Кобулети, Аджария

ლიტვამ ქობულეთში კინოთეატრის რეკონსტრუქცია დააფინანსა

16
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოში ლიტვის საელჩომ ქობულეთის კინოთეატრის რეკონსტრუქციისთვის 20 ათასი ევრო გამოყო, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” დიპლომატიურ მისიაში.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოში ლიტვის საელჩომ ქობულეთის კინოთეატრის რეკონსტრუქციისთვის 20 ათასი ევრო გამოყო, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” დიპლომატიურ მისიაში.

განახლებული კინოთეატრი, რომელიც დახურული იყო  ორი ათწლეულის მეტი პერიოდის მანძილზე, ორშაბათს კვლავ გაიხსნა. "ჩვენ გვჯერა, რომ კონოთეატრი, რომლის გახსნაც მოხდა დღეს იქცევა ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნლოვან კულტურულ ცენტრად. ჩვენ აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ ის შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ტურიზმის განვითარების საქმეში შავი ზღვის სანაპიროს ამ რეგიონში, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როდესაც შეინიშნება დამსვენებლების ნაკლები რაოდენობა“, - განაცხადა ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნის ცერემონიაზე. 

ლიტვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდა სახურავის შეკეთებას, ახალი კომუნიკაციების გაყვანასა და თანამედროვე კინომოწყობილობის შეძენას.

აჭარის მთავრობამ, თავის მხრივ, კინოთეატრის სრული რეკონსტრუქციისთვის 50 ათას ევროზე მეტი გამოყო.

”საქართველოში თანამშრომლობის განვითარების პროექტების სპონსორის როლში ლიტვა გამოდის 2005 წლიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც ის გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შეუერთდა ევროპის დახმარების და განვითარების პროგრამას”, - აღნიშნულია ლიტვის საელჩოს განცხადებაში.

16