საუბრები საჰარის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ არასერიოზულია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
ოფიციალური თბილისი მასმედიის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის თაობაზე, თითქოსდა დასავლეთ საჰარამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, სერიოზულად არ აღიქვამს.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ოფიციალური თბილისი მასმედიის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის თაობაზე, თითქოსდა დასავლეთ საჰარამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, სერიოზულად არ აღიქვამს. ამის შესახებ ორშაბათს ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

”ინფორმაცია, თითქოს საჰარამ სიტყვიერი მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის აღიარების შესახებ, არ დასტურდება... არც სიტყვიერ და მით უფრო, არც იურიდიულ აღიარებას ადგილი არ ჰქონია...”, - განაცხადა კალანდაძემ.

კალანდაძის თქმით, ”ასეთი რამ რომც მოხდეს, საქართველო არ უნდა შეშფოთდეს”.

”ეს ჩვენი მხრიდან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, რადგანაც ეს სახელმწიფო (დასავლეთ საჰარა) გაეროს წევრი სახელმწიფო არ არის და არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ფორმატში არ მონაწილეობს”, - განაცხადა კალანდაძემ.

უფრო მეტიც, მისი თქმით, ”მსგავსი შემთხვევები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, რუსეთის კომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს”.

დასავლეთ საჰარა აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონია. ის სადავო ტერიტორიაა მაროკოსა, რომელიც ტერიტორიის კონტროლს ახორციელებს, და პოლისარიოს ფრონტს შორის, რომელიც დასავლეთ საჰარის მკვიდრი მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენს და დასავლეთ საჰარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და მას საჰარის არაბეთის დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0