ნატოს სამიტი

ყურადღება ყირიმზე: როგორ იცვლება ნატო ბაიდენის პირობებში

59
(განახლებულია 16:36 17.02.2021)
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სტრუქტურული რეფორმებისთვის ემზადება. ცვლილებები შეეხება არა მარტო ორგანიზაციის წევრებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.

გალია იბრაგიმოვა

ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის მომეტიდან გეგმები ფართოვდება: ახალ სტრატეგიაში სურთ ჩართონ უკრაინა, ყირიმი და შავი ზღვის რეგიონი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი — ეს რუსეთისა და თურქეთის წაჩხუბებაა.

კოლექტიური თავდაცვა

საით მიდის ნატო და რა მიზნები ამოძრავებს — ამ კითხვებზე პასუხებს 17 ტებერვალს გასცემენ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები. მათი შეხვედრა, როგორც წესი, ყოველწლიური სამიტის წინ იმართება ხოლმე, რომელიც ამჯერად მარტისთვისაა დაგეგმილი. კოლეფები შემაჯამებელ დღის წესრიგს ათანხმებენ და დასამტკიცებლად ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გადასცემენ. სამზადისი ნერვოზულია: აშშ–ში პადმინისტრაციის ცვლა გადატვირთვას მოასწავებს.

ალიანსში არ მალავენ, რომ ამერიკა კვლავაც რჩება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უმთავრეს გარანტად. ამასთან იმედი აქვთ, რომ ჯო ბაიდენი გაუფრთხილდება მოკავშირეებს. და იმეორებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის შიგნით გამწვავება არ მოხდეს, როგორც ეს დონალდ ტრამპის დროს იყო.

გუშინ პორტუგალიელმა მინისტრმა ჟოაუ გომეშ კრავინიუმ პირდაპირ განაცხადა: „ტრამპის პრეზიდენტობა იყო იდეოლოგიური ექსპერიმენტი. მისი შედეგები დამანგრეველია მსოფლიოში აშშ–ის ავტორიტეტისა და ამერიკული ძალისათვის“.

თავისი სიტყვა თქვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმაც, რომელიც ნატოს მინისტერიალის შემდეგ გაიმართება. შეკითხვაზე, რას უნდა ელოდოს ალიანსი ბაიდენისგან, მან განაცხადა: „ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხი: რა მოხდება, თუ ოთხი წლის შემდეგ ამერიკელები ისევ აირჩევენ ტრამპის მსგავსი მოსაზრებების მქონე პრეზიდენტს?“

ვაშინგტონს ესმის მოკავშირეთა შიშებისა. პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი, გენერალი ლლოიდ ოსტინი ცდილობს, დაამშვიდოს ისინი: „ამერიკა ალიანსის ფასეულობების ერთგული რჩება“, — ირწმუნება ის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ მთავარი სკეპტიკოსების — გერმანიისა და საფრანგეთისთვის სპეციალურად გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტისა და იენს სტოლტენბერგის მოლაპარაკებებია აღბეჭდილი.

„კოლექტიური თავდაცვის კუთხით ვალდებულებები წმიდათა–წმიდაა ვაშინგტონისთვის“, — ხაზი გაუსვა ბაიდენმა საუბრისას.

ახალი პრეზიდენტი — ძველი მოთხოვნები

მოკავშირეებთან ტონის შეცვლა არ ნიშნავს იმას, რომ აშშ ტრამპის მთავარი მოთხოვნიდან გადაუხვევს: ალიანსის წევრებს მოუწევთ თავდაცვის ხარჯების გაზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე. თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე ეს თემა პრიორიტეტთა შორისაა.

ამ ნიშნულამდე ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ გერმანიას, იტალიასა და ესპანეთს, და სავარაუდოდ ამას 2014 წლამდე ვერც მიაღწევენ. თუმცა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მშვიდად რეაგირებს ამაზე: „ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ 2031 წლისთვის ეს ქვეყნები მიაღწევენ მიზნობრივ მაჩვენებლებს“, — განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

თავდაცვითი ხარჯების გაზრდის იმედი აქვს სტოლტენბერგსაც. გამონაკლისის დაშვებას არ აპირებენ: „ეს სავალდებულოა ალიანსის ყველა წევრისთვის, მათ შორის, ცოტა ხნის წინ გაწევრიანებული ჩრდილოეთ მაკედონიისთვისაც. არანაირი გარდამავალი პერიოდი არ იარსებებს“.

პენტაგონი შეეცადა, შეერბილებინა უთანხმოება და განსხვავებები ეპოვა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ბაიდენისა და ტრამპის შეხედულებებს შორის. ამერიკელი სამხედროების აზრიტ, ახალი პრეზიდენტი სხვაგვარად განმარტავს თავად ამ ცნებას: ბაიდენისთვის ის ნიშნავს არა მარტო სამხედრო ხარჯებს, არამედ მედიცინასა და ახალი პანდემიის აღკვეთაზე დანახარჯებსაც მოიაზრებს.

პენტაგონის აზრით, დემოკრატი პრეზიდენტის მოკავშირეების მიმართ ლოიალურობაზე მეტყველებს გერმანიიდან კონტინგენტის გამოყვანის შეჩერებაც. თუმცა ბერლინი ამას სხვაგვარად აფასებს. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ გერმანიაში სამხედრო ბაზების შენარჩუნება — ეს არის არა მარტო ევროპის, არამედ ტავად ამერიკის დაცვაც შესაძლო საფრთხეებისგან — როგორც რუსეთის, ისე ახლო აღმოსავლეთის მხრიდან.

დავაბრუნოთ თურქეთი

თავდაცვის მინისტრები შეხვედრაზე ასევე განიხილავენ მოხსენებას „ნატო 2030“, რომელიც 2020 წლის ბოლოს მომზადდა ალიანსის ანალიტიკოსების მიერ. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე დაიწყებენ ისინი უახლოესი წლების სტრატეგიის შემუშავებას.

„მნიშვნელოვანია მოვერგოთ ახალ საერთაშორისო ვითარებას. კრიზისებში ნატო უნდა მოქმედებდეს ოპერატიულად და ერთ მუშტად შეკრული მაშინაც კი, თუ ეს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას მოასწავებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

სერიოზული საფრთხეები, მოხსენების ავტორების აზრიათ, არიან რუსეთი და ჩინეთი, თუმცა სხვა რეგიონებსაც დიდი ყურადღება ეთმობა.  ალიანსის წევრები მოუწოდებენ, არ იჩქარონ ამერიკული ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან და ამასთან ყურადღება სირიასა და ერაყზეც გაამახვილონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებით გამოიყოფა შსავი ზღვის რეგიონი. ობიექტივშია თურქეთი, უკრაინა და საქართველო. ნატოელები დარწმუნებულები არიან, რო, ამ ქვეყნების უსაფრთხოება პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპასა და ამერიკაში არსებულ ვითარებაზე.

მოხსენების ავტორების თქმით, ნატოს ინტერესებშია, რომ ანკარა ტრანსატლანტიკურ ორბიტას დაუბრუნდეს. პირველი ნაბიჯები კავშირების გამყარების მიმართულებით აშშ–ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ლინკენმა გადადგა: ამ დღეებში თურქეთის საგარეო საქემტა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს დაურეკა და მასთან დასავლეთსა და ანკარას შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. თუმცა საუბარი ურთიერთსანდო არ გამოდგა. პირველ რიგში ბლინკენმა რუსულ საზენიტო–სარაკეტო კომპლექს С-400–ებზე უარის თქმა მოსთხოვა თურქეთს.

ყირიმის საკითხი

ალიანსის თავდაცვის მინისტრები კიევის ამასწაინანდელ წინადადებაზეც იმსჯელებენ, რომელიც ყირიმის მახლობლად საჰაერო სივრცის გამოყენებას ეხება. საუბარია ალიანსისტის სიმფეროპოლის საფრენი ინფორმაციის რაიონზე წვდომის გადაცემა — ეს, უკრაინის კლასიფიკაციით, ხერსონის ოლქში შემავალია აერონავიგაციული ზონაა.

ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ, შავი ზღვის თავზე ფრენების მართვა გაიყო. რუსი დისპეტჩერები სიმფეროპოლში ნახევარ კუნძულის თავზე ტრაფიკს აკონტროლებენ, ხოლო საერთაშორისო ტრასები შავი ზღვის თავზე კვლავ ოდესისა და დნეპროს დისპეტჩერების ხელშია.

ის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას, უკრაინელი დისპეტჩერების მომსახურებით სარგებლობენ, მაგრამ მათი თვითმფრინავები ვერ გადაადგილდებიან უშუალოდ ყირიმის თავზე. სამაგიროდ ნახევარკუნძულის გარშემო და შავი ზღვის მახლობელი აკვატორიის თავზე ისინი თავისუფლად დაფრინავენ.

ყტირიმში უკვე ირეაგირეს ინიციატივაზე. „ნატოს ვერანაირი თვითმფრინავები ვერ იფრენენ ყირიმის ტავზე“, — განაცხადა დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა.

მშფოთვარე კავკასია

„შავი ზღვის პრობლემატიკა ნატოს დღის წესრიგში გაჩნდა არა იმდენად უკრაინის, რამდენადაც რუსეთის კავკასიაზე მზარდი გავლენი გამო. რუსი სამშვიდობოების შეყვანამ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ალიანსის შეშფოთება გამოიწვია. იქ მოსკოვის შესვლას ისინი პირდაპირ გამოწვევად აფასებენ“, — მიაჩნია ექსპერტ ანდრეი კორტუნოვს.

უკრაინისთვის შავი ზღვის თემით პედალირება — ეს არის საბაბი თავის შესახსენებლად. ამასთან, ექსპერტის პროგნოზით, რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდას ყირიმში კიევის ხელისუფლება მომავალშიც მათთვის სერიოზულ საფრთხედ წარმოაჩენენ.

წევრობის სარგებელი

ყირიმის პრობლემა შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერების მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი მიზანია, ირწმუნება ანკარელი ექსპერტი ორჰან გაფარლი: „ალიანსს აუცილებლად ესაჭიროება შავ ზღვაზე განმტკიცება, რათა თურქეთი დაიბრუნოს. ახლა ნატო და ანკარა ბევრ საკითხში ვერ თანხმდება. მაგრამ ორივე მხარეს ესმის, რომ თანამშრომლობა საჭიროა“.

ნატოს წევრობის შენარჩუნების მოთხოვნა თურქულ საზოგადოებაშიც არსებობს, ამბობს გაფარლი: ეს ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ალიანსის გარეშე ერდოღანს გაუჭირდება, გაამართლოს ლიბიისა თუ სირიის კონფლიქტებში ჩარევა“.

კიდევ ერთ უპირატესობას ექსპერტი ხედავს იმაშიც, რომ ნატო თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას აძლევს, შეარბილონ ურთიერთშეუთანხმებლობა. იმავდროულად კი ეხმარება ანკარას, დაბლოკოს საბერძნეთის, კვიპროსისა თუ საფრანგეთის ქმედებები, თუ მათში ანტითურქული ქვეტექსტები იქნება.

ალიანსის შედარები ახალი მიზანი — ეს თურქეთისა და რუსეთის შემდგომი დაახლოების შესუსტებაა. მაგრამ ორ ქვეყანას ზედმეტად ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომ ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ ეს ამოცანა შესრულებადია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

59
სიყვარულის კოშკი

ისტორიული მკრეხელობა: ამბავი სვანეთიდან გაუჩინარებული შეუფასებელი რელიგიური სიწმინდეებისა

112
(განახლებულია 21:42 26.02.2021)
სვანეთიდან ვითომ შესწავლის მიზნით წამოღებულ სიწმინდეებს, რომელთაგან უმრავლესობას შეფასების გრაფაში „შეუფასებელი“ ეწერა, დანიშნულების ადგილამდე არ მიუღწევია – ისინი უბრალოდ გაქრა...

სვანეთი საუკუნეთა განმავლობაში იყო ძნელბედობის ჟამს არა მარტო ბარის დევნილი მოსახლეობის თავშესაფარი, არამედ სიწმინდეთა ნავსაყუდელიც. სვანეთის ეკლესიებს მტრის ხელი ძნელად სწვდებოდა და ქართველი მეფეები იქაურ სალოცავებს ხშირად სწირავდნენ წმინდა ხატებს — ოქროს პერანგით შემოსილ და პატიოსანი თვლებით მოოჭვილ ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს.

გარდა ამისა, საქართველოს მეფეები პირად და სახელმწიფო საგანძურსაც ლეჩხუმისა და სვანეთის მიუვალ მთებში ინახავდნენ (მაგალითად გამოდგება ხვამლის მთა). ახლაც ცნობილია ის გვარები და ოჯახები, რომელთაც განძის მოვლა-პატრონობა და შენახვა ევალებოდათ. განსაკუთრებით საპატიო იყო დიდი სიწმინდეების, მათ შორის, ხატების შენახვა. ეს მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა მამიდან შვილზე გადადიოდა და ასე მოაღწიეს სვანეთს „შეფარებულმა“ წმინდა ხატებმა მეოცე საუკუნემდე ისე, რომ ერთიც არ დაკარგულა. კომუნისტური მმართველობის დაისს კი ერთბაშად სამ ათეულზე მეტი ხატი „გაქრა“...

მურვან ყრუებმა, ჯალალ ედ დინებმა, შაჰ-აბასებმა და თემურ ლენგებმა, რომ იტყვიან, ძვლებამდე გაატყავეს ჩვენი ქვეყანა, უდიდესი სიმდიდრე გაზიდეს. ამას მოჰყვა ბოლშევიკების ტირანია და ახლა მათ გამოუყვანეს წირვა გადარჩენილ სიწმინდეებს. თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ყველაფერი დაწყნარდა... და სწორედ იმ დროს, როცა თითქოს ეროვნულ სიწმინდეებს აღარაფერი ემუქრებოდა, მოხდა უდიდესი დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ, მეცნიერული შესწავლისა და მათი უკეთ დაცვის მიზნით, ქვემო სვანეთის ეკლესია-მონასტრებიდან უნიკალური, ძვირფასი ხატები გაიტანა, რომლებიც მუზეუმებში უნდა დაებრძანებინათ. მაგრამ იქამდე სვანეთის ეკლესიებიდან წამოღებულ არც ერთ ხატს არ მიუღწევია.

საქმე ასე იყო: 1985 წლის 17 ნოემბერს მაშინდელ მთავრობასთან არსებულ საქართველოს მთიანეთის შემსწავლელმა კომპლექსური კომისიის ექსპედიციამ გასცა განკარგულება ქვემო სვანეთის ეკლესიებიდან სიწმინდეების გატანის შესახებ. მაშინდელი მილიციის დახმარებით უამრავი წმინდა ნივთი და ხატი წაიღეს — ზოგი მათგანი X-XI საუკუნისა იყო.

ყველა ეს ნივთი და ხატი უძვირფასესი იყო, მაგრამ სკალდის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაბრძანებული თარიგზენის (მთავარანგელოზის) ხატი ნამდვილად შეუფასებელი გახლდათ. გარდა იმისა, რომ ოქროს პერანგში იყო ჩასმული და უამრავი ძვირფასი თვლით მოჭედილი, თარიგზენის ხატს უდიდესი მადლი ჰქონია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, მთელ საქართველოზე გადმოდიოდა.

ამბობენ, ერთხელ ლენტეხის ამაღლების ძველი ტაძრიდან ხატი თავისით გამობრძანებულა და ხეზე დაბრძანებულა. იმ ღამით ერთ მორწმუნეს უფალი გამოცხადებია სიზმრად და უბრძანებია, ახალი ადგილი შეერჩიათ თარიგზენის დასაბრძანებლად. ამისთვის ორი გაუხედნავი მოზვერი უნდა შეებათ უღელში, ზედ ხატი დაესვენებინათ და გზას გასდგომოდნენ, სადაც მოზვრები გაჩერდებოდნენ, ის იქნებოდა ხატის ახალი ადგილსამყოფელი. სვანებიც ასე მოქცეულან. და მოზვრებს თარიგზენის ხატი იმ ადგილამდე აუტანიათ, სადაც დღეს სკალდის სალოცავია...

მოკლედ, სვანეთიდან წამოღებული უძველესი ხატები (რომელთა ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, რადგან მათი აღწერილობაც კი გამქრალია) თავიდან ლენტეხის რაიონულ მილიციაში შეუნახავთ, მაგრამ მერე, თბილისში ტრანსპორტირებისას, „უკვალოდ გაქრა“...

როგორც ამბობენ, ამ საქმეში ძალიან გავლენიანი ხალხი იყო ჩართული. ზოგი ვარაუდით, მილიციამ, რომელიც ბრმა იარაღად იყო გამოყენებული ამ საქმეში, ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღო მითითება, რომ ხატის მცველების ვინაობა დაედგინათ (ტრადიციულად, ეს გასაიდუმლოებული იყო). მათაც აგენტები აამოქმედეს ამ მიზნით და დავალებაც „პირნათლად“ შეასრულეს.

იმასაც ამბობენ, რომ ექსპედიციაში საკმაოდ ცნობილი მეცნიერები მონაწილეობდნენ. როდესაც კომისიის ხელმძღვანელმა (აწ გარდაცვლილმა), ძალიან ცნობილმა და პატივსაცემმა მეცნიერმა ექსპედიციის შემდეგ ქვემო სვანეთის ხატების გზა-კვალს ვეღარ მიაგნო, მიხვდა, რომ მოატყუეს, მაგრამ უკვე გვიან იყო. თურმე სიცოცხლის ბოლომდე დარდობდა, ძალზე დიდი ცოდვა მაწევსო. არადა, ისიც მხოლოდ ბრმა იარაღი იყო, მეტი არაფერი.

სამწუხაროდ, მაშინ მოსახლეობასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა ხატების გატანისთვის — როგორც ჩანს, ისინიც დაარწმუნეს, თითქოს სიწმინდეები, რომელთაგან უმრავლესობას შეფასების გრაფაში „შეუფასებელი“ ეწერა, მართლაც შესასწავლად მიჰქონდათ...

112
თემები:
იცით თუ არა, რომ...
დროში აღმართის ცერემონია წყალქვეშა ნავზე

მიმოხილვა: რუსეთი სარაკეტო იარაღის უჩინარ მზიდებს ქმნის

196
(განახლებულია 19:34 25.02.2021)
შეიარაღების პერსპექტიულ სისტემებს, პროექტ 677 „ლადას“ პირველ სერიულ დიზელ-ელექტრონულ წყალქვეშა ნავებს რუსეთის ფლოტი 2022 წელს მიიღებს.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

მათ შექმნაზე ოც წელზე მეტი დაიხარჯა. სუბმარინას მაღალი სიზუსტის იარაღის ზიდვა შეუძლია და მისი მარშრუტის ამოცნობა უკიდურესად ძნელია.

„რთული ბავშვი“

წყალქვეშა ნავები „კრონშტადტი“ და „ველიკიე ლუკი“ მეზღაურებს 2021 წელს უნდა გადასცემოდა, მაგრამ, როგორც გემთმშენებელი საწარმო Адмиралтейские верфи-ს გენერალური დირექტორი ალექსანდრ ბუზაკოვი განმარტავს, კონტრაგენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვადები გადაიწია.

სექტემბერში გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსეი რახმანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი სერიული ხომალდის აგება მოგვიანებით დასრულდება, ვინაიდან აღჭურვილობის ერთ-ერთი მომწოდებელი გრაფიკიდან ამოვარდა.
დაყოვნებები პროექტს თავიდანვე სდევს კვალდაკვალ. სამუშაოები ჯერ კიდევ 1990-ანების დასაწყისში დაიწყო. საძირკველი ჩაეყარა სათავო ხომალდ „სანქტ-პეტერბურგს“. ის წყალში 2004 წელს ჩაუშვეს და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთის 2006-ში უნდა გადაეგზავნათ. მაგრამ ჩრდილოეთის ფლოტმა წყალქვეშა ნავი საცდელ ექსპლუატაციაში მხოლო 2010 წელს მიიღო.

„ლადებით“ მოძველებული პროექტი 877 „პალტუსი“ უნდა ჩაენაცვლებინათ. ახალი სუბმარინები უფრო პატარებია, ანუ ნაკლებად შესამჩნევია ჰიდროლოკატორებისთვის. სამამულო გემთმშენებლობისთვის დამახასიათებელი ერთკორპუსიანი სქემა ასევე ზრდის აკუსტიკურ უჩინარობას. გარდა ამისა, „ლადები“ პირველი რუსული სუბმარინებია, რომლებიც პერსპექტივაში ანაერობული დანადგარით აღიჭურვება.

შესაძლოა ვადები გამუდმებით სწორედ უამრავი ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისა და მათი „რკინაში“ რეალიზაციის სირთულის გამო ირღვეოდა. ასე მაგალითად, სათავო ხომალდის გამოცდებისას სერიოზული პრობლემები გამოვლინდა ჰიდროაკუსტიკურ კომპლექსშო, ხოლო ელექტროძრავის არასაკმარისი სიმძლავრე წყალქვეშ საჭირო სიჩქარის განვითარების საშუალებას არ იძლეოდა.

სამხედრო-საზღვაო ფლოტში კი მაინც ელოდებოდნენ ახალ დიზელ-ელექტრონულ წყალქვეშა ნავებს, ამიტომ „ლადების“ ნაცვლად წყნარი ოკეანის ფლოტისთვის ექვსი დროით შემოწმებული და კარგად ათვისებული პროექტ 636 „ვარშავიანკას“ ექვსი ხომალდი შეუკვეთეს.

სახიფათო „პატარები“

სპეციალისტების აზრით, „ლადები“ ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიული არაატომური სუბმარინებია. მოკრძალებული ზომების მიუხედავად, ისინი მრავალფუნქციონირებით გამოირჩევიან. შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ წყალქვეშ და წყალზედა ხომალდებს, შეტევა მიიტანონ სანაპირო ობიექტებზე, ააგონ სანაღმო წინაღობები, დაიცვან სანაპირო დესანტის გადმოსხმისგან, გადაიყვანონ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები და ტვირთები.

მთავარი ღირსებები — მაღალი ავტომატიზაცია და დაბალი ხმა, მობილურობა და მანევრირებულობა, რაც მათი ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა დივერსიულ და სადაზვერვო ოპერაციებში. აღჭურვილია მძლავრი ჰიდროაკუსტიკური კომპლექსით და ერთბაშად სამი მგრძნობიარე ანტენით.

1,8 ათასი ტონა წყალწყვის მქონე წყალქვეშა ნავის სიჩქარე ოც კვანძს აღწევს. სიღრმე — 350 მეტრი, ეკიპაჟის რაოდენობა — სულ 30 კაცი. რაც შეეხება შეიარაღებას, სტანდარტული აღჭურვილობის „ლადებს“ ბორტზე 18 ტორპედოსა და დაახლოებით 20 ნაღმის ზიდვა შეუძლიათ. სატორპედო აპარატები ასევე მორგებულის ნავსაწინააღმდეგო ჩქაროსნული რაკეტა-ტორპედოების, „შკვალების“ სროლას, რომლების სიჩქარეც საათში 300 კილომეტრია. და რაღა თქმა უნდა, „ლადებს“, ისევე როგორც ბევრ თანამედროვე რუსულ ხომალდებს, აქვთ ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“.

პირველი ორი სერიული სუბმარინა ანაერობული დანადგარის გარეშე იგება, ვინაიდან, როგორც ბუზაკოვი ამბობს, რუსეთში ასეთი ჯერ არ შექმნილა. მაგრამ ამ ოჯახის დანარჩენი ხომალდები ამით აღიჭურვება.

უხილავი გუშაგები

„ლადა“ წყალქვეშა ნავების სრულიად ახალი კლასია, რომლებიც წინა პროექტებს ეყრდნობა, ამბობს პირველი რანგის კაპიტანი მიხაილ ნენაშევი.

ექსპერტის თქმით, წინა პროექტებთან შედარებით, „ლადებს“ ბორტზე უფრო მეტი ტორპედო აქვთ. უნიკალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებს წყალობით, შეუძლიათ გადაჭრან ამოცანები ყველა ტაქტიკური და სტრატეგიული მიმართულებით. გარდა ამისა, კონსტრუქცია შესაძლებელს ხდის სარაკეტო კომპლექსების განთავსებას.

„ამ სუბმარინების ხმაური ზღვის ხმაურის თანაფარდია, ხოლო ახალი ჰიდროაკუსტიკა ბევრად დიდ სივრცეს მოიცავს, ვიდრე სხვა ხომალდები“, - ამბობს ნენაშევი. - „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ლადები“ არქტიკაში იქნება ბაზირებული.

კიდევ ერთი პლუსი - ეს მოკრძალებული ზომებია, რაც სუბმარინების გამოყენების საშუალებას იძლევა როგორც თავთხელზე, ისე დიდ სიღრმეებზე. სავარაუდო მოწინააღმდეგის ატომმავლები ყველგან ვერ იმანევრირებენ, ხოლო „ლადას“ მსგავსი სუბმარინით ტერიტორიის დაცვა ძალიან წარმატებით შეიძლება“.

რუსული დიზელური წყალქვეშა ნავები დიდი ხანია, საუკეთესოდაა ცნობილი თავის კლასში. ექვსი მათგანი შავი ზღვის ფლოტში მსახურობს, კიდევ ექვსი უახლოეს წლებში წყნარი ოკეანის ფლოტს გადაეცემა. უხმაურობისა და უჩინარობის გამო ნატოში მათ „შვი ხვრელები“ უწოდეს.

მაგრამ „ლადები“ კიდევ უფრო ჩუმია. „სანქტ-პეტერბურგის“ გამოცდებმა აჩვენა, რომ უჩინარობის დონით 677-ე პროექტი ბევრად აღემატება „დიზელების“ ყველა წინა სერიას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

196
თემები:
რუსეთი დღეს
საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - „სამგურალი“

საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

0
2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი ორ წრეში გაიმართება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 33-ე ჩემპიონატი თბილისის „დინამოს“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით დაიწყო.

გახსნის მატჩში თბილისის „დინამოელებმა“, რომლებიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან, ეროვნულ ლიგაში ახალბედა წყალტუბოელებს ვერ აჯობეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

„სამგურალი“ სერგო კუხიანიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში შეძლეს. ლუკა გაგნიძის ჩაწოდებით თაური დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა.

პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით მოუგო ქუთაისის „ტორპედოს“ (1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.

პირველ ტურში ასევე გაიმართება მატჩები: „თელავი“ – „სამტრედია“, „დილა“ (გორი) – „შუქურა“ (ქობულეთი), „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „საბურთალო“ (თბილისი).

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი გაიმართება ორ წრეში, მეტოქეები ერთმანეთს შინ და გასვლაზე თითიჯერ დაუპირისპირდებიან.

0