ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა, ლექსიკონი

იცოდეთ, რაზე ლაპარაკობთ: გაქართულებული პოლიტიკური ტერმინების მცირე ლექსიკონი

379
(განახლებულია 13:15 02.10.2020)
იცით, რომ ოპონენტი ძველ რომში ერქვა ადამიანს, რომელიც ქალაქში გამარჯვებით დაბრუნებული, ტრიუმფატორი კეისრის ეტლს გვერდით მისდევდა და მის ნაკლოვანებებზე ყვიროდა?

მოახლოვდა არჩევნები, შესაბამისად კიდევ უფრო გამძაფრდა დისკუსიები და პოლიტიკური დებატები. იმატა ვნებათაღელვამ და ერთმანეთისათვის პოლიტიკური იარლიყების მიკერებამ.

მთელ ამ კაკაფონიაში ხშირად გვესმის უცხოური სიტყვები, რომელიც ისე მყარად არის დამკვიდრებული ჩვენს ლექსიკონში, თვითონაც ვერ ვგრძნობთ, რომ საქმე ბარბარიზმებთან გვაქვს. თუმცა ყველა მათგანის წარმომავლობა და მნიშვნელობა შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს.

ქვემოთ ზოგი მათგანს გაგაცნობთ.

„კანდიდატი“ — ლათინური candidatusi-იდან მომდინარეობს და ქართულად ითარგმნება როგორც „ვისაც თეთრი სამოსი აცვია“. ძველ რომში, არჩევნების დროს, სახელმწიფო თანამდებობის მსურველები აუცლებლად თეთრი ტოგით (ძველი რომაული სამოსი) უნდა წარმდგარიყვნენ ამომრჩევლთა წინაშე.

„პარლამენტი“ — ფრანგული სიტყვაა და ლაპარაკს, განხილვას უკავშირდება.

„დეპუტატი“ — რუსეთში დეპუტატებს ეკლესიის მსახურებს ეძახდნენ, რომლებიც პატრიარქს ან მიტროპოლიტს ახლდნენ თან და ხალხის ნაკადში გზას უთავისუფლებდნენ.

„კანონი“ — ლათინურად ნიშნავს სწორ ჯოხს, სწორ მიმართულებას.

„დემაგოგი“ — ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ხალხის ბელადი“.

„დისკუსია“ — „დისკოიო“ ბერძნული ზმნაა და ნიშნავს „ვისვრი“. აქედან წარმოდგება სიტყვა „დისკუსია“, ანუ აზრების სროლა.

„კონსტიტუცია“ — ლათინური სიტყვაა და ბრძანებას, განკარგულებას ნიშნავს.

„ოპონენტი“ — ძველ რომში ოპონენტს ეძახდნენ ადამიანს, რომლის მოვალეობაც რომში ტრიუმფით შესული გამარჯვებული კეისრის ეტლის გვერდით სირბილი და კეისრის ნაკლოვანებებზე ყვირილი იყო. ამ ქმედების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ კეისარი არ გამხდარიყო ქედმაღალი და ამპარტავანი.

„რესპუბლიკა“ — ლათინურია და ითარგმნება როგორც „ხალხის საქმე“. მისი ბერძნული შეატყვისია „დემოკრატია“, რაც ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს.

„ოლიგარქია“ - ბერძნულია და მცირეთა (უმცირესობათა)  ძალაუფლებას ნიშნავს.

„პოლიტიკა“ — ეს არის სახელმწიფოს მართვის ხელოვნება.

„ფრაქცია“ — ფრანგულია და ორგანიზებულ ჯგუფს, დაჯგუფებას ნიშნავს.

„ლიბერალი“ — ლათინურია და თავისუფლებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს სიტყვა დასავლურ დემოკრატიაში რატომღაც სულგრძელისა და შემწყნარებლის სინონიმადაც იქცა.

„კონსერვატორი“, „კონსერვატიზმი“ — ლათინურია და წარმოდგება სიტყვა conserve–სგან („ვინახავ“). შეასაბამისად გულისხმობს ტრადიციული ფასეულობების დაცვა-შენახვას.

„შანტაჟი“ — „შანტე“ ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს გალობას, სიმღერას. ფრანგმა ჩიტის დამჭერებმა იცოდნენ ერთგვარი სიმღერა, რომელიც გალობას წააგავს. სწორედ ამ სიმღერით იტყუებდნენ ჩიტებს და იჭერდნენ მათ.  ამიტომ მოტუებით საქმის კეთებას, მახის დაგებას, „შანტაჟი“ ეწოდა.

„ტერორი“ — ლათინურია და ქართულად ითარგმნება როგორც შიში, საშინელება.

„დიქტატორი“ — ლათინურია და შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ადამიანს უწოდებდნენ. ძველ რომში დიქტატურა იყო დროებითი პოლიტიკური რეჟიმი, გამოწყვეული შექმნილი საგანგები ვითარებით (ომი, სტიქია, ეპიდემია და ასე შემდეგ).

„ტოტალიტარიზმი“ — დაკავშირებულია ლათინურ totalitas-თან, რაც მთლიანობას, სისავსეს ნიშნავს. ამ ტერმინს იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც სახელწიფოს (ან მთავრობას) აბსოლუტური კონტროლი აქვს დაწესებული ცხოვრების ყველა ასპექტზე, ეს იქნება საჯარო თუ კერძო სექტორი.

„პოლემიკა“ - ეს სიტყვა მომდინარეობს ბერძნული  polemikos - იდან, რაც საომარს, მტრულს ნიშნავს.   ამჟამად ეს სიტყვა გამოიყენება დისკუსიის, მწვავე კამათის აღსანიშნავად.

379
თემები:
იცით თუ არა, რომ... (385)
ტრამპისა და ბაიდენის ტელედებატები

მოსაზრება: ბაიდენის არჩევნებში დამარცხებას რუსეთს ვერ დააბრალებენ

7
(განახლებულია 15:56 22.10.2020)
წინასაარჩევნო კამპანია ამერიკაში ფინიშს უახლოვდება — დღეს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლოჯერ შეხვდებიან ტელედებატებში

პიოტრ აკოპოვი

ამასთან ეს შეხვედრა, პრინციპში, შეიძლება უკანასკნელიც იყოს მათ ცხოვრებაში. აშშ–ში ახლა ვნებათაღელვა იმდენად მძაფრია, რომ ამ ორი ადამიანის კიდევ ოდესმე ერთად წარმოდგენა ძალიან ძნელია. საოცრებაც რომ მოხდეს და ბაიდენმა არჩევნები მოიგოს, ტრამპმა შეიძლება არც კი აღიაროს შედეგები, ან უბრალოდ, სულ ცოტა, ინაუგურაციაზე არ მივიდეს — ყველა ტრადიციის დარღვევთ. აი ბაიდენი კი არაფრის ფასად არ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. ასე რომ ხუთშაბათს მათ ბოლო შესაძლებლობა ექნებათ, უთხრან ერთმანეთს ის, რაც სურთ. და ისინი ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ.

ტრამპი ბაიდენს მთავარი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვალეს უწოდებს და ჯოს ჩასმას მოითხოვს ციხეში (ვაჟთან, ჰანტერთან ერთად). ჯო ციხეში არ ჩაჯდება, მაგრამ როცა არჩევნებს წააგებს, მედიასაშუალებები იტყვიან, რომ ის „ოქტომბრის სიურპრიზმა“ მოცელა — ჰანტერის კომპიუტერში ნაპოვნმა და ამ დღეებში გამოქვეყნებულმა კომპრომატმა, რომელიც ყოფილ ვიცე–პრეზიდენტს სიცრუესა და კორუფციაში ამხელს. მაგრამ ბაიდენი ამ მასალების გარეშეც წააგებდა არჩევნებს, უბრალოდ იმიტომ რომ ტრამპი გამარჯვებისთვისაა განწირული. მაგრამ ეს როგორ, როცა ყველა გამოკითხვა ბაიდენის უპირატესობაზე მეტყველებს? ხომ არ  შეიძლება, რომ შედეგები გამოგონილი იყოს?

შეიძლება. იმიტომ რომ ფსონები ისე მაღალი, როგორც არასდროს. და არ არსებობს ისეთი ტყუილი, რომელსაც ტრამპის წინააღმდეგ მოთამაშეები არ წავლენ.

„მე კენჭს ვიყრი არა მარტო მემარცხენე მედიასაშუალებების, არამედ დიდი ტექნოლოგიური კომპანია–გიგანტებისა („ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „გუგლი“) და „ვაშინგტონური ჭაობის“ წინააღმდეგ“, — განაცხადა ტრამპმა ცოტა ხნის წინ. და ამის საუკეთესო დასტურად იქცა ამ სამთავიანი მონსტრის რეაქცია ბაიდენის ოჯახის შესახებ გამოჩენილ კომპრომატზე. „ნიუ–იორკ პოსტის“ პუბლიკაცია უბრალოდ დაბლოკეს — ის არ ცანდა „გუგლის“ საძიებელში, ხოლო „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ მისი გადაზიარების საშუალება მოსპო. რაღა თქმა უნდა, მედიასაშუალებებიც ცდილობდნენ, უბრალოდ არ შეემჩნიათ სკანდალური პუბლიკაცია, ხოლო პოლიტიკოსების უმეტესობა ისეთ სახეს იღებდა, თითქოს არაფერი სერიზული არ მომხდარა. ანუ სამივე ძალა სინქრონულად მოქმედებდა, რითაც ტრამპის აიმართლეს ამტკიცებდა. ამასთან მაშინვე გაჟღერდა ბრალდებებიც რუსეთის წინააღდეგ — ხომ გასაგები, რომ მოსკოვი ისევ ჩაერია ამერიკულ არჩევნებში და ბაიდენზე კომპრომატი შემოაგდოო.

ამაზე საუბრობდნენ არა მარტო კომენტატორები და კონგრესმენები, არამედ სპეცსამსახურების თანამშრომლებიც. ყოფილი თანამშრომლები — ვინაიდან აშშ–ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ ბაიდენის ნოუთბუქში ნაპოვნი ინფორმაცია „რუსეთის რაიმე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი არ არის“. მაგრამ ორმოცდაათამდე ყოფილმა მზვერავმა (რეტკლიფის წინამორბედ ჯიმ კლეპერის ჩათვლით, რომელიც სიცრუეში ამხილეს) ღია წერილი დაწერეს, გამოცდილება „გვაიძულებს, სერიოზულად დავეჭვდეთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი რუსეთის მთავრობამ ითამაშაო“:

„აშშ–ში პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილი ელექტრონული წერლები, რომლებიც სავარაუდოდ ვიცე–პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს ეკუთვნის და რომელთა დიდი ნაწილი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ის უკრაინულ გაზის კომპანია Burisma–ს ხელმძღვანელობაში მუშაობდა, რუსეტის ინფორმაციული კამპანიის ყველა ნიშანს ატარებს“.

ანუ რუსეთს იმაში კი არ ადანაშუალებენ, რომ მან ბაიდენზე კომპრომატები გააყალბა, არამედ იმაში, რომ მან ისინი გაავრცელა. მაგრა როგორ, როცა რუდი ჯულიანის (ტრამპის ყოფილი ადვოკატი) თქმით, ჰანტერ ბაიდენის კომპიუტერის მყარი დისკის შემადგენლობა უკვე შვიდი თვის წინ გადაეცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს? ანუ მოსკოვს ეს მასალები „ოქტომბრის სიურპრიზის“ სამზადისში დამალული ჰქონდა? თუ თავად ტრამპის შტაბმა და მისმა მრჩევლებმა გააკეთეს, იგივე ჯულიანის ჩათვლით? უი, არა, ჯულიანი ხომ პუტინზე მუშაობს... და ეს ხუმრობა არ არის: როგორც სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, „ამჯერად რუსებმა ამერიკელების თავის აგენტებად დამუშავება გადაწყვიტეს. ისინი ცდილობენ განავრცონ თავიანთი პროპაგანდა მეინსტრიმულ მედიაში... და მათ წარმატებას მიაღწიეს. იცოდეთ, რუდი ჯულიანი ახლა არსებითად რუსეტის აგენტია“.

დიახ, რა თქმა უნდა. თუკი თავად ტრამპი მუშაობს კრემლზე, მის თანამშრომლებსა და დაახლოებულ პირებზე რაღა ითქმის. სიცილი სიცილად, მაგრამ ვითარების სწორედ ასეთი არაადეკვატური შეფასება და ამერიკელებისთვის „რუსეთის ჩარევის“ მიყიდვის მცდელობა, ბაიდენების ოჯახზე კომპრომატების ისტორიაშიც კი, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ტრამპმა უკვე გაიმარჯვა. იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგეები სრულად გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, რომელშიც რუსები გავლენას ახდენენ აშშ–ის არჩევნების შედეგებზე, ხოლო ბაიდენისა და ტრამპის რეიტინგებს შორის სხვაობა ორნიშნა რიცხვებით გამისაზღვრება. თანაც ეს ყველაფერი  ერთდროულად ხდება და ერთმანეთს არანაირად არ ეწინააღმდეგება.

მაგრამ რეალურ სამყაროში ჩვენ სულ სხვა რამეს ვხედავთ: ტრამპის მომხრეთა უზარმაზარ რაოდენობას მის დაუსრულებელ მიტინგებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ენთუზიაზმის არარსებობას ბაიდენის იშვიათ შეხვედრებზე მცირე რაოდენობის მომხრეებით; ტრამპის  მხარდაჭერის ზრდას უმცირესობის (მაგალითად, ფერადკანიანებისა და მუსლიმების) წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საერთოდაც არ შეადგენენ ელექტორატს, ტრამპის რუსეთთან კავშირის დაუსაბუთებლობასა და ბაიდენის ოჯახის სიცრუისა და კორუფციონერობის სულ ახალ მტკიცებულებებს. და რაც ყველაზე მთავარია: რეალურ სამყაროში ამერიკელები დიდი ხნის წინ განიხიბლნენ პოლიტიკური ელიტისა და ზეპარტიული „ვაშინგტონური ჭაობისგან“ და სწორედ ამიტომ ტრამპის ერთადერთ სერიოზულ ალტერნატივად არასისტემური სენატორი სანდერსი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ სწორედ თავისი არასისტემურობის გამო არ დაუშვა ის არჩევნებზე „კოლექტიურმა ბაიდენმა“.

რიგითი ამერიკელები რეალურ სამაროში ცხოვრობენ და არა პროპაგანდისა, ამიტომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგი ბედისწერითაა განსაზღვრული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭირო „მერყევ შტატებში“ ხმებს წაიმატებენ პასიური დემოკრატიული ელექტორატის ფოსტით ხმის მიცემაზე მობილიზაციის გზით — ეს იმიტომ რომ იმ შტატებშიც შეინიშნება იმათი რაოდენობის ზრდა, ვინც რესპუბლიკელებს წინასწარ მისცა ხმა.

გამოგონილი სამყარო 3 ნოემბერს დამარცხდება, თუნდაც ქაოსი მოაწყოს და არ აღიაროს რეალობა. სამთავიან ჰიდრას რევანშის იმედი ექნება და ამაზე იმუშავებს როგორც ამერიკის, ისე გლობალური მასშტაბით. და აი იქ უკვე ექნება მას სრული უფლება, დაადანაშაულოს რუსები თავის წარუმატებლობაში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

7
თემები:
რუსეთი დღეს
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დროშები მასაუსეტში, საელჩოს წინ

მოსაზრება: აშშ და ბრიტანეთი ყველაზე ღირებულის გადარჩენას ცდილობენ

20
(განახლებულია 20:10 21.10.2020)
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოლიმპიადებზე კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულებამ ქვეყანაში რამდენადმე დაბნეული რეაქციები გამოიწვია.

ირინა ალქსნისი

დაბნეულობის მიზეზი მარტივია: მორიგი დაუსაბუთებელი ინსინუაციები მოსკოვის აბსურდული დანაშაულის შესახებ მსოფლიოსა და სპორტის წინააღმდეგ უაზრობად გამოიყურება როგორც ანტირუსული განწყობის გაძლიერების, ისე რუსეთის „დასასჯელად“ ზომების მიღების თვალსაზრისით.   

ერთი მხრივ, რუსოფობიული კამპანიის კუთხით დასავლეთს ყველაფერი კარგად აქვს. ალექსეი ნავალნის ინციდენტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული და თითქოს ახალი სიცრუის ამუშავება აუცილებელი არ იყო, თანაც ასეთ მაღალ, საგარეო უწყებებისა და საკვანძო სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა დონეზე. მეორე მხრივ კი, წინა გამოცდილებამ, რუსი ბლოგერის ისტორიის ჩათვლით, აჩვენა, რომ მოსკოვის მიმართ რაიმე სერიოზული და მტკივნეული ზომების მიღებას შეიძლება არც ველოდოთ.

ამავდროულად ვაშინგტონისა და ლონდონის სინქრონული გამოსვლა საერთო მიზნების არსებობაზე მეტყველებს.

მაგრამ რაზე შეიძლება იყოს კონკრეტულად საუბარი?

ამოცანის პასუხი ალბათ უფრო ტოკიოსა და სეულის რეაქციებში უნდა ვეძებოთ. იაპონიის მთავრობამ უარი თქვა კომენტარზე და ტაიმ-აუტი აიღო „შესაბამისი ინფორმაციის“ შესაგროვებლად. სამხრეთ კორეის მთავრობამ ასევე დუმილი არჩია.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები და სპეცსამსახურები არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული ამერიკულ–ბრიტანული ოპერაციის თაობაზე და ახლა იძულებული არიან, სასწრაფოდ გაერკვნენ ვითარებაში და საბოლოოდ მაქსიმალურად ფრთხილი პოზიცია დაიკავონ, როგორც ეს იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა, განაცხადა რა, რომ კიბერშეტევა არ უგრძვნია.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ახალი ანტირუსული კამპანიის მთავარი მიზანი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რუსეთი კი არა, დანარჩენი მსოფლიოა — პირველ რიგში კი თავად დასავლეთი. რუსოფობიული დღის წესრიგი კი აქ უბრალოდ მოხერხებული ჩვეული ინსტრუმენტის სახით გამოიყენება.

ინფორმაციულ–პროპაგანდისტული დომინირება აშშ-ის ჰეგემონიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დიდი ბრიტანეთი კი ტრადიციულად მისი მეწყვილეა ამ საკითხში, ვინაიდან, როგორც მიღებულია, სწორედ ატლანტიკის ორივე მხარეს ყველაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი მედიასაშუალებების ერთობლიობას ეწოდება გლობალური მედიამეინსტრიმი. ორი ქვეყნის განსაკუთრებული სიახლოვე კი პოლიტიკურ–სპეცსამსახურულ სფეროში კარგა ხანია ცნობილია.

შეერთებული შტატების ზედერჟავული ძლიერების ეტაპობრივი დეგრადაცია და გაერთიანებული სამეფოს კულისებსმიღმა გავლენის მკაფიო შესუსტება საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში ყოველდღიურ რეალობად იქცა. მაგრამ ეს პროცესები უმთავრესად ეკონომიკურ, ბიუროკრატიულ და ზოგ პოლიტიკურ მექანიზმს შეეხება.

იმავდროულად არსებობს სფეროები, რომლებშიც ორი „დერჟავის“ ბატონობა აქამდე უდავოა. როგორც ნატოში ამერიკული არმიის პირველობაა ეჭვმიუტანელი, ისე კონტინენტური ევროპის არც ერთ მედიასაშუალებას არ შეუძლია გაეჯიბროს გავლენაში ბრიტანულ Times-სა თუ ამერიკულ CNN-ს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სწორედ ოკეანის გაღმა მდებარეობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტების ისეთი მძლავრი ცენტრები, როგორებიცაა Twitter-ი და Facebook-ი.

ვაშინგტონის ხისტი პოლიტიკა RT-სა თუ წარმოშობით ჩინური TikTok-ის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ იქ შესანიშნავად აცნობიერებენ ამგვარი სტურქტურების მნიშვნელობას. თუმცა იმას, რომ გეოპოლიტიკურ ოპონენტებს მედიაგავლენის საკუთარი ძალიან სერიოზული რესურსები აქვთ, შტატები მაინც შეეგუა და უბრალოდ ზომებს იღებს მათი მუშაობის შესაკავებლად თავის ტერიტორიაზე.

ამერიკულ–ბრიტანული სპეცსამსახურული და პროპაგანდისტული ტანდემისთვის უფრო მგრძნობიარე თავად დასავლეთის შიგნით კონკურენტის გამოჩენა იქნებოდა. არადა, სწორედ ეს ხდება — და ნავალნის საქმე მათთვის უკიდურესად უსიამოვნო და არასასურველი პროცესების დასტურია.

ბლოგერის გარშემო ატეხილი სკანდალი რუსეთიდან შეიძლება მოყირჭებულ თემად ჩანდეს, მაგრამ რეალურად ის თავისებურად უნიკალურია, ვინაიდან მთლიანად ბერლინის შემოქმედებაა.

გერმანიამ ისარგებლა სტანდარტული რუსოფობიული დღის წესრიგით, რომელიც მან „უფროს პარტნიორებს“ აართვა და დამოუკიდებელ თამაშში გამოიყენა. გერმანელები აკონტროლებენ ნავალნის. ის ამბობს იმას, რაც მათ სჭირდებათ: დაწყებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაცვით და დასრულებული ამერიკელების „ჩხვლეტით“, რომლებმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. მსოფლიოსთვის ახალი ამბების მთავარი წყარო რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანული გამოცემები იყო, ხოლო ინგლისურენოვანი მედია იძულებული იყო ციტირება მოეხდინა იქიდან.

ამ კონტექსტში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ჰაკერების ისტორია, რომლებიც ოლიმპიადებს უტევდნენ, სრულიად განსაკუთრებულ აზრს იძენს. ამერიკელები და ბრიტანელები ფაქტობრივად ამის დახმარებით ცდილობენ საბოლოოდ გადარეცხონ ახალი ამბებიდან ნავალნის თემა, ვინაიდან ეს არსებითად მათი კონკურენტების პროექტია. გარდა ამისა, ვაშინგტონისა და ლონდონისთვის მნიშვნელოვანია კონტროლის დაბრუნება გლობალურ მედიაპოლიტიკურ სივრცეზე, რომელიც გარკვეული დროით ევროპამ დაიქვემდებარა გერმანიის მეთაურობით. საამისოდ კი იმაზე უკეთესი მეთოდის მოფიქრება, ვიდრე ერთი რუსული თემის მეორით ჩანაცვლებაა, უბრალოდ ვერ მოიფიქრეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

20
თემები:
რუსეთი დღეს
სპეცოპერაცია ზუგდიდში

კვარაცხელია: თავდამსხმელი იყო აგრესიული, საუბრობდა ქართულად და მეგრულად

0
(განახლებულია 18:23 22.10.2020)
გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა, განაცხადა ჟურნალისტებთან ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.

კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა. 

მისი თქმით, შეიარაღებულ პირს მთელი ამ ხნის მანძილზე ნიღაბი არ მოუხსნია, ამიტომაც მისი სახე არავის დაუნახავს, თუმცა ხმით მისი ამოცნობა შეიძლება შეძლოს.

„მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", – განაცხადა კვარაცხელიამ.

მან ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა ბანკში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„ბანკში ახალი პლასტიკური ბარათის ასაღებად მივედი, ავიღე ნომერი და რიგში ჩავდექი. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. თავდამსხმელისგან საფრთხე რეალური იყო. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ გარეთ ცოცხალი გამოვსულიყავით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

„იყვნენ სამნი, აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ - ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს>>>

მისი თქმით, თავიდან გასროლა ქუჩიდან გაიგონა, შემდეგ კი ბანკში შეიარაღებული პირი შევარდა, რომელმაც ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

„ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და მივხვდი რაც გვემუქრებოდა. შემდეგ ამ ადამიანმა ორჯერ გაისროლა იმ პირის მიმართულებით, ვინც გარედან ვიდეოს გვიღებდა. შემდეგ მან დაგვავალა დაგვერეკა 112-ში, ერთს კი „ტვ პირველში და გვაიძულებდა მხოლოდ ის ვეთქვა, რასაც თავად გვეუბნებოდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორც ყოფილი მძევალი იხსენებს, გამტაცებელი თავიდან აგრესიული იყო და ეტყობოდა, რომ იარაღთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა.

„თავიდან აგრესიული იყო იმდენად,  რაც ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყო აუცილებელი. მაგრამ იმ 7 საათის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ გავატარეთ, იგი დამშვიდდა. ზოგიერთმა ხუმრობაც დაიწყო. ჩვენ ვცდილობდით მასთან ურთიერთობის დამყარებას... მას შემდეგ, რაც მან ფული აიღო, ორმა მძევალმა თავად გამოთქვა მზადყოფნა მასთან ერთად წასვლაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი მძევლებად ქალების წაყვანას დააპირებდა, მესამე კი მან თავად აირჩია“, – განაცხადა კვარაცხელიამ. 

მისი თქმით,  ჩანთა, რომელიც თავდამსხმელს მიუტანეს, მან მძევლების თვალწინ გახსნა, სადაც ხუთი შეკვრა იყო. თუმცა, რა იყო ჩანთაში, დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია.

ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით,  თავდამსხმელს სამართალდამცველებთან მძევლის ტელეფონით ჰქონდა კომუნიკაცია. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ავთანდილ გალდავას მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში>>>

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა