российские войска, Абхазия, август 2008

რენი ჰარლინის ფილმი ”5 დღე აგვისტოში” ეკრანებზე 2011 წლის მარტში გამოვა - IMBD

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ჰოლივუდის რეჟისორის რენი ჰარლინის (Renny Harlin) საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა 2011 წლის მარტში იგეგმება.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ჰოლივუდის რეჟისორის რენი ჰარლინის (Renny Harlin) საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა 2011 წლის მარტში იგეგმება. განცხადება ამის შესახებ განთავსებულია IMBD-ის კინოფილმების ბაზის ინტერნეტ-ვებ-გვერდზე.

ფილმის პირობითი დასახელება თავდაპირველად იყო ”Georgia” (საქართველო), მაგრამ ვებ-გვერდზე ფილმს ეწოდება ”5 დღე აგვისტოში” (5 Days in August).

მოკლე ანოტაციაში ნათქვამია, რომ ეს არის ფილმი-დრამა საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შესახებ. მთავარი გმირები არიან ამერიკელი ჟურნალისტი და მისი ოპერატორი, ასევე ქართული ოჯახები, რომლებიც ომის ცეცხლში მოყვნენ.

ვებ-გვერდზე მითითებულია მთავარი გმირების შემსრულებელი მსახიობები, მათ შორის რუპერტ ფრენდი (Rupert Friend), ველ კილმერი (Val Kilmer), ენდი გარსია (Andy Garcia).

რეჟისორმა რენი ჰარლინმა ადრე გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა ”კერკეტი კაკალი - 2” და ”მთამსვლელი”.

ქართულმა ოპოზიციამ ადრე ქვეყნის მთავრობა არაერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ის ფილმის მთავარი სპონსორია. ის ამტკიცებდა, რომ გადაღებებისთვის ბიუჯეტიდან 35 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო, რაც კატეგორიულად უარყო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებლის, მსახიობ ენდი გარსიას შესახებ საუბრისას იხუმრა: ”ეს ტემპერამენტიანი კუბელია და ის ხელებით ჩემზე არანაკლებ ჟესტიკულაციას აკეთებს. ადრე მას კრიმინალების როლების თამაში უწევდა, ახლა კი საქართველოს პრეზიდენტის როლს ასრლებს. ვფიქრობ, ის ამას შეძლებს”.

ჰარლინი ფილმის გადაღებას 2009 წლის შემოდგომაზე შეუდგა. რეჟისორის თქმით, ფილმი არ იქნება ”არც ანტირუსული, არც ანტიქართული, არც ანტიამერიკული, არამედ იქნება ომის წინააღმდეგ”.

2