რუსეთმა გაეროში ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა, სადაც ის საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა, სადაც ის საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა. დელეგაცია ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაში იღებდა მონაწილეობას და მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

”სხვადასხვა დელეგაციებზე რუსეთის მცდელობების და ზეწოლის მიუხედავად, რუსეთმა შედეგებს ვერ მიაღწია... საქართველოს პოზიციები და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიული სტატუსი ხელშეუხებელი დარჩა”, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” აცნობა, რომ მინისტრის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. ის ქვეყანაში 1 ოქტომბერს დაბრუნდება.. პრეზიდენტი და დელეგაციის ნაწილი თბილისში ადრევე დაბრუნდა. სულ ქართულმა დელეგაციამ ნიუ-იორკში დაახლოებით 80 შეხვედრა გამართა - აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან, ევროპული და საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

ყველა ახალი ამბავი
0