკი“ (Первый парень) გადაიღო.

 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სერგო ფარაჯანოვი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა, სადაც დავით აბაშიძესთან ერთად გადაიღო ფილმი „ლეგენდა სურამის ციხეზე“ (1984). 1986 წელს რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“, ხოლო 1988 წელს ფილმი „აშიკ-კებირ“,  მიხეილ ლერმონტოვის ზღაპრის მიხედვით.

1980-იან წლებში სერგო ფარაჯანოვი აქტიურად იყო დაკავებული მხატვრული კოლაჟით, ნახატებითა და ინსტალაციებით. პირველი „დაპრესილი ფილმები“ (ასე უწოდა რეჟისორმა თავის კოლაჟებს) 1950-იან წლებში გამოჩნდა და თანდათანობით გაიზარდა მოცულობით კომპოზიციებამდე და სათუთად შეკრებილ „მოზაიკებამდე“.

სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის 21 ივლისს ერევანში გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. ფარაჯანოვი დაკრძალულია "სომხური სულის გენიათა პანთეონში" არამ ხაჩატურიანის, ვილიამ საროიანის და სხვა სომეხი ლიტერატურისა და კულტურის მოღვაწეთა გვერდით.




 

 

63
თემაზე
თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სცენაზე ბალეტი „ჟიზელი“ დაიდგა