კათოლიკურ სამყაროში ბავშვების მოყვარული კეთილი და სათნო მოხუცი სანტა კლაუსი, იგივე სან ნიკოლაუსის, ანდა პაპა ნოელის წინაპარი რეალური ადამიანი სასწაულმოქმედი წმინდა ნიკოლოზი იყო.
სიკეთით, სიყვარულით, უბრალოებით, თავმდაბლობით, უფლისა და ადამიანების განსაკუთრებული სიყვარულით, უბრალოებით გამორჩეული მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი მცირე აზიის ქალაქ პათარში ქრისტეს შობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა, შეძლებული დიდგვაროვნები იყვნენ. წმინდა ნიკოლოზმა თავის ქონება ღატაკ ქვრივ-ობლებს დაურიგა და უფლის მსახურების გზას დაადგა. მას მთელი ქრისტიანული სამყარო უდიდეს პატივს სცემს და აღსრულებული კეთილი საქმეების და სასწაულების გამო.
წმინდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული — მასზე მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისაგან განიკურნა. მერე კი ახალშობილი ყრმა ნათლობის დროს ემბაზში დაუხმარებლად იდგა ფეხზე. მარხვაც კი ჩვილობაში დაიწყო და ოთხშაბათობით და პარასკევობით არ სვამდა დედის რძეს.
სრულიად ახალგაზრდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის მთავრეპისკოპოსი გახდა და 325 წელს ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლეისო კრებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.
იგი ნებისმიერ გაჭირვებულს ეხმარებოდა და გამუდმებით სიკეთეს თესდა. უამრავი ადამიანი იხსნა განსაცდელისაგან როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. მის მიერ გადარჩენილთა შორის იყვნენ უსამართლოდ განსჯილი სიკვდილმისჯილები, ცრუ დასმენების მიზეზით მსჯავრდებულები, განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები. მის სახელთან არაერთი სასწაულია დაკავსირებული და ის დღემდე ითვლება ბავშვთა, სნეულთა, მეზღვაურთა და ტუსაღთა ზეციურ მფარველად.
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ბუხრის თავზე ლამაზი ჭრელი წინდების დაკიდების ტრადიციაც, რომელიც ახალი წლის პირველ დილას მილიონობით ბავშვს ახარებს, წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული.
ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, სასწაულმოქმედის მშობლიურ ქალაქ პათარში ცხოვრობდა ერთი ღარიბი კაცი, რომელსაც სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. მამას სამზითვო ფული არ გააჩნდა, რომ ქალიშვილები გაეთხოვებინა და ძალიან ღელავდა მათ ბედზე თავისი სიკვდილის შემდეგ. ერთხელაც მის საუბარს წმინდა ნიკოლაუსმა (ნიკოლოზმა) მოჰკრა ყური და გადაწყვიტა, დახმარებოდა ოჯახს. მაგრამ წმინდანს ურჩიეს, ეს არ გაეკეთებინა, თავმოყვარე მოხუცი მოწყალებას მაინც არ მიიღებსო. ნიკოლაუსს გამოსავალი მაინც უპოვია: დაღამებას დაელოდა და სახლში საკვამურიდან ჩაიპარა. მას თან ჰქონდა ოქროს მონეტებით სავსე სამი ჩანთა. როცა ნიკოლაუსი საჩუქრის დასადებ ადგილს ეძებდა, დაინახა გოგონების მაღალყელიანი წინდები, რომელიც გასაშრობად ბუხრის თავზე იყო გაფენილი...
დილით მამამ და მისმა ქალიშვილებმა მონეტებით სავსე წინდები რომ იპოვეს, სიხარულით ცას ეწივნენ. ამის შემდეგ მოხუცმა მამამ შეძლო თავისი სამივე ქალიშვილი ღირსეულ ადამიანებზე გაეთხოვებინა.
შვეიცარიასა და ავსტრიაში სანტა კლაუსს სერიოზულ კონკურენციას უწევს წმინდა სილვესტრი, რომლის სახელობის დღეც ამ ორ ქვეყანაში ახალ წელს აღნიშნავენ.
სანტა კლაუსის გარდა სილვესტერკლაუსაც ჰყავდა თავის წინამორბედი თუ პროტოტიპი — კათოლიკების წმინდა პაპი სილვესტრი, რომელიც ქრისტეშობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
იგი რომში ეწეოდა ქრისტიანულ მოღვაწეობას, იყო უცხოთშემწყნარებელი, საკუთარ სახლში ხალისით უმასპინძლდებოდა მოგზაურთ და თავისი სათნოებით არაერთი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ამის გამო აითვალწუნა ის ქალაქ რომის პრეფექტმა ტარკვინიუსმა, რომელმაც სილვესტრს მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. რომ ვერ დაითანხმა, პრეფექტმა გადაწყვიტა, მეორე დილით წამებით ამოეხადა მისთვის სული, მაგრამ ღამით წმინდა სილვესტრის წინასწარმეტყველება ახდა: „ამას ღამესა მიგიღონ სული შენი“. კერპთაყვანისმცემელ პრეფექტს ტრაპეზისას თევზის ფხა გაეჩხირა ყელში და ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.
ამ სასწაულის შემდეგ სილვესტრის ავტორიტეტი ისე გაიზარდა, რომ რომის პაპად აირჩიეს. პოპულარული პაპის სახელი თანდათან გაეხვა ლეგენდების საბურველში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, იმჟამად რომში, ტარპეის კლდის ღრმა გამოქვაბულში ბინადრობდა დიდი გველეშაპი. წარმართები ზღვის ამ მონსტრს, იმისთვის, რომ დედამიწა არ გაენადგურებინა, ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. ამ საშინელ რიტუალს უმარავი პატარა შეეწირა.
მაშინ, გაწამებული მოსახლეობის დასახმარებლად, სილვესტრმა მონსტრი გამოქვაბულში გამოამწყვდია და შელოცვით საუკუნოდ აუკრძალა იქიდან გამოსვლა: „დაე ნუ გაიღება ეს კარები ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე“.
ავსტრიასა და შვეიცარიაში ყოველ ახალ წელს იხსენებენ ამ ისტორიას, მადლიერების ნიშნად სილვეტერკლაუსის სამასკარადო კოსტიუმებში ეწყობიან და ასე ზეიმობენ ახალი წლის დადგომას.
ანდრეი კოცი
მაის-ივნისში ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ მანევრებს, Defender Europe 2021-ს ჩაატარებს. ამაზე პასუხი იქნება რუსეთისა და ბელარუსის არანაკლებ მასშტაბური ერთობლივი წვრთნები „დასავლეთი-2021“, რომელიც სექტემბრისთვისაა დანიშნული. რით შეიძლება დასრულდეს ეს ყოველივე?
Defender Europe 2021-ზე, როგორც წარსულში, დამუშავდება თავდაცვითი და შემტევი მოქმედებები აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში. სწავლების ლეგენდის თანახმად, ნატოს ჯარებს კალინინგრადის ოლქზე შეტევა, რუსეთის დასავლეთ ოლქების ბლოკირება და ასევე „რუსების მასირებული შეტევის“ მოგერიება მოუწევთ.
გასული წლებისგან განსხვავებით, 2021 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არა აღმოსავლეთ, არამედ სამხრეთ ევროპას. მანევრები დაგეგმილია ჩერნოგორიაში, კოსოვოსა და ალბანეთში. ბულგარეთსა და რუმინეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწავლებები და „ხმელეთი-ხმელეთი“ ტიპის რაკეტებით სროლები ჩატარდება, ხოლო უნგრეთი „ომის“ ღრმა ზურგი გახდება.
ამერიკელები ევროპაში მნიშვნელოვან ძალებს გადაისვრიან, მათ შორის პირველი კავალერიული და 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიების ქვედანაყოფებს. ატლანტიკის გავლით გადაიტყორცნება სხვადასხვა დანიშნულების ასობით ერთეულ სამხედრო ტექანიკას. გარდა ამისა, ფლორიდის შტატიდან ადგილზე ჩავა 53-ე ქვეითი ბრიგადა. გამორიცხული არ არის, რომ სწავლების შემდეგ შეიარაღების ნაწილი ამერიკელებს კვლავ „დაავიწყდეთ“ ევროპაში, როგორც ეს არაერთხელ იყო. სპეციალისტების აზრით, პენტაგონი ამგვარად ზრდის რეგიონში საიერიშო შესაძლებლობებს წლიდან წლამდე.
Defender Europe 2021-ზე პასუხად რუსეთი და ბელარუსი სექტემბერში მანევრებს ჩაატარებენ სახელწოდებით „დასავლეთი 2021“. როგორც ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიკტორ ხრენინმა განაცხადა, „ერთობლივი სწავლებები შესაძლებელს გახდის... შეფასდეს შეიარაღებისა და ტექნიკის ახალი და მოდერნიზებული ნიმუშები“.
მინსკში ხაზი გაუსვეს, რომ სტრატეგიული მანევრები „მტკიცე მოკავშირულ ურთიერთობებსა და ბელარუსისა და რუსეთის თვადაცვითი უწყებების შეხედულებათა ერთიანობას ასახავს მოკავშირე სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
არცერთ მხარეს არ გამოუყენებია ჩვეული დიპლომატიური ფორმულირებები იმის შესახებ, რომ მანევრები არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოსა თუ ბლოკის წინააღმდეგ. ნატოს ძალების კალინინგრადის იერიშის დამუშავება და რუსი სამხედროების მომზადება ქალაქში ბრძოლებისთვის, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ ვისთან აპირებს ბრძოლას. რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის შანსი მცირეა, მაგრამ სრულიად რეალური.
სპეციალისტების აზრით, ნატოს ქმედებებზე 2021 წელს პირდაპირ გავლენას მოახდენს აშშ-ში პრეზიდენტის შეცვლა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ნატოს ერთიანობა შესამჩნევად შესუსტდა. თეთრი სახლის პატრონი არ მალავდა, რომ პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს იცავდა და ალიანსიდან გასვლასაც არ გამორიცხავდა. ასეთი რიტორიკა ევროპაში ძლიერ შეშფოთებას იწვევდა და კვალვ წამოიჭრა ევროკავშირის არმიის შექმნის საკითხი. ახალი პრეზიდენტი, აშკარაა, რომ შეეცდებაზ, ყველაფერი გამოასწოროს.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეალურად ნატოს არ აქვს აშკარა აგრესიული გეგმები რუსეთის მიმართ. ხოლო ალიანსის შემდგომი გაფართოება ამერიკელებისთვის - ეს ფულის შოვნისა და ევროპის კიდევ მეტად მიბმის მეთოდია. ვაშინგტონი ტრამპამდელ ეპოქას დაუბრუნდება და ევროპის საქმეებში ჩარევას გააძლიერებს.
„მეჩვენება, რომ 2021-ში ნატო წარმოაჩენს, როგორ ყალიბდება სამხედრო ორგანიზაციიდან რაღაც გლობალურ კორპორაციად, — განმარტავს პოლიტოლოგ-ამერიკანისტი სერგეი სუდაკოვი. — ალიანსის საკვანძ პრობლემა შველებურად აქტუალურია — ეს ფინანსირებაა. ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ბიუჯეტის ორ მესამედს აშშ უზრუნველყოფს და ეს არავისთვის არ არის საიდუმლო. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რომ ხარჯებმა უკვე გადააჭარბა ტრილიონ დოლარს — უპირველესად სწორედ ვაშინგტონის წყალობით. ევროპული სახელმწიფოები აშშ-იდან მოწოდებების იმედად არიან — მშრალი საკვების ჩათვლით. ამას უზრუნველყოფს კოლოსალური ამერიკული თავდაცვითი ბიუჯეტი — კორპორაციები, რომლებიც ნატოს ინტერესებში მოქმედებენ, უზარმაზარ თანხებს შოულობენ“.
ექსპერტი შენიშნავს, რომ ალიანსის მოღვაწეობა უკვე დღეს გამოიყურება, როგორც ფულის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანა. ვაშინგტონი ნატოს თანხებს გამოუყოფს, მოკავშირეები ამ ფულით ამერიკულ ტექნიაკსა და შეიარაღებას ყიდულობენ და წრე იკეტება.
ბაიდენის პირობებში ევროპა აშშ-სთვის სამხედრო პროდუქციის გასაღების ერთ-ერთ ძირითად ბაზრად დარჩება. გამოდის, რომ ოკეანის გაღმიდან ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. მაგრამ სპეციალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია: ვაშინგტონი და ბრიუსელი არ წავლენ მსოფლიოში სიმძლავრით მეორე არმიის ნამდვილ გამოცდაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ტატიანა პიჩუგინა
ეს სინთეტიკური პრეპარატია, რომელიც SARS-CoV-2-ის ცილა-საცეცის პატარა ფრაგმენტებისგან შედგება. ახლა ვაქცინას სამი ათასზე მეტ მოხალისეზე ცდიან. ამავდროულად ის სამოქალაქო ბრუნვაშიც გავიდა. აღინიშნება, რომ მას ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს, ამიტომ ვაქცინა უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაცაა გამოსადეგი.
ვაქცინა SARS-CoV-2-ის ცილა-საცეცის სამი მოკლე ფრაგმენტისგან შედგება, რომლებიც მზიდავ ცილაზეა დამიზნებული. ამ ფრაგმენტებს პეპტიდები ეწოდება, აქედან წარმოდგემა ვაქცინის სახელი - პეპტიდური.
„ვექტორის“ განცხადებით, ვაქცინური პეპტიდები შეიცავს В-უჯრედულ ეპიტოპებს, Т-ჰელპერული ეპიტოპების წყარო მზიდავი ცილაა.
ცილა-საცეცი ეხმარება ვირუსულ ნაწილაკს, მიემაგროს ადამიანის უჯრედს და შეაღწიოს მის შიგნით. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს საცეცები ორგანიზმის უფრო მეტ იმუნურ პასიხს იწვევს. ბიოლოგების ტერმინოლოგიით, ცილა-საცეცი — ეს ანტიგენია.
ამ ცილის მოლეკულა ძალიან დიდია და მასში განსაკუთრებული უბნები — ეპიტოპებია. მათ იმუნური სისტემის უჯრედები ამოიცნობს და ინფექციასთან ბრძოლის მექანიზმს ააქტიურებს.
„არსებობს В და Т ეპიტოპები. მათან პირველს ანტიგენური დეტერმინანტები ჰქვია. ეს არის ანტიგენის მოლეკულის უბნები, რომლებიც ანტისხეულებს უკავშირდებიან. მაგრამ მანამდე ეს უბნები В ლიმფოციტების რეცეპტორებს უკავშირდებიან და მათი პლაზმურ ჯრედებად გადაქცევის პროცესს იწყებენ, რომლებსაც ანტისხეულების გამომუშავების უნარი აქვთ“, — ამბობს პროფესორი ეკატერინა კოლესანოვა.
აცრის შედეგად მზიდავი ცილა სამივე პეპტიდს ადამიანის В ლიმფოციტს აწვდის, ააქტიურებენ მას და დამცავი ანტისხეულების — იმუნოგლობულინების გამომუშავება იწყება.
„ვექტორში“ ადასტურებენ, რომ აცრის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები სპეციფიკურია კორონავირუსის ცილა-საცეცის მიმართ. იმუნოზირებული მოხალისეებისგან აღებული სისხლის შრატი ვირუსის გამანეიტრალებელ აქტიურობას ავლენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტისხეულებს არა მარტო კორონავირუსის ამოცნობის, არამედ მისი განადგურების უნარიც აქვს.
არანაირი ვირუსი და მათი ნაწილები მასში არ არის. ამით განსხვავდება ის „სპუტნიკ V-სგან“, რომელშიც ადენოვირუსები შედის. „ეპივაკკორონაში“ არ არის რნმ, დნმ, არანაირი ცოცხალი კომპონენტი, კონსერვანტები და ანტიბიოტიკები. შემადგენლობა დეტალურად არის აღწერილი „როსპოტრებნადზორის“ საიტზე და ასევე ვაქცინის ინსტრუქციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში.
პეპტიდების ქიმიური სინთეზით — ცალკეული ამინომჟავური ნარჩენების ჯაჭვის თანმიმდევრული ზრდის პროცესით.
აინთეტიკურ პეპტიდებს აერთიანებენ მზიდავ ცილასთან. ეს საჭიროა მდგრადი მოლეკულების მისაღებადაც. რაც უფრო მოკლეს პეპტიდი, მით მალე ირღვევა ისინი.
ვაქცინა სუსპენზიის სახით გამოდის და ინექციით შეჰყავთ მხრის კუნთში. პეპტიდური პრეპარატები არ იძლევა იმუნიტეტის სწრაფ და მძლავრ პასუხს, ამიტომ „ეპივაკკორონა“ ორჯერ შეჰყავთ თანაბარი დოზებით 21 დღიანი შუალედით.
I-II ფაზაში მონაწილე მოხალისეები ამბობდნენ, რომ ჰქონდათ მცირე ტკივილი ნანემსარზე, რომელიც მალე ქრებოდა. სხვა უსიამოვნო შეგრძნებები არ აღუწერიათ.
„ეპივაკკორონას“ არაოფიციალურ Telegram-არხზე, რომელიც პოსტრეგისტრაციული გამოცდების (მესამე ფაზა) მონაწილეებმა შექმნეს, მინიმალური გვერდითი ეფექტების შესახებ საუბრობენ: დისკომფორტი, ნანემსრის შეწითლება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ძლიერი ტკივილი მხარში. მაღალი ტემპერატურა და სხეულში მტვრევა არავის გამოვლენია, ან აცრასთან მკისი კავშირი არ დადასტურებულა.
„არსებობს იმუნოლოგიური და პროფილაქტიკური ეფექტურობა. პირველი — ეს სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებაა. კლინიკური გამოცდების I და II ფაზებისას სპეციფიკური ანტისხეულები ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა. პროფილაქტიკური ეფექტურობა — ეს აცრილების დაავადებისგან დაცვაა. კვლევები პოსტრეგისტრაციული გამოცდების მსვლელობისას გრძელდება, მონაცემები თებერვალში გვექნება“, — აცხადებენ „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახურში.
უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი კორონავირუსის S-ცილის მიმართ IgG-ის კლასის ანტისხეულებზე არა უადრეს 35-42 დღისა ვაქცინის პირველი დოზის შეყვანიდან. მაგრამ ყველა ტესტ-სისტემა ვერ ხედავს „ეპივაკკორონას“ მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს.
„როპოტრებნადზორში“ აცხადებენ, რომ ამისთვის მხოლოდ ტესტ-სისტემა SARS-CoV-2-IgG-ვექტორია გამოსადეგი.
გარდა ამისა, ვაქცინის შემქმნელების თქმით, „ეპივაკკორონას“ მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს კარგად „ხედავს“ ფირმა Biopharmaceuticals-ის მიერ წარმოებული რეკომბინირებული ცილა S1.
მესამე ფაზის მონაწილე მოხალისეების დაკვირვებით, რომლებმაც საკუთარი ნებით ჩააბარეს ტესტები, IgG-ანტისხეულები სამს აღმოაჩნდა. პირველი ვაქცინა მათ გასული წლის დეკემბერში მიიღეს.
პეპტიდური ვაქცინები მთელ მსოფლიოში ექსპერიმენტულ სტადიაზეა. მათი შექმნა და შემოწმება დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომაც ჩამორჩებიან ისინი Mრნმ, ვექტორულ და ინაქტივირებულ ვაქცინებს.
ჯანმოს სიაში 19 იანვრისთვის, „ეპივაკკორონას“ გარდა, კიდევ ორი პეპტიდური ვაქცინა-კანდიდატი იყო. მათ ადამიანებზე ცდიან.
მულტიპეპტიდურ კოქტეილს pVAC-SARS-CoV-2-ს, რომელიც ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში შეიქმნა, ახლა გამოცდების პირველ ფაზას გადის.
პრეპარატი UB-612, რომელიც ტაივანურმა კომპანია United Biomedical Inc., Asia-მ შექმნა ამერიკულ COVAXX-თან ერთად, გამოცდების II-III ფაზაზეა.
ცნობილი ოჯახისს უმცროსი წევრი ანასტასია ხაჩიძე კარგა ხანია ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. რამდენიმე წლის წინ, პატარა ასაკში ის დასთან და ოჯახის წევრებთან ერთად რეიტინგული თოქ-შოუების ხშირი სტუმარი იყო.
View this post on Instagram
ანასტასია ბავშვობიდან ნახევარდასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა. როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან მოხდენილად ცეკვავს. მის შესრულებას მშობლები ინტენსიურად აქვეყნებენ.
View this post on Instagram
მუსიკალური გოგონა ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. ამას გარდა, ანასტასია ხელნაკეთ ნივთებს საკუთარი ხელით ასრულებს და გაყიდული ნივთების თანხით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება. ქსოვა, ქარგვა და კერვა გოგონას დედამ ასწავლა.
View this post on Instagram
ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ ანასტასიას სახელი მარტივად შეურჩიეს. ყველამ იცის, რომ ზურა მშობლების გარეშე იზრდებოდა. მას ბებია ანასტასიამ და ბაბუამ მოუარეს და გაზარდეს. ბებია ექიმი ჰყავდა, სწორედ მის პატივსაცემად დაარქვა ერთადერთ ქალიშვილს სახელი ანასტასია.
View this post on Instagram
ანასტასია და ნინი ქარსელაძე ბავშვობიდან ძალიან მეგობრობენ. ნინი აღნიშნავს, რომ ანასტასიას დაბადებას ეჭვიანობა არ მოჰყვა, რადგან მანამდე ის და ზურა ხაჩიძე ძალიან მეგობრობდნენ. აშკარაა, რომ ანასტასიას ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ზურა მას ანებივრებს და ყველა სურვილს დაუფიქრებლად უსრულებს.
აღმოჩნდა, ანასტასია Tik tok-ის აქტიური მომხმარებელია. ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ანასტასიამ ცნობილი დედის ფოტოებიდან მსგავსი „ლუქები“ ააწყო, ხათუნა ჟორდანიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გააზიარა. მსგავს ტანისამოსში კიდევ უფრო თვალსაჩინოა დედა-შვილის მსგავსება.