საბავშვო ევროვიზიაზე მინსკში საქართველოს მარიამ კახელიშვილი წარმოადგენს

გამოწერა
საბავშვო ევროვიზია-2010-ზე მინსკში საქართველოს 14 წლის მარიამ კახელიშვილი წარადგენს, რომელმაც კვირას შიდა შესარჩევ კონკურსში სიმღერით ”მარი-დარი” გაიმარჯვა.

 

Минск

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საბავშვო ევროვიზია-2010-ზე მინსკში საქართველოს 14 წლის მარიამ კახელიშვილი წარადგენს, რომელმაც კვირას შიდა შესარჩევ კონკურსში სიმღერით ”მარი-დარი” გაიმარჯვა.

საკონკურსო კონცერტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა პირდაპირ ეთერში გადასცა. მარიამ კახელიშვილმა 11 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა. მას ხმა მისცეს როგორც ჟიურის წევრებმა, ისე მაყურებელმა sms-ების საშუალებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, მარიამ კახელიშვილი 1995 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. სიმღერა ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო. 5 წლისა ის პირველად  გამოვიდა კონკურსზე ”გაზაფხულის ზარები” და კონკურსის ლაურეატი გახდა. 2006 წელს მან გოგი დოლიძის სახელობის კონკურსზე დიპლომი მიიღო. ასევე 2006 წელს მონაწილეობა მიიღო სიმღერის საბავშვო ფესტივალში ეგვიპტეში. 2007 წელს იგი მსოფლიო მუსიკის პირველი ფესტივალის ლაურეატი გახდა.

2008 წელს მარიამმა ევროვიზიის ეროვნულ საბავშვო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. 2010 წელს მან მონაწილეობა მიიღო ”რუსთავი-2”-ის პროექტში ”ნიჭიერი”, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.

სიმღერის მესამე საერთაშორისო ფესტივალი ”ევროვიზია-2010” 20 ნოემბერს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართება.

2008 წელს საქართველო ”ევროვიზიის” გამარჯვებული უკვე იყო. მაშინ საბავშვო ანსამბლმა ”ბზიკები” კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0