ჰამარბერგი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეების გამოძიების მსვლელობით უკმაყოფილოა

Комиссар Совета Европы по правам человека Томас Хаммарберг - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ადამიანების ბედის გამორკვევაში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ და იმ პირების საქმეთა აღრიცხვის უზრუნველყოფაში, რომელთაც უკანონო ქმედებები ჩაიდინეს, სერიოზული ხარვეზებია.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. იმ ადამიანების ბედის გამორკვევაში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ და იმ პირების საქმეთა აღრიცხვის უზრუნველყოფაში, რომელთაც უკანონო ქმედებები ჩაიდინეს, სერიოზული ხარვეზებია, ასეთი დასკვნა დაურთო ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ტომას ჰამარბერგმა მონიტორინგის საერთაშორისო ექსპერტების მოხსენების პუბლიკაციას.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე გამოძიების მსვლელობის შესწავლისთვის ჩართულები იყვნენ ექსპერტები ბრიუს პეგი და ნიკოლა სებირი, იუწყება ოთხშაბათს ევროპის საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

მოხსენება კონფლიქტის ორივე მხარეს არსებულ ვითარებას ეხება.

”ჩემი ექსპერტები შეეჯახნენ სიტუაციას, როდესაც ჭეშმარიტების დადგენის გზაზე სრულიად სხვადასხვა წინაღობა შეხვდათ. მნიშვნელოვანი იყო ამ წინაღობების გადალახვა და ამ საქმეების შესახებ სიმართლის დადგენა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, რომელთაც საკუთარი ახლობლების თაობაზე არაფერი იციან”, - აღნიშნავს ევროკომისარი.

მისი თქმით, ”მოხსენება მოწმობს, რომ, მიუხედავად სერიოზული მტკიცებებისა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მონაწილეობის შესახებ ადამიანების გაუჩინარების ზოგიერთ საქმეში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, გამოძიების ოპერატიული ჩატარება არ იქნა გამოყოფილი სამსახურისგან, რომელსაც ამაში ჩართული თანამშრომლები მიეკუთვნებოდნენ”.

ჰამარბერგი რეკომენდაციას იძლევა, ასეთი საქმეები ამოღებულ იქნას რეგიონული პროკურატურის და პოლიციის რაიონული განყოფილებების წარმოებიდან.

”თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების მიმართ ჰუმანური მოპყრობის უზრუნველყოფა ის პრინციპია, რომელზე უარის თქმაც არ შეიძლება. ასეთი ადამიანების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი დანაშაული გულდასმით უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო ასეთი დანაშაული ჩამდენი უნდა დადგინდეს და დაისაჯოს. ამასთან, თავად ფაქტს, რომ მსგავსი დანაშაული შეიარაღებული კონფლიქტების დროს ხდება, მნიშვნელობა არა აქვს: ტყვეების მიმართ ცუდი დამოკიდებულება ყოველთვის ადამიანის უფლების დარღვევაა”, - აცხადებს ჰამარბერგი.

ყველა ახალი ამბავი
0