მთიანი ყარაბაღი - სტეპანაკერტი

მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან

187
მშვიდობა მიღწეულია - მთიან ყარაბაღში ომი, რომელიც ხუთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, დასრულებულია

როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე მეზობელ საქართველოში, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ფაქტობრივად ორ ცეცხლ შუა იმყოფებოდა, - იკითხეთ Sputnik-საქართველოს მასალაში.

უკვე ექვსი თვითმფრინავი: რუსმა სამშვიდობოებმა მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაიწყეს >>

გუშინ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

სომხეთის მოსახლეობამ ეს დამარცხებად ჩათვალა და მასობრივი პროტესტები და არეულობები დაიწყო, ხოლო აზერბაიჯანში პირიქით - საყოველთაო ზეიმია.

ახალი ეპოქა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება საქართველოში შეაფასეს. პირველი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა.

„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

„საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

გამარჯვება თუ კაპიტულაცია

დაზავების შესახებ შეთანხმება მთიან ყარაბაღში ომს შეწყვეტს, მაგრამ, მეორეს მხრივ, სომხეთში ეს შეფასდა როგორც დამარცხება და კაპიტულაცია, Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში განაცხადა პოლიტოლოგმა ვასო კაპანაძემ.

„სიტუაცია, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, შეიძლება შეფასდეს როგორც პრეზიდენტ ალიევის გამარჯვება. რადგან ალიევი ძალიან ჭკვიანად მოიქცა - მან ძალიან კარგი პირადი კონტაქტები დაამყარა პრეზიდენტ პუტინთან. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს პრინციპით „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“. შესაბამისად, ამ მომენტისათვის აზერბაიჯანი ზეიმობს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსება საქართველოზე პირდაპირ ზეგავლენას არ მოახდენს.

„თუმცა ამ ფაქტორის გათვალისწინება მოუწევთ ქართველ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, პოლიტოლოგებს და მთელს საზოგადოებას, რომელიც ჩვენ რეგიონში სტაბილურობით არის დაინტერესებული. რა მოხდება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და ზოგადად რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდება“, - განაცხადა კაპანაძემ.

მშვიდობის ფასი

ისტორიკოსი და ქართველი პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ფაშინიანმა სომხეთს ყარაბაღის ტვირთი მოუხსნა. ყარაბაღზე მიბმული სომხეთი განწირული იყო, აღნიშნავს ბერძენიშვილი.

„ნიკოლ ფაშინიანმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ამხელა ყარაბაღული ტვირთისგან, მარწუხებისგან სომხეთის გათავისუფლების პროცესი წამოიწყო. ბევრი წელი დასჭირდებათ სომხებს ამის გასაცნობიერებლად... ბევრია წარსულზე ორიენტირებული ხალხი... ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი. განწირული იყო ყარაბაღით დაბმული სომხეთი“, – დაწერა ბერძენიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

პოლიტიკოსის აზრით, ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, შეძლებს თუ არა ფაშინიანი ძალაუფლების შენარჩუნებას.

„მან სიმართლეს გაუსწორა თვალი, იომა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხდებოდა. გაბედა და, გაუბედავი ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით, ადეკვატურად მოიქცა. სტეფანაკერტი, ლაჩინის დერეფანი სომხურ/რუსული კონტროლით ჯერჯერობით შეინარჩუნა. ტერ-პეტროსიანმა ვერც ხელისუფლება შეინარჩუნა და ორ ათეულ წელზე მეტიც დააკარგინა სომხეთს. სიმართლე ესაა, ჩემი აზრით“, – დაწერა ბერძენიშვილმა.

ფაშინიანის განცხადებას ყარაბაღში ომის შეწყვეტისა და ტერიტორიების დათმობის შესახებ სომხეთის მოქალაქეების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მთავრობის სახლთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს.

ახალი დღის წესრიგი

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი შეთანხმების შემდეგ რეგიონში ახალი სურათი შეიქმნა.

„აზერბაიჯანმა დაიბრუნა რამდენიმე რეგიონი, რაც ალიევისთვის უზარმაზარი პლუსია. არის საუბარი იმაზე, რომ უფრო მეტს დაიბრუნებს, რადგან შეთანხმებაში გაწერილია, რა უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს დეკემბრისთვის“, - მიიჩნევს ფხალაძე.

რაც შეეხება სომხეთს, ფხალაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება შეიცვლება და მოვა ის გუნდი, რომელიც კრემლის შეხედულებებს უფრო მეტად გაითვალისწინებს.

„ფაშინიანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა შეიარაღებული კონფლიქტის განახლება გამოიწვია. ფაშინიანის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - აღნიშნა მან.

რუსეთის ფაქტორი

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სიტუაცია რეგიონში რთული რჩება.

ამბოხის ღამე ერევანში: 10 ნოემბრის მოვლენების ქრონიკა – ვიდეო >>

„ახლა ისე გამოდის, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკაში რუსეთს თავისი დასაყრდენი ჰყავს. მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს გარკვეული შეუთავსებლობები. სომეხი საზოგადოება ამ ეტაპზე რუსეთის პოლიტიკის მიმართ მკვეთრად უარყოფითად არის განწყობილი. მომავალში რუსეთი ეცდება ერთგვარ რეაბილიტაციას მათ თვალში და სომხებისა და სომხეთისთვის ყარაბაღის ნაწილს მაინც შეინარჩუნებს, მათ შორის ლაჩინის დერეფანს“, - განაცხადა არეშიძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.

ამასთან, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის პოლიტიკის გარკვეული წარმატებაა სამხრეთ კავკასიაში.

„რუსეთმა შეძლო ყარაბაღის საკითხის გადაჭრისას მინსკის ჯგუფის და შესაბამისად აშშ-ის და საფრანგეთის როლის დაკნინება. და თავად გახდა დომინანტი ამ საკითხში. მეორეს მხრივ, მან მიიღო „თავის ტკივილი“ თურქეთის სახით, რომელიც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკუთარ სამხედრო ბაზას დააარსებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გეგმები არსებობს“, - განაცხადა არეშიძემ.

აქედან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეგიონის სამივე ქვეყანას მოუწევს გადაწყობა ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ თვალწინ იქმნება.

„ასეთი გეოპოლიტიკური ტექტონიკური რყევების დროს ქვეყანა, პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს კონსოლიდირებული საგარეო პოლიტიკაზე და ქმნიდეს ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ახალ ფორმატებს. ახლა არ არის შიდა გარჩევების დრო, ეს არაფერს არ მოგვიტანს... ჩვენი პოლიტიკური ელიტა გონს უნდა მოეგოს. დროა შეიქმნას ახალი ფორმატები მეზობლებთან, რუსეთთან, დასავლეთთან ურთიერთობებში. როგორი უნდა იყოს ეს ფორმატები, ახლა ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ისინი უნდა იყოს ახალი“, - დასასრულს აღნიშნა არეშიძემ.

187
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)

როგორ გამოიყურება ღაზა საომარი ქმედებების შემდეგ: კადრები დრონიდან

41
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი 10 მაისიდან გამწვავდა. საზღვარზე ვითარების გამწვავებას წინ უძღოდა აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები

არეულობა 8 მაისს, ღამით დაიწყო, რომლის მიზეზიც აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიხ-ჯარაჰის კვარტლიდან პალესტინელთა რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდა. ამის შემდეგ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. თელ-ავივმა ასობით საპასუხო დარტყმა განახორციელა. პალესტინელთა შორის დაღუპულთა რაოდენობამ 220-ს გადააჭარბა.

„ჰამასმა“ და ისრაელმა „ორმხრივი და ერთდროული“ ცეცხლის შეწყვეტა პარასკევს 02:00 საათიდან დაადასტურეს.

41

ნგრევა და ხანძარი: ავიაშეტევების შედეგები ისრაელსა და ღაზაში ფოტო

91
(განახლებულია 21:53 14.05.2021)
  • ორშაბათს საღამოს ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა
  • უწყვეტი სარაკეტო შეტევების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა
  • 200-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო
  • ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა და ჰამასისა და „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე
  • დაღუპულია რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის მაღალჩინოსანი საველე მეთაურებიც
  • ჯარისკაცები რაკეტით დაზიანებულ შენობასთან აშდოდში
  • პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შეტევების შედეგად ღაზაში 67 ადამიანი დაიღუპა
  • გაეროს სამმა ქვეყანამ პარასკევს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა
  • ცნობილია, რომ ამ კვირაში გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ამ თემაზე უკვე გამართა ორი დახურული სხდომა ვირტუალურ ფორმატში
  • საცხოვრებელი სახლის ნანგრეველი რიშონ-ლე-ციონში
  • საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა
  • საბრძოლო ქმედებების შედეგები ისრაელში
ღაზის სექტორის საზღვარზე სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. პალესტინელთა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქებს ასობით რაკეტა ესროლეს, საპასუხოდ მიიღეს ავიაშეტევა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში შეტევების შედეგების სურათები.

ბოლო წლების ყველაზე დიდი კონფლიქტის პროვოცირება ორშაბათს, იერუსალიმის დღეს პალესტინელებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.

1967 წელს ამ დღეს ისრაელმა კონტროლი გაზარდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე ექვსდღიანი ომის შედეგად.

ორიოდე დღეში ლოკალური შეტაკებები სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

მხოლოდ ბოლო ორ დღეში, გაეროს მონაცემებით, პალესტინელმა ბოევიკებმა ისრაელის ქალაქებს ათასზე მეტი რაკეტა ესროლეს. სარაკეტო შეტევების დიდი ნაწილი თელ-ავივზე განხორციელდა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ჩაატარა ოპერაცია „კედლის გუშაგები“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზაში ჯამში 500-ზე მეტი სამიზნეა განადგურებული.

91
  • ორშაბათს საღამოს ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა
    © REUTERS / Suhaib Salem

    ორშაბათს საღამოს ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა

  • უწყვეტი სარაკეტო შეტევების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა
    © AP Photo / Heidi Levine

    უწყვეტი სარაკეტო შეტევების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

  • 200-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო
    © AFP / Mohammed Abed

    200-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო

  • ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა და ჰამასისა და „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე
    © REUTERS / Amir Cohen

    ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა და ჰამასისა და „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე

  • დაღუპულია რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის მაღალჩინოსანი საველე მეთაურებიც
    © AP Photo / Adel Hana

    დაღუპულია რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის მაღალჩინოსანი საველე მეთაურებიც

  • ჯარისკაცები რაკეტით დაზიანებულ შენობასთან აშდოდში
    © REUTERS / Avi Roccah

    ჯარისკაცები რაკეტით დაზიანებულ შენობასთან აშდოდში

  • პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შეტევების შედეგად ღაზაში 67 ადამიანი დაიღუპა
    © REUTERS / Mohammed Salem

    პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შეტევების შედეგად ღაზაში 67 ადამიანი დაიღუპა

  • გაეროს სამმა ქვეყანამ პარასკევს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა
    © REUTERS / Ronen Zvulun

    გაეროს სამმა ქვეყანამ პარასკევს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა

  • ცნობილია, რომ ამ კვირაში გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ამ თემაზე უკვე გამართა ორი დახურული სხდომა ვირტუალურ ფორმატში
    © AFP / Mohammed Abed

    ცნობილია, რომ ამ კვირაში გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ამ თემაზე უკვე გამართა ორი დახურული სხდომა ვირტუალურ ფორმატში

  • საცხოვრებელი სახლის ნანგრეველი რიშონ-ლე-ციონში
    © AFP / Gil Cohen-Magen

    საცხოვრებელი სახლის ნანგრეველი რიშონ-ლე-ციონში

  • საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა
    © REUTERS / Suhaib Salem

    საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

  • საბრძოლო ქმედებების შედეგები ისრაელში
    © AFP / Gil Cohen-Magen

    საბრძოლო ქმედებების შედეგები ისრაელში

ბედნიერების შეგრძნება

რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
(განახლებულია 19:18 28.07.2021)
ასტროლოგების პროგნოზით ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს მოუსვენრობა შეიპყრობს, აქეთ–იქით მიაწყდება, რომ რამე გამოსავალი იპოვოს და პრობლემები გადაჭრას. რისი გაკეთება ღირს ამ დროს და რისი არა, გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

აგვისტოს პირველი ნახევარი ძირითადად უარყოფითი მოვლენების გარეშე ჩაივლის. სიმშვიდე იქნება ოჯახებში, ასევე სტაბილურობა შენარჩუნდება მატერიალური თვალსაზრისით. საჭიროა ამ პერიოდის გამოყენება იმისთვის, რომ დავისახოთ კონკრეტული, ცხოვრებისთვის აუცილებელ მომენტებთან დაკავშირებული მიზანი. ასეთ შემთხვევაში თეთრი ლითონის ხარი გულმოწყალებას გამოიჩენს და მის რეალიზებაში დაგეხმარებათ. ფუჭი მიზნები და წამიერი სიამოვნებები ხარისგან წახალისებული არ იქნება.

აგვისტოს მეორე ნახევარი მშფოთვარე პერიოდი იქნება, დაიწყება პრობლემები, ცვლილებები. ვისაც ჩანაფიქრის რეალიზება აქვს ამ დროისთვის დაგეგმილი, უნდა მოემზადოს მოულოდნელი მოვლენებისა და ამ მოვლენებზე „აწყობისთვის“. გასათვალისწინებელი იქნება გარე ფაქტორები და საკუთარი ქცევების კორექტირება.

აგვისტოში კალეიდოსკოპივით შეიცვლება მოვლენები. ამისთვის მორალურად უნდა იყოთ მზად. თავი ხელში უნდა აიყვანოთ, არ აჩვენოთ თქვენი ნირი და ხასიათი. ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ ურთიერთობები, ფიზიკური და მორალური მდგომარეობა.

ფულის ხარჯვის მოყვარულებს ასტროლოგები აფრთხილებენ, რომ ფინანსების უკმარისობა გელოდებათ, თუ ფულს არაპრაქტიკულ ნივთებზე დახარჯავთ.

აგვისტო კარგ შემოსავალს ჰპირდება სასოფლო–სამეურნეო სფეროში დაკავებულებს. ცნობილია, რომ ხარი უყურადღებოდ არ დატოვებს სოფლის მცხოვრებლებს. წარმატებები ხელფასის მომატების მხრივ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც ელოდებათ, თუ ისინი მუხლჩაუხრელად იმუშავებენ და პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

ფინანსებთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს აგვისტოს ბოლო დეკადა – ამ დროს ბევრს გაუჩნდება ფული (სხვადასხვა წყაროდან). აჯობებს, თუ თანხას რამე სასარგებლო საქმეში ჩადებთ, „შავი დღისთვის“ გადადებთ, ან რამე მნიშვნელოვან ნივთს იყიდით.

ადამიანები უფრო გულღია იქნებიან და თამამად ისაუბრებენ თავიანთ გრძნობებზე, გახდებიან უფრო ემოციური და პოზიტიური, ბევრი გამოუტყდება თავის რჩეულს სიყვარულში.

მარტოხელების უმრავლესობას მიეცემა შანსი, რომ თავისი ბედი გაიცნოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობები თავდაპირველად მეგობრული ხასიათის შეიძლება იყოს და სიყვარულის ელფერი მოგვიანებით მიეცეს.

დაოჯახებული წყვილები ჰარმონიაში იცხოვრებენ, თუ, რა თქმა უნდა, გამოძებნიან კომპრომისს, ერთმანეთს ესაუბრებიან და სატკივარს გაუზიარებენ.

ტრანზიტული პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებს ახალ, პირველ რიგში შესასრულებელ ამოცანებს ავალებენ. კერძოდ:

  • ვერძებს მთელი პოტენციალის მობილიზება და ამის გარშემომყოფებისთვის ჩვენება მოგიწევთ, ამით შეძლებთ, რომ დაინახონ და დააფასონ თქვენი ნიჭი.
  • კუროებმა პრობლემების გადაჭრისთვის მეგობრებს ან ნათესავებს უნდა მიმართოთ. ასე ყველაფერს დროულად გაართმევთ თავს.
  • ტყუპებმა ახალი პროექტები შემდეგ თვემდე უნდა შეაჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიული გამოფიტვა გელოდებათ.
  • კირჩხიბებმა სასწრაფო საკითხების გადაჭრაზე უნდა იზრუნოთ და გადახედოთ თქვენს ქმედებებს წინა პერიოდში.
  • ლომებმა ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ და აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ ბრძოლა მოულოდნელად გამოჩენილ პრობლემებთან.
  • ქალწულებს გაგიჭირდებათ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება. შეინარჩუნეთ სიმტკიცე და ყველაფერი გამოგივათ.
  • სასწორებს დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ პოპულარობა მოიხვეჭოთ. იღბალი თქვენ ხელშია.
  • მორიელებს წარსული აგედევნებათ შეამოწმეთ, ყველაფერს სწორად აკეთებთ?
  • მშვილდოსნებისთვის უპრიანია მედიტაცია. სწორედ რომ დროა, ითვისოთ ორგანიზმის მოდუნების ტექნიკა.
  • თხის რქები სწავლაზე უნდა დაფიქრდეთ. ეს თვე თვითსრულყოფაზე მუშაობისა და ახალი ცოდნის ათვისების გზას გთავაზობთ.
  • მერწყულები პრობლემებს თავს აარიდებთ, თუ მთელი თვე შვებულებაში იქნებით და მას ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატარებთ.
  • თევზები ცხოვრებას თვითონ გაირთულებთ. უფრო მარტივი იქნება, თუ წვრილმანებს არ გამოეკიდებით.

ახლა კი აგვისტოს უფრო დეტალური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი

ყველაზე იღბლიანები ხართ ამ თვეში. იღბალი აგვისტოს დასაწყისშივე გაგიღიმებთ ნებისმიერ წამოწყებაში – სიყვარულში, სამუშაოზე თუ სხვა სფეროებში. შეძლებთ პოტენციალის წარმოჩენას და ირგვლივ მყოფების აღიარების მოპოვებას. თვის შუა რიცხვებში სიტუაცია შეიცვლება. დაიწყება რაღაც აუხსნელი. ყველაფერი გართულდება. სჯობს, შვებულება აიღოთ და დაისვენოთ. პირადი ცხოვრება დუღს – ეს ძალიან კარგია მარტოხელებისთვის, დაოჯახებულებს კი პრობლემებს უქადის, რადგან მეორე ნახევრის მხრიდან ეჭვიანობის სცენებია მოსალოდნელი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – განსაკუთრებით ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

კურო

კუროებს ზომიერება გიყვართ, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში თქვენს ცხოვრებაში სრული ქაოსი შემოვა. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს. შესაძლებელია უსიამოვნებები კონკურენტების და ასევე პარტნიორების მხრიდანაც. ამ პრობლემებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, ამიტომ მიმართეთ სანდო ადამიანებს დახმარებისთვის. სასიყვარულო სფეროში ჩამი–ჩუმი არ ისმის. პოტენციური პარტნიორი რომ გაიცნოთ კიდეც, მალე მიხვდებით, რომ მასთან ურთიერთობებს ვერ ააწყობთ. ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მიაქციეთ საყრდენ–მამოძრავებელ სისტემას.

ტყუპი

საკმაოდ რთული პერიოდი გელოდებათ. პრაქტიკულად ყველა პროექტის ფინალი, რომელზეც იმუშავებთ, არაპროგნოზირებადი იქნება. გარე ფაქტორებთან ბრძოლისთვის არც დრო გექნებათ და არც ძალა. ამის გამო შეიძლება ჩამოყალიბებულ ფატალისტებად გამოჩნდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, საერთოდ არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვერ შეგაშინებთ. თქვენი სიმშვიდე შესაშური იქნება. პრობლემები მოსალოდნელია ფინანსების მხრივ. ეს გახდება მთავარი პრობლემა ურთიერთობებში, თუმცა წყობილებიდან ვერც ეს ვერ გამოგიყვანთ. ჯანმრთელობის მხრივ საყურადღებოა იქნება არტერიული წნევა, რომელიც ხალხური საშუალებებით შეგიძლიათ მოაგვაროთ.

კირჩხიბი

საკმაოდ დაძაბული თვე გელოდებათ. მოვლენების სწრაფმა ცვლამ და ნერვულმა ვითარებებმა, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. ბევრი თქვენგანი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მოგიწევთ საკუთარი „ნიჟარიდან“ გამოსვლა და სასწრაფო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ მხოლოდ ასე შეძლებთ სამუშაოზე მიღწეულის შენარჩუნებას. ეცადეთ, უარი თქვათ ნებისმიერ ავანტიურულ წინადადებაზე – ასე შეიძლება ფული დაკარგოთ. მარტოხელები უფრო მტკიცე უნდა გახდეთ და სითამამე აჩვენოთ. პირადი ბედნიერება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ძალისხმევას გამოიჩენთ სიყვარულის ძებნისას. ეცადეთ, გონებაში ნეგატიური ფიქრები არ შეუშვათ – ასე შეიძლევა ნევროზიც დაგემართოთ.

ლომი

როგორც წესი, აგვისტო თქვენთვის იღბლიანი პერიოდია, მაგრამ არა 2021 წლის შემთხვევაში. თვე მოვლენებით სავსე იქნება, უნდა აჩვენოთ ძლიერი ხასიათი, ნებისყოფა და ებრძოლოთ ნეგატიურ გარემოებებს. თუ საბრძოლველად არ ხართ განწყობილი, მაშინ ვითარებას უნდა შეეგუოთ და დაელოდოთ, როდის შეიცვლიან ვარსკვლავები პოზიციას და შემდეგ გაუმკლავდეთ დაგროვებულ პრობლემებს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გამოიჩინოთ ზედმეტი ინიციატივა სამუშაოზე, რადგან ხელმძღვანელობა მკაცრად მიადევნებს თვალს თქვენს მოქმედებებს და კრიტიკას არ დაიშურებენ. სამაგიეროდ, წყნარი და მშვიდი გარემო გელოდებათ სახლში. არაა საჭირო ეკონომიის გაწევა საკუთარ ჯანმრთელობაზე – შეუძლოდ ყოფნისას მალევე მიმართეთ ექიმს.

ქალწული

თუნდაც მაქსიმალურად ანგარიშიანი და პრაგმატული იყოთ, მაინც ვერ გაექცევით ნეგატიურ გამოვლინებებს. თუ არის საშუალება, შეაჩერეთ მიმდინარე საქმეები და შვებულება აიღეთ. ასე ზედმეტი პრობლემების თავიდან არიდებას შეძლებთ. ვინც ვერ მოახერხებს დასვენებას, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს, დეტალურად დაგეგმოს და გადაამოწმოს საკუთარი ქმედებები. შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულებს ეს არ ეხება – პირიქით, გელოდებათ წარმატებები და საზოგადოების მხრიდან აღიარება. აგვისტოში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არაა, მაგრამ გარკვეული ხარჯი მაინც გექნებათ. ეცადეთ, სკანდალებს თავი აარიდოთ ოჯახში, რადგან მეორე ნახევრის მხრიდან ეჭვიანობაა მოსალოდნელი. ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის.

სასწორი

საკმაოდ წარმატებული თვე გელოდებათ. შეგიძლიათ დიდი ხნის დაწყობილი გეგმები განახორციელოთ, იქნება ეს საცხოვრებელი ადგილისა თუ სამუშაოს გამოცვლა, კარდინალური ცვლილებები იმიჯში, პროფესიაში და ოჯახურ სტატუსშიც კი. ასეთ სიახლეებს თეთრი ხარი სათანადოდ დააფასებს. მაგრამ მოემზადეთ იმისთვის, რომ უდიდესი ძალისხმევა და მთელი თავისუფალი დრო დაგჭირდებათ. ვინც ბევრი იშრომა, ხელმძღვანელობისგან შესაბამის აღიარებას მიიღებს და არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც. მარტოხელა სასწორები ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ და ბევრი პაემანიც გელოდებათ წინ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მათ, შესაძლოა, მისი გამოცვლის სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ ასტროლოგები ამას არ გირჩევენ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, რათა კუჭ–ნაწლავის სისტემა არ დაიზიანოთ.

მორიელი

შესაძლოა, კვლავ დადგეს პრობლემები, რომლებიც თითქოსდა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეთ. წარსული ყველა მხრიდან შეგახსენებთ თავს და საქმიანობაში შეგიშლით ხელს. გაიხსენეთ თქვენი ყველა არაკეთილმოსურნე და გათვალეთ მათი თავდასხმები როგორც სახლში, ისე სამუშაოზე. ყველაფერს აჯობებს, თუ შვებულებას აიღებთ ცოტა ხნით გაეცლებით საცხოვრებელ ადგილს. მას შემდეგ, რაც ძალასა და ენერგიას აღიდგენთ, უკვე ადვილად შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას. ამასთან წარსულის „აჩრდილები“ შესაძლოა, პოზიტიურიც იყოს, მაგალითად, დაგიბრუნონ უკვე დავიწყებული ძველი ვალი. მარტოხელებს ცოტა მოთმინება გმართებთ – თქვენთვის სიმპათიურ ადამიანზე „შტურმი“ არ მიიტანოთ. აჯობებს, თავი პერიოდულად შეახსენოთ, ოღონდ დაუჟინებლად და ის თავად მოგაქცევთ ყურადღებას. ფრთხილად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელსაწყო, ტექნიკა – დიდია ტრავმის მიღების ალბათობა.

მშვილდოსანი

ყველაზე წარმატებული პერიოდი აგვისტოს პირველი დეკადაა თქვენთვის. სწორედ ამ დროსაა უპრიანი, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები. შემდეგ უკვე იღბალი ზურგს შეგაქცევთ და ახალ–ახალი პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ როგორც სახლში, ისე სამსახურში. ოჯახში შესაძლებელია არაერთი ჩხუბი და აყალ–მაყალი მეორე ნახევართან, ხოლო სამუშაოზე – თანამშრომლების მიერ ჩახლართული ინტრიგები. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველასთან იჩხუბოთ. დაეუფლეთ მედიტაციის ხელოვნებას – ასე ისწავლით მოდუნებას და იმას, რომ ყურადღება არ მიაქციოთ ირგვლივ განვითარებულ ვნებებს. უსიამოვნებები არ ეხება მატერიალურ მხარეს. მარტოხელებს ასტროლოგები ურჩევენ, ჯერ არ ეძებონ ახალი სიყვარული – დიდია ალბათობა, რომ კვლავ მარტო დარჩეთ.

თხის რქა

ის პრობლემები, რაც ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას შეაწუხებს აგვისტოში, თხის რქებს გვერდით ჩაუვლის. ეს თვე თქვენთვის ერთ–ერთი ყველაზე იღბლიანი პერიოდი იქნება ამ წელიწადში. ამასთან, გაგაჩნიათ უნარი, რომ რაღაც დაბრკოლებას დროულად გაეცალოთ, უფრო სწორად, მაშინვე, როგორც კი ის ჰორიზონტზე გამოჩნდება. მიხედეთ სწავლას, იმუშავეთ სრულყოფაზე, ისწავლეთ მაგალითად, უცხო ენა, ან აიმაღლეთ კვალიფიკაცია. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ – ფული მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ახლობლებსაც უნდა მოახმაროთ. ამასთან, ასტროლოგები თანხის გადადებასაც გირჩევენ, რომ წლის ბოლოს რაღაც ძვირფასი ნივთი შეიძინოთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, ვარსკვლავები დროის მასთან ერთად გატარებას ურჩევენ. ჯანმრთელობას საფრთხე შეიძლება ავარიულმა სიტუაციებმა შეუქმნას, ამიტომ გაფრთხილდით.

მერწყული

მთელი თვე, დიდი ალბათობით, ახალ–ახალ პრობლემებთან მოგიწევთ ჭიდილი, რომლებიც თითქოს „პანდორას ყუთიდან“ ამოიყრება. მაგრამ საშიში მაინც არაფერია და ცუდი არაფერი მოხდება. უსიამოვნებების უმრავლესობა დასანანი, მაგრამ წვრილმანი აღმოჩნდება (მაგალითად, თვალწასული წინდა ან დაკარგული მანჟეტის საკინძე). ხელსაყრელი თვეა მოგზაურობის თვალსაზრისით. აიღეთ შვებულება და დაისვენეთ სახლიდან მოშორებით. არ შეგეშინდეთ ფულის ხარჯვის – მას მალე აინაზღაურებთ. თუ პარტნიორი გყავთ და ურთიერთობები ჯერ არ დაგიკანონებიათ, ამისთვის აგვისტო შესანიშნავი თვეა – ქორწინება მყარი და ბედნიერი იქნება. ასევე კარგი დროა ბავშვის ჩასახვისთვის. ჯანმრთელობის კუთხით  ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ მოერიდეთ წყალს.

თევზები

თუ ჯიუტი ბრძანდებით და თან თევზების ნიშნით დაიბადეთ, ეს თვისება აგვისტოში უსიამოვნებებს მოგიტანთ. თავად გაირთულებთ ცხოვრებას, გამოეკიდებით კოლეგებისა თუ ნათესავების სულ უბრალო წვრილმან შეცდომებს. ასე მხოლოდ გაირთულებთ ურთიერთობებს სამსახურშიცა და ოჯახშიც და მთელი თვის „ამაყად“, მაგრამ მარტოობაში გატარება მოგიწევთ. მატერიალური თვალსაზრისით ეს თვე წარმატებულია. შესაძლებელია ძველი ვალების დაბრუნება, ადრე შესრულებული სამუშაოსთვის თანხის გადახდა ან მომავალი საქმისთვის ავანსის მიღება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს თანხა საცხოვრებლის მოწყობას მოახმაროთ. მარტოხელებს დიდი ხნის ნანატრი რომანი გელოდებათ, მაგრამ ის როპგორც მოულოდნელად აღმოცენდება, ისე მოულოდნელად გაქრება კიდეც. ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგაწუხებთ, თუ იაქტიურებთ და ყოველდღიურად ისეირნებთ.

0