МИД Грузии

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის გამო შეშფოთებულია

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებას.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებას, რომელმაც სინანული და შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ცხინვალს რესპუბლიკის თვითგამოცხადების 20 წლისთავი მიულოცა.

”სამწუხაროა ვითარება, როდესაც ეკლესია სახელმწიფო საქმეებში ერევა და ამასთან, უკანონობის იგნორირებას ახდენს - სახეზეა ქართველი მართლმადიდებელი ხალხის უპატივცემულობა, რომელთა ბევრი წარმომადგენელიც საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება”, - განაცხადა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

მან რუსეთის პატრიარქის ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

”ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისი სიტყვა თქვა”, - აღნიშნა კალანდაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რესპუბლიკის თვითგამოცხადების 20 წლისთავი მიულოცა.

კირილის მილოცვა სამხრეთოსურ მხარეს რუსული ეკლესიის წარმომადგენლებმა მამა სერგეის სახით 19 სექტემბერს გადასცეს.

ილია მეორის წერილში რუსეთის პატრიარქის მიმართ აღნიშნულია: ”მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გახდა ცნობილი, თითქოს თქვენ "დამოუკიდებლობის" 20 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნეთ სამხრეთ ოსეთის თვთიაღიარებულ პრეზიდენტს, რამაც ჩვენს მრევლში და საერთოდ საქართველოს მთელ საზოგადოებაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია”. 

”მეტად სამწუხაროა და სრულიად გაუგებარი ასეთი ქმედება, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ამ უძველეს მიწაზე (რასაც მთელი მსოფლიოც აღიარებს) ძალადობრივად არსებული სეპარატისტული რეჟიმის თქვენის მხრიდან მხარდაჭერას და უკანონოდ გამოცხადებული "დამოუკიდებლობის" აღიარებას”, - აღნიშნულია წერილში. 

ილია მეორე წერილში მიმართავს რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქს: ”ჩვენ გვახსოვს პირადად თქვენი და რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების აღიარების საკითხში. ამდენად სრულიად მოულოდნელი იყო ზემოაღნიშნული ნაბიჯი”. 

”ვფიქრობთ, ეკლესია არ უნდა აყვეს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პროცესებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მომავალში თქვენ კვლავაც სამართლიანობის მხარეს დადგებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას”, - აღნიშნულია წერილში. 

0