„როდესაც დაიღუპა, მამამ იტირა“ - ვეტერანთა შთამომავლების სულისშემძვრელი მოგონებები

© Sputnik / Alex Shlamovმარადიული ცეცხლი
მარადიული ცეცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ომგამოვლილი ადამიანების რიცხვი დღითიდღე მცირდება. შვილიშვილები წინაპრების მონათხრობს იგონებენ და ეს მოგონებები ძალიან ძვირფასია.

მარინა სარაჯიშვილი

ნადეჟდა ბინიაშვილი იგონებს ბებიას, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადა გამოიარა, 43-ში შვილი გაუჩნდა და ყვებოდა, რომ დამშეული ხალხი ვირთხასაც კი ვერ პოულობდა სულის მოსათქმელად. მთელი ცხოვრება ჭრიდა შავ პურს პატარა კუბებად და ასე ჭამდა. შვილიშვილი ამბობს, რომ მისთვის სწორედ ეს პატარ-პატარა ნაჭრები იყო ყველაზე გემრიელი. საჭმელს ბებია ძალიან უფრთხილდებოდა.

ლუდმილა ნარიკაევას ბებია ომს უკრაინაში, ალექსანდრიაში შეესწრო. მაშინ 14 წლის ყოფილა. ხმა დაირხა, რომ გერმანელები მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩოდნენ. ამიტომ გაქცევა ოჯახს არ უფიქრია. 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს!
 

უკრაინას გერმანელები სწრაფად მოედნენ... ერთ დღეს ლუდმილას ბებიის ოჯახში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ხალხი მივიდა და უბრძანა დოკუმენტებისა და სამი დღის საგზლის მომზადება... დიდმა ბებიამ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ამაოდ. წასვლა მაინც აიძულეს.

ბორნით დნეპრზე გადასვლისას გერმანული თვითმფრინავების თავდასხმა დაიწყო. ბებია იგონებს, როგორ გაწითლდა დნეპრი დახოცილების სისხლით. პანიკაში უმცროსი და დაკარგეს. რაღაც დროის შემდეგ კი აზოვის ბავშვთა სახლში იპოვეს. 

© photo : courtesy of Ludmila Narikaevaმეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვერა გუბანოვა
 „როდესაც დაიღუპა, მამამ იტირა“ -  ვეტერანთა შთამომავლების სულისშემძვრელი მოგონებები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვერა გუბანოვა

ლუდმილას ბებიამ სამედიცინო კურსები თბილისში დაამთავრა. ჩრდილოეთ კავკასიაში ბრძოლებისას დაჭრილები უწყვეტად მოჰყავდათ. სამედიცინო პერსონალს მუშაობა 4-5 დღე გადაბმულად უწევდა.

ომის შემდეგ აქ ძალიან ბევრი გერმანელი ტყვე ჩამოიყვანეს და მშენებლობებზე დაასაქმეს. სამუშაო დღის შემდეგ ისინი კარდაკარ დადიოდნენ და ცდილობდნენ კოვზი და ჩანგალი პურის ნაჭერზე გადაეცვალათ. ხალხი ხშირად მათ უარითაც ისტუმრებდა. ერთმა ასეთმა გერმანელმა ბებიას ლუკმაპურის სანაცვლოდ ვერცხლის ჩანგალი შესთავაზა. ბებია უარზე იყო, იქნებ მამაჩემის მკვლელი ხარო? მაგრამ გერმანელს დამტვრეული რუსულით აუხსნია, რომ ბრძოლაც ვერ მოასწრო, ისე ჩაბარდა ტყვედ. ბებიას შეეცოდა და დააპურა, ჩანგალი კი უკან გაატანა.

ლიზა ლომიძე თავისი მამის, თენგიზ ლომიძის მონათხრობს იხსენებს, რომელიც ამბობდა, რომ ფილმებში სულ ტყუილები იყო გადაღებული. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით საშინელი და ბინძური იყო. 

„უკვდავი პოლკის“ ტრანსლაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
სამ მილიონზე მეტი ანკეტა: „უკვდავი პოლკი“ ძალას იკრებს

მამა მფრინავი იყო. როდესაც მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ყველა მისი მეგობარი დაიღუპა. ამ ამბის შემდეგ მთლიანად გაჭაღარავდა. მაშინ 19 წლისა ყოფილა.

ომში ორჯერ დაიჭრა. მშობლების დედისერთა შვილი იყო და ფრონტიდან ცოცხალი დაბრუნდა, ორდენებითა და მედლებით.

მამა არასდროს არ დადიოდა აღლუმებზე. ის თავის თანამებრძოლ აბაზაძესთან მიდიოდა ხოლმე, მათი უფროსი იყო. გარდასულ დღეებს იგონებდნენ. როდესაც გარდაიცვალა, მამამ იტირა. 

© photo : courtesy of Liza Lomidzeმეორე მსოფლიო ომის მონაწილე თენგიზ ლომიძე
 „როდესაც დაიღუპა, მამამ იტირა“ -  ვეტერანთა შთამომავლების სულისშემძვრელი მოგონებები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე თენგიზ ლომიძე

 ნატა შუბითიძე იგონებს, მისი ბაბუა ომში სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე გაუწვევიათ. ტყვედ ჩავარდნილა. რაზმის ექიმი იყო. ტიფთან ბრძოლის საინტერესო მეთოდი მოუგონია და ამიტომ რაზმში არცერთი მუცლის ტიფით დაავადებული ავადმყოფი არ ჰყავდა. ტანსაცმელს ჭიანჭველის ბუდეებში დებდნენ და ჭიანჭველები ბაქტერიებს პირწმინდად ანადგურებდნენ.

ოლგა ტეზკანის პაპა დნეპრიდან იყო. სკოლის დამთავრებისთანავე მფრინავის კურსებზე წაიყვანეს, შემდეგ კი ომში. საზღვაო მფრინავი იყო. როდესაც მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თავად კი გადმოხტა, ფეხები დაუცხრილეს. თავისიანებთან ხოხვით მიაღწია. ერთი ფეხი მოსაჭრელი გაუხდა. 

საკონცენტრაციო ბანაკის ტანსაცმელზე სატარებელი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია

საინტერესო ამბავს იხსენებს თამარა კ. თავის დიდ ბებიაზე, რომლის საპატივცემოდაც ჰქვია სახელი. ბებიას ფრონტიდან ქმრის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ ცნობა მიუღია. დარჩა მარტო ორი მცირეწლოვანი შვილის ამარა. ერთ დღეს რუს ოფიცერს შეხვედრია, რომელმაც მალევე შესთავაზა ცოლობა. ბებიას დიდხანს არ უფიქრია, დასთანხმდა. ორი შვილი ჰყავდა გასაზრდელი, რომელთაც მამა სჭირდებოდათ. მეორე ქორწინებიდან ბიჭი შეეძინა, შემდეგ გოგონაც.

რაღაცა დროის შემდეგ, როდესაც ომი დამთავრა, მათ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. სახლში მხოლოდ თამარას მეუღლე იყო. მოსული ქალის პირველი ქმარი, გიორგი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ გერმანელებს ტყვედ ჩავარდნია, უწამებიათ, მეხსიერება დაუკარგავს. ომის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს და დიდხანს ვერაფერს იგონებდა. როდესაც ბოლოსდაბოლოს მეხსიერება დაუბრუნდა, ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა.

შეწყვეტილი სტუდენტობა: 101 წლის ქართველი ვეტერანის ისტორია>>>

როდესაც თამარა სახლში დაბრუნდა და მამაკაცების საუბარს მოკრა ყური, კინაღამ გული წაუვიდა. მისი პირველი და ახლანდელი ქმრები მაგიდასთან ისხდნენ და სასმელს შეექცეოდნენ. საბოლოოდ გიორგი ახალციხეში გაემგზავრა, ბავშვებს ხშირად ნახულობდა და ყველანაირად ეხმარებოდა.

ირინა ნიკოლეიშვილს მამა ომზე ბევრს არაფერს უყვებოდა, ამბობდა, რომ საინტერესო არაფერი იყო, კლავდნენ, იხოცებოდნენ... დედა კი ისნის ფაბრიკაში მუშაობდა, სადაც ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმელს კერავდნენ. 

© photo : courtesy of Irina Nikolaishviliირინა ნიკოლეიშვილის მამა მეგობარ მზვერავთან ერთად
 „როდესაც დაიღუპა, მამამ იტირა“ -  ვეტერანთა შთამომავლების სულისშემძვრელი მოგონებები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
ირინა ნიკოლეიშვილის მამა მეგობარ მზვერავთან ერთად

დედის მხრიდან სიუზი ბეტიქსიმერს გერმანული სისხლი აქვს, ბაბუა გვარად ბეტიქსიმერი იყო, ბებია მიულერი. პაპა სტალინგრადთან დაიღუპა... გერმანელ ბაბუას და ბებიას კი მძიმე ისტორია ჰქონდათ. 37-ში სტალინის სამშობლოში ჩამოსულან ორენბურგიდან, სადაც გააკულაკეს... 11 შვილით თბილისში ჩამოვიდნენ, დიდუბეში დაასახლეს. როდესაც ომი, რეპრესიები დაიწყო, ისინი ვაგონებში ჩასვეს და ურალში, ბანაკში გადაასახლეს. ორი უმცროსი ქალიშვილი ერთ ქართულ ოჯახს მიაბარა, ერთ-ერთი სიუზის დედა იყო. ბავშვებთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. ვინც გადარჩა, ყველა გერმანიაში დაბრუნდა, სიუზის დედა კი გათხოვდა და საქართველოში დარჩა. სიუზი ყვება, რომ მისმა გერმანულმა ოჯახმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ სხვა რა გზა იყო ომიანობისას...

მაკა ჯანიაშვილს სუპერპაპა ჰყავდა... თბილისიდან ბერლინამდე ჩავიდა. უკან დაბრუნებულმა ტროფეის ნაცვლად თავისი სასიყვარულო თავგადასავლების ამსახველი ფოტოები ჩამოზიდა. მთაწმინდელი ბიჭი იყო, სახელად ლევონ აგაბეკოვი. ქალების გულთამპყრობელი. ახალგაზრდა გარდაიცვალა. ოფიციალურად სამი ცოლი გამოიცვალა და ოთხი შვილი დატოვა. 

სერგო აღაბაბიანი კოლეგასთან ერთად, 1953 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
როგორ შევხვდი მზვერავ ზორგეს: თბილისელი ვეტერანის მოგონება

სვეტლანა ფიოდოროვას ორივე პაპა ომში იბრძოდა. ომზე ლაპარაკი არცერთს ჰყვარებია. ამბობდნენ, რომ ბავშვისთვის მოსაყოლი ამბები ომში არ ხდებოდა... დიდხანს და პატიოსნად იცხოვრეს.

როგორც ნატალია გველესიანი იგონებს, როდესაც ომი დაიწყო, ბებიამისი ფეხმძიმედ ყოფილა. ზაპოროჟიეში კი, სადაც იგი ქმართან ერთად ცხოვრობდა, გერმანელები შევიდნენ. სწორედ მაშინ, როდესაც ახალი ნამშობიარები სამშობიაროში იწვა.

უცებ სანიტარი შემოვარდნილა ყვირილით: „გერმანელები, სამშობიაროში გერმანელები არიან! ბავშვები აიყვანეთ, ვისაც მოასწრებთ, და გაიქეცით!“ მაგრამ ბებიას თავისი შვილი მოუძებნია და მასთან ერთად მოუხერხებია გაქცევა.

სხვათა შორის, გერმანელებს სამშობიარო არ დაურბევიათ, უბრალოდ შევიდნენ და მშვიდობიანად დატოვეს იქაურობა.

ორი ძმა ფრონტზე დაეღუპა. დიდმა ბებიამ კი ძალიან დიდხანს იცოცხლა, 90 წელს გადააბიჯა. ყოველდღე გადიოდა თავისი სოფლის გზაზე და გაჰყურებდა მას იმის მოლოდინში, რომ ომიდან შვილები დაუბრუნდებოდნენ. იმედს არ კარგავდა, რომ მათ დაღუპვის ცნობა შეიძლებოდა შეცდომა აღმოჩენილიყო.

ყველა ახალი ამბავი
0