სომხეთი აცხადებს, რომ ყარაბაღის არმიამ აზერბაიჯანელების შეტევა მოიგერია

© photo: AFP 2020 / Azerbaijani Defence Ministryაზერნბაიჯანის არტილერია
აზერნბაიჯანის არტილერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე მეექვსე დღეა, მთიან ყარაბაღში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. მთიანი ყარაბაღის ჯარმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა შეაჩერა, განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს–მდივანმა შუშან სტეპანიანმა, იუწყება РИА Новости.

ერთ–ერთი მიმართულებით ჩვენმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს. დანარჩენ ნაწილებში მძიმე თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობს“, – დაწერა სტეპანიანმა Facebook–გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
დროა, შეწყვიტოთ ცეცხლი: საქართველოს პრეზიდენტმა ფაშინიანსა და ალიევს მიმართა

უფრო ადრე მან განაცხადა, რომ ბრძოლები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე მიმდინარეობს. მთელ ფრონტზე გააფთრებული შეჯახებების შესახებ ასევე განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

ყველა ახალი ამბავი
0