სალომე ზურაბიშვილი

„იწყება ახალი ეპოქა“ საქართველოს პრეზიდენტი ყარაბაღის მოვლენებს ეხმაურება

85
(განახლებულია 19:45 10.11.2020)
რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია, დარწმუნებულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. კავკასიაში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალი ეპოქა იწყება, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. 

გუშინ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, დოკუმენტის ხელმოწერას სომხეთის კაპიტულაცია უწოდა. მისი თქმით, შეთანხმება მაქსიმალურად ხელსაყრელია ბაქოსთვის, ახლა საომარი ეტაპი დასრულდა და შესაძლებელია პოლიტიკურ საკითხებზე გადასვლა. 

სომხეთის მოქალაქეებს პრემიერ ფაშინიანის განცხადებაზე მთიან ყარაბაღში ომის დასრულებისა და ტერიტორიების დაკარგვის შესახებ მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს. ამის შემდეგ ისინი პარლამენტისკენ დაიძრნენ.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. მხარეებმა რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები ამ დრომდე გრძელდებოდა.

კონფლიქტის მონაწილეებმა სრული ან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს. ომმა მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

85
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (152)

აფეთქება ალ-ბაბში: დაიღუპა ხუთი და დაშავდა 19 ადამიანი

17
(განახლებულია 14:50 25.11.2020)
სამშაბათს სირიის ქალაქ ალ-ბაბში ბომბის აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 19-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები და შენობები. სისხლი გზებზეც ემჩნეოდა მანამ, სანამ მეხანძრეები წესრიგს დაამყარებდნენ.

აქამდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ალ-ბაბი ალეპოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გასული წლის მარტამდე ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი იყო.

17

რუსეთის მეთვალყურეობის ქვეშ: როგორ უბდუნდება მშვიდობიან ცხოვრებას მთიანი ყარაბაღი

46
მთიანი-ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა მშივოდბიან ცხოვრებას უბრუნდება. სტეპანაკერტში უკვე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მიმოსვლა უკვე განაახლა

ქალაქში ასევე აღდგა საგზაო მოძრაობა, ელექტრო და წყალმომარაგება. ყარაბაღელი სპეციალისტების დასახმარებლად ადგილზე იმყოფებიან რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წევრებიც, რომლებიც ინფრასტრუქტურის რემონტში მიიღებენ მონაწილეობას.

ადგილობრივებს ასევე გვერდში უდგანან რუსი სამშვიდობოები. სამხედროები ქუჩების განაღმვას განაგრძობენ, პატრულირებენ გადაკვეთის ხაზზე და რეგიონში დაბრუნებულ დევნილების კოლონებს მიაცილებენ. როგორ ეხმარება რუსეთი ყარაბაღის მკვიდრებს, იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

46
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 29 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:22 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 29 ნოემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

გვიან საღამოს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია მტკიცე და აქტიური მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, ნაბიჯების დაფიქრებითა და ყურადღებით გადადგმა, ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან, ოჯახური და მეგობრული თუ კოლეგიალური კავშირების გამტკიცება–მოგვარება, კარიერიაზე ზრუნვა, ბიზნეს–საქმიანობა, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, სხვისი პრობლემებისთვის თავის არიდება.

არარეკომენდებულია უსაქმურობა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე და წვრილმანებზე.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

0