ხახულის კარედის ფრაგმენტი

რატომ ჰგავს მეფე იშტვანის წმიდა გვირგვინი ხახულის კარედს: ქართველ ოსტატთა ისტორია

336
(განახლებულია 19:14 08.09.2020)
უნგრელ პუბლიცისტსა და ხელოვნებათმცოდნე კადარ ზოლტანს მიაჩნია, რომ წმიდა მეფე იშტვანის გვირგვინი ადრეულ საუკუნეებში დასავლეთ საქართველოშია დამზადებული.

ყველა ერს ჰყავს თავისი მამამთავარი, რომელთაგან ზოგი მითოლოგიური პიროვნებაა, ზოგი კი ისტორიული გმირი. ამ მხრივ გამონაკლისი არც უნგრელები არიან, რომლებსაც ჰყავდათ ლეგენდარული მეფე იშტვანი (სტეფანე), რომელმაც აზიიდან ევროპაში მომთაბარე ერს მისცა ძლიერი სახელმწიფო და ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია.

გადმოცემის თანახმად, 1000 წელს ტახტზე ასვლისას უნგრეთის პირველმა მეფემ, წმინდა იშტვან (სტეფანე) პირველმა პაპისაგან მიძღვნილი გვირგვინი თავს ზემოთ ასწია და წმინდა ქალწულ მარიამს „მიართვა“.

ზოგი წყაროს მიხედვით, უნგრეთის მეფეთა გვირგვინი გაცილებით გვიან დაამზადეს ბელა მესამის (1172-1196 წწ) შეკვეთით, რომელიც კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე იზრდებოდა. მაგრამ უნგრელ ისტორიკოსთა უდიდეს ნაწილს მაინც მიაჩნია, რომ უნგრელთა წმიდათაწმიდა რელიკვია — სამეფო გვირგვინი პირველად სწორედ იშტვანმა დაიდგა თავზე.

მეფე იშტვანის სამეფო გვირგვინი
მეფე იშტვანის სამეფო გვირგვინი

უნგრელთათვის გვირგვინს საკრალული მნიშვნელობა ჰქონდა: თუ სხვა სამეფოებში მონარქის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრე მაშინვე მეფე ხდებოდა და კურთხევას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, უნგრეთში მემკვიდრე მხოლოდ მაშინ იღებდა ძალაუფლებას, როცა იგი თავზე წმინდა იშტვანის გვირგვინს დაიდგამდა. მეფის გარდა წმინდა რელიკვიის ხელის ხლება მხოლოდ ორ პირს შეეძლო — სასახლის მაჟორდომსა და ესტერგომის არქიეპისკოპოსს.

ძვირფასი თვლებით შემკულ გვირგვინს ზემოდან მაცხოვრის ხატი ამშვენებს, რომელშიც ჯვარია ჩასმული. ჯვარი XVII საუკუნემდე სწორად იდგა, მაგრამ შემდეგ რაღაც მანიპულაციებით გადაიხარა. გვირგვინის გარშემო წმინდანთა და ბიზანტიის იმპერატორთა გამოსახულებებია, რის გამოც ის აქამდე ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად მიიჩნეოდა. თუმცა ბოლო დროს ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დადგა.

უნგრელ პუბლიცისტსა და ხელოვნებათმცოდნე კადარ ზოლტანს მიაჩნია, რომ მეფე იშტვანის გვირგვინი გაცილებით ძველია და რომ ის ადრეულ საუკუნეებში დასავლეთ საქართველოშია დამზადებული. ზოლტანის თქმით, იშტვანის მეფობის დროს გვირგვინი ხელმეორედ შეუმკიათ ქართველებს, კერძოდ, ხახულის ხატის ოსტატებს. სწორედ ამით აიხსნება გვირგვინზე არსებული მონარქის მედალიონსა და ხახულის ტრიპტიქონს შორის დიდი მსგავსება.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვერსიაა და ძნელია გადაჭრით იმის თქმა, რომ უნგრელთა უწმიდესი რელიკვია ხახულის კარედის შემქნელების ნახელავია, მაგრამ ორივე სიწმინდეზე გამოსახული ფიგურები ერთ ხელწერაზე მეტყველებს და ამიტომაც იბადება არაერთი კითხვა.

***

უცნაურია, მაგრამ კიევის რუსეთის არაერთი საკულტო ნაგებობის მხატვრული გაფორმება ძალიან ახლოსაა მის თანადროულ ქართულ დეკორთან. აშკარაა, რომ ქართველი ოსტატები შორეულ ქვეყნებშიც (კიევის რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) მოღვაწეობდნენ. ამის დასტურად გამოდგება კიევში დაცული ერთ-ერთი უძველესი ისტორიული წყარო — კიევის მღვიმეთა მონასტრის მამათა ცხოვრების ანალები, „კიევ-პეჩორის პატერიკი“, სადაც აღწერილია XI საუკუნის მიწურულის ერთი ეპიზოდი.

მამათა ცხოვრების აღწერილობაში არის ისტორია მღვიმეთა მონასტრის მთავარი ტაძრის აგებისა და მოხატვის შესახებ. ცნობა კიევში მოზაიკის ქართველი ოსტატების საქმიანობის შესახებ დაუცავს XV საუკუნის ორ ხელნაწერს — არსენისა და კასიანეს ნუსხებს.

მეტად უცნაური ისტორიის მიხედვით, კონსტანტინოპოლიდან კიევში მხატვრები და მოზაიკის ოსტატები ჩასულან და კიევის მღვიმეთა მონასტრის წინამძღვრისთვის სტუმრობის მიზანი უცნობებიათ: ჩვენ ჩამოვედით, რათა შეთანხმების თანახმად შეკვეთილი სამუშაო შევასრულოთო.

მონასტრის იღუმენი გაოცებულა – ჩვენ არავინ გამოგვიგზავნია კონსტანტინოპოლში, ვინ მოგირიგდათ და როდისო. მხატვართა ამქრის უფროსს განუმარტავს მისთვის, რომ მონასტრის წარმომადგენლები წინა წელს გარიგებიან მხატვრებს და ბეც კი გადაუხდიათ მცირე მოცულობის საყდრის მოსახატად. მაგრამ რადგან მღვიმეთა მონასტრის მთავარი ტაძარი გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ოსტატებმა თავადვე თქვეს უარი სამუშაოს შესრულებაზე — ისინი მზად იყვნენ, ბე დაებრუნებინათ და კონსტანტინოპოლში გაბრუნებულიყვნენ.

მაშინ საგონებელში ჩავარდნილმა წინამძღვარმა ნიკონმა სთხოვა მხატვრებს, აღეწერათ, ვინ ესტუმრა მათ მონასტრის სახელით. მხატვრებმაც მარტო გარეგნულად კი არ დაახასიათეს ორი პიროვნება, არამედ მათი სახელებიც გაიხსენეს. 

მაშინ წინამძღვარმა იკონომოსი იხმო და რაღაცის მოტანა დაავალა. ეს უკანასკნელი მალევე დაბრუნდა და ორი ღვთისმსახურის გამოსახულება მოიტანა. როგორც კი მხატვრებმა თვალი შეავლეს მათ, მყის წამოიძახეს – სწორედ ესენი იყვნენ, ამას ანტონი ერქვა, ამას კი თეოდორეო.

მაშინ წინამძღვარს უთქვამს, ეს ღირსი მამები უკვე რამდენიმე ათეული წელია ცოცხლები აღარ არიანო. ამის გამგონე მხატვრები ისე შეძრწუნებულან, რომ მაშინვე უსასყიდლოდ დათანხმებიან მთელი ტაძრის მოხატვას.

ძნელი სათქმელია, მართლა მოხდა ეს ამბავი, თუ ყველაფერი კიეველი ბერის ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ფაქტად რჩება ის ამბავი, რომ ხსენებულ ტაძარში მოხატვაცა და მოზაიკაც კონსტანტინოპოლიდან ჩამოსულ ოსტატებს შეუსრულებიათ, რომელთა შორის ქართველებიც ყოფილან. წყაროში ისინი ორჯერ არიან ნახსენები.

არსებობს ვერსია, რომ მონასტერში სამხატვრო სამუშაოებს ბერძნები ასრულებდნენ, მოზაიკას კი ქართველი ოსტატები. იმ ეპოქაში ისინი ნამდვილად შეუდარებელნი იყვნენ ამ საქმეში და მათ ნახელავს ბადალი ძნელად თუ მოეძებნებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი შეუვალი ავტორიტეტის გამო დაიქირავეს თავად ბერძნებმა ქართველი ოსტატები კონსტანტინოპოლშივე.

კიევის მღვიმეთა მონასტრის მამათა ცხოვრებაში დაცული უნიკალური ცნობა კიდევ ერთხელ ადასტურებს დამკვიდრებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ XI-XII საუკუნეთა რუსულ საეკლესიო არქიტექტურაში ნამდვილად არსებობს ქართული ხუროთმოძღვრული ელემენტები.

336
თემები:
იცით თუ არა, რომ... (381)
გაეროს შტაბბინა

მოსაზრება: აშშ მზადაა დაშალოს გაერო

19
(განახლებულია 20:13 23.09.2020)
გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ყველაზე მეტი ინტერესი კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა.

ირინა ალქსნინი

დისტანციური ვიდეოფორმატი, რომლის მეშვეობითაც იღებენ მსოფლიო ლიდერები მონაწილეობას გაეროს გენასამბლეის საიუბილეო, 75-ე სესიაში, უნებურად უფრო მეტ ინფორმაციასა და საფიქრალს იძლევა, ვიდრე მათი ტრადიციული გამოსვლები ორგანიზაციის ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში. ანტურაჟიც კი, რომელშიც იმყოფებიან სახელმწიფოთა ლიდერები, მეტად სიმბოლურია.

ყველაზე მეტი ინტერესი დღეს კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა. დონალდ ტრამპის სიტყვა კიდევ ერთ წინასაარჩევნო ღონისძიებად იქცა, რომელშიც ხაზგასმული იყო არა მარტო მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი —  ანტიჩინური მიმართულება, არამედ ამერიკის ლიდერის გაეროსადმი ქედმაღლურ–დამამცირებელი დამოკიდებულებაც.  

ტრამპმა სიტყვა თეთრი სახლის ჩვეულ პრეს-ვითარებაში წარმოთქვა, სახელმწიფო დროშისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის დროშის ფონზე — ყოველგვარი იმაზე მინიშნების გარეშე, რომ მისი სიტყვის ადრესატი არათუ გაერო, არამედ თუნდაც საერთაშორისო აუდიტორია იყო.

ამერიკის ლიდერმა მანამდე არაერთგზის განაცხადა, რომ ვინაიდან მისი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფინანსებელი ყველაზე მსხვილი წყაროა, ამიტომ ის ვაშინგტონის ქვეშევრდომია და ვალდებულია შეასრულოს მისი განკარგულებები.

ეჭვგარეშეა, მისი წინამორბედებიც ანალოგიურად ფიქრობდნენ, მაგრამ ტრამპი პირველი აღმოჩნდა, ვინც თავს უფლება მისცა, ამგვარი პოზიცია ღიად დაეფიქსირებინა და თანაც დასჯით დამუქრებოდა ურჩობის შემთხვევაში. ასე რომ, მის მიერ დღევანდელი გამოსვლის გამოყენება საარჩევნო კამპანიის ამოცანების გადასაჭრელად სრულად ჯდება ამგვარი მიდგომის ჩარჩოში.

რუსულმა მედიასაშუალებებმა შენიშნეს, რომ ამერიკის პრეზიდენტს არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი. სამაგიეროდ ჩინეთი დასახელდა თორმეტჯერ (სხვათა შორის, „შეერთებულმა შტატებმა“ მხოლოდ ათჯერ გაიჟღერა). სწორედ ეს გამომწვევი, პირდაპირ სკანდალური ანტიჩინური სული იყო ტრამპის სიტყვის არსი. მარტო პეკინის დასჯის მოწოდება რად ღირდა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ან სიტყვაში „ჩინური ვირუსის“ გამოყენება.  

ამერიკული მოხსენების ხაზგასმით კონფრონტაციული ხასიათი ეწინააღმდეგება გაეროს ტრადიციებსა და დაუწერელ კანონებს. მაგრამ პეკინი აშკარად ელოდებოდა მსგავს დემარშს. და საქმე მარტო ის არაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის გამოხდომებს ელვისებურად მოჰყვა ჩინეთის წარმომადგენლის პასუხი.

სი ძინპინის სიტყვა მიმდინარე მომენტის ყველაზე მწვავე პრობლემებს ეძღვნებოდა (უპირველესად, რაღა თქმა უნდა, COVID-19-თან მსოფლიო ბრძოლას) და ჩვეულ აწონილ ტონში იყო „გამოყვანილი“.

თუმცა ეს კია, ქვეყნის ლიდერი ჩინეთის დიდი კედლისა და ჩინური მკაცრი ბუნების მასშტაბური გამოსახულების ფონზე იჯდა. ძნელი იყო არ გაგეგოთ კომპოზიციაში ჩადებული გამჭვირვალე სიმბოლური ქვეტექსტი: სი ძინპინის ზურგს უკან დგას უზარმაზარი უძველესი ქვეყანა, რომელიც მზადაა გაუძლოს ნებისმიერ გარე საფრთხეს.

ამერიკული და ჩინელი კოლეგების კონტრასტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა ყველაზე ტრადიციული ჩანდა: დაწყებული პუტინის მიერ წამოწეული, თანამედროვეობის ფუნდამენტური პრობლემების ფართო სპექტრიდან, დასრულებული ხაზგასმული „გაეროული“ ანტურაჟით, რომლის ფონზეც ის საუბრობდა. დაცული იყო რუსეთის ლიდერის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ისეთი თავისებურებაც, როგორიცაა ტექსტის ფურცლიდან კითხვა და არა ტელესუფლიორის გამოყენება.

პუტინი საუბრობდა გაეროს როლის მნიშვნელობაზე პლანეტაზე სტრატეგიული სტაბილურიბის მხარდაჭერაში, ისტორიის დამახინჯების დაუშვებლობაზე, შეიარაღებაზე კონტროლის შენარჩუნების აუცილებლობასა და, რაღა თქმა უნდა, კოლექტიური საერთაშორისო ძალისხმევების მნიშვნელობაზე კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში და მის სოციალურ–ეკონომიკურ შედეგებზე.

არსობრივადაც და ფორმითაც ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის სიტყვა, რომლის ქვეყანაც უბრალოდ თვალს ადევნებს მსოფლიოს მორიგ ქაოსის ეპოქაში ჩაძირვას და, ამასთან, ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ არ დაუშვას ყველაზე საშინელი შედეგი.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ 75 წლის განმავლობაში არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის, დიალოგისა და ურთიერთგაგების სისტემას გასულ ჯერზე საშინელი ფასი გადაეხადა. და რუსეთი, რომელმაც მაშინ მასში დიდი წვლილი შეიტანა, ბოლომდე იქნება ნორმალურობისა და ჯანსაღი აზრის პატარა კუნძული, რომლის იმედიც პლანეტას ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

19
თეთრი სახლი

მოსაზრება: რატომ განუახლა შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები

30
(განახლებულია 19:32 22.09.2020)
შეერთებულმა შტატებმა ანტიირანული სანქციები სრული მოცულობით აღადგინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს იმით ახსნა, რომ თეირანი არ ასრულებს „ბირთვული შეთანხმების“ პირობებს.

გალია იბრაგიმოვა

გაეროსა და ევროკავშირში ამერიკელთა არგუმენტები დამაჯერებლად არ ჩათვალეს და უარი თქვეს, შეერთებოდნენ ვაშინგტონს. რისკენ ისწრაფვის თეთრი სახლი და რა პოზიცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებას?

ცალმხრივი ზეწოლა

„გაეროს უშიშროების საბჭომ არ გაუხანგრძლივა ირანს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო. მაგრამ აშშ უმოქმედოდ არ რჩება და სანქციები დააბრუნა. თუმცა ამჯერად არა მარტო თეირანის, არამედ ემბარგოს ყველა დამრღვევის მიმართ“, — განაცხადა მაიკ პომპეომ და მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონს.

მაგრამ რეაქცია საპირისპირო გამოდგა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა („ევროსამეული“) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც თეთრი სახლის ნაბიჯებს გმობდნენ.

„აშშ ირანულ პროგრამაზე მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმიდან 2018 წლის 8 მაისს გავიდა და აღარ მიიჩნევა „გარიგების“ მონაწილედ. ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონის არანაირ გადაწყვეტილებას არ აქვს იურიდიული ძალა“, — აღნიშნეს „ევროსამეულის“ მინისტრებმა.

პარიზი, ბერლინი და ლონდონი, პირიქით, სანქციების შესუსტებას განაგრძობენ. მინისტრების თქმით, ირანისთვის შეზღუდვების მოხსნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციითა გათვალისწინებული. ამ დოკუმენტმა ოფიციალურად დაამტკიცა 2015 წელს შეთანხმებული „ბირთვული გარიგება“.

„ჩვენ გამუდმებით ვუჭერდით მხარს მის შენარჩუნებას და განვაგრძობთ ამის კეთებას“, — ხაზი გაუსვეს ევროპელებმა.

ევროპული დაპირებები

დონალდ ტრამპი „გარიგებიდან“ ორი წლის წინ გავიდა და მიზეზად ის დაასახელა, რომ თეირანი ფარულად ავითარებს ბირთვულ პროგრამას. მას არანაირი მტკიცებულებები არ მოუყვანია, თუმცა სანქციების დაბრუნება კი მოითხოვა.

რუსეთმა, ჩინეთმა და ევროპელებმა ეს დაგმეს და ხაზი გაუსვეს, რომ დოკუმენტი აშშ-ის გარეშეც განაგრძობს მოქმედებას. გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სპეციალური კანონიც კი მიიღეს, რომელიც კომპანიებს ირანთან თანამშრომლობის უფლებას ანიჭებს. იმისათვის, რომ ბიზნესს აშშ-ის ზეწოლისა არ შეშინებოდა, განსაკუთრებული საფინანსო მექანიზმი INSTEX-იც კი შეიმუშავეს.

თუმცა, ეფექტი შეზღუდული აღმოჩნდა. კომპანიები მაინც ტოვებდნენ ირანის ბაზარს და ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა მკვეთრად დაეცა. თეირანთან თანამშრომლობა ჩინელებმაც კი გაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა დაგმო ამერიკული სანქციები.

ირანის ხელისუფლებამ მოლოდინის რეჟიმი აირჩია იმის იმედით, რომ ევროპელები მოახერხებდნენ ვაშინგტონის დარწმუნებას – არ დაეთრგუნა ბიზნესი. მაგრამ იმის კვალდაკვალ, თუ როგორ გადიოდნენ უცხოური კომპანიები ქვეყნიდან, ხოლო ვაშინგტონის შერბილების იმედი ქრებოდა, თეირანმა ბირთვულ პროგარამაზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

ფორმალურად მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA) მუშაობს, მაგრამ „გარიგების“ მონაწილეთა ურთიერთბრალდებები მისდამი ნდობას ანგრევს. თეირანის უარს, დაიცვას დოკუმენტის პირობები, ვაშინგტონი „აიათოლების რეჟიმზე“ ახალი შეტევის ახალ არგუმენტად იყენებს.

„ემბარგოს გაუქმება არ უნდა დაიშვას“

ყველაზე მეტად ამერიკელები იმას უფრთხიან, რომ 18 ოქტომბერს თეირანს იარაღზე ემბარგო მოეხსნება. ამ შიშებს ირანის მეზობლები კიდევ მეტად ამწვავებენ.

მაგალითად, ისრაელი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და კუვეიტი მიუთითებენ, რომ აკრძალვების გაუქმების შემდეგ ისლამური რესპუბლიკა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და თანამედროვე გამანადგურებლებს შეიძენს რუსეთისა და ჩინეთისგან. ეს გააძლიერებს ირანს და რეგიონში ვითარებას გაართულებს. იმისათვის, რომ ასეთი სცენარი არ დაუშვან, თეირანის მოწინააღმდეგეები აშშ-ის გავლით მოქმედებენ.

აგვისტოში ამერიკელებმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს რეზოლუცია იარაღის ემბარგოს გახანგრძლივების თაობაზე და ეს იმით გაამყარეს, რომ თეირანი „ჰესბოლას“ აიარაღებს ლიბანსა და სირიაში, ასევე შიიტ ბოევიკებსაც აწვდის იარაღს ერაყში, რომლებმაც არაერთხელ მოაწყვეს შეჯახება ადგილობრივ სამხედროებთან.

„ევროსამეული“ ამერიკელების შიშებს იზიარებს, მაგრამ მათ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. რუსეთმა და ჩინეთმა კი მიანიშნეს, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის ყველა ძალისხმევას დაბლოკავენ. ირანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ასეთი რეზოლუცია საბოლოოდ დაუსვამს ჯვარს „ბირთვულ გარიგებას“.

გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო ამერიკული პროექტი. მაგრამ უკვე ერთი კვირის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც თითქოს ადასტურებდა, რომ თეირანი „გარიგებით“ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევდა. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი დადგენილ ნორმაზე 300 კგ-ით მეტი დააგროვა.

მაიკ პომპეო არ მალავდა, რომ ვაშინგტონს სანქციების სრული მოცულობით აღდგენა სურდა. უშიშროების საბჭოში მათ შეახსენეს: აშშ-ს არ შეუძლია იმსჯელოს „გარიგების“ პირობების დაცვაზე, ვინაიდან ის იქიდან გავიდა. ამერიკელებმა კი უპასუხეს, რომ ისინი კვლავინდებურად რჩებიან მათ შორის, ვინც რეზოლუცია 2231 დაამტკიცა და, შესაბამისად, ინარჩუნებენ სანქციების უფლებას.

ამასთან მიუთითეს, რომ, „გარიგების“ თანახმად, თუ ირანის მიმართ საჩივრის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში ზომებს არ მიიღებდნენ, სანქციები აღდგებოდა. ვადა 20 სექტემბერს ამოიწურა.

მოლოდინის დიპლომატია

„გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში უშიშროების საბჭოში კონსენსუსის არარსებობას დაეყრდნო და ამერიკული სანქციების აღდგენას წინააღმდეგობა გაუწია. ამერიკულ გადაწყვეტილებას იგნორირებით უპასუხეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოშიც, ევროპაში კი მკვეთრად გააკრიტიკეს. ვაშინგტონი საკმაოდ დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, — მიაჩნია ექსპერტ ანდრეი ბაკლიცკის.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკულმა სანქციებმა მაინც დააფრთხოს უცხოური ბიზნესი. თუ ოქტომბერში იარაღის ემბარგო გაუქმდება, კომპანიებიდან ბევრი მაინც არ მოისურვებს ირანთან ვაჭრობას. აშშ-ის ზეწოლის ქვეშ აღმოჩენის საფრთხე გადაწონის. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი ვაშინგტონის ქმედებები მეტისმეტი ჩანს.  

„ევროპული კანონმდებლობა იარაღის ემბარგოს 2023 წლამდე მოიაზრებს. ამიტომ საერთაშორისო აკრძალვების მოხსნის შემთხვევაშიც კი ევროკავშირი ვერ შეძლებს თეირანთან თანამშრომლობას ამ სფეროში. რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო საინტერესოა. ამ ქვეყნების ის კომპანიები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ირანისთვის იარაღის მიყიდვა, უკვე სანქცირებული არიან. მათ არავინ უშლის ხელს, დადონ პომპეზური გარიგებები თერანთან ემბარგოს მოხსნის შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თაირანი იარაღს მაშინვე მიიღებს, მაგრამ აშშ-ის მორალური მარცხი აშკარა იქნება“, — მიაჩნია ბაკლიცკის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რაფაელ სატაროვი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეირანმა აშშ-ის ცალმხრივ სანქციებზე თავშეკავებული რეაქცია გამოავლინა. მისი თქმით, ირანის ხელისუფლებას არ სურს ვითარების გამწვავება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

„ისლამურ რესპუბლიკას ესმის, რომ აშშ-ის მიმართ ნებისმიერი მკვეთრი გამონათქვამი მხოლოდ ზიანს მიაყენებს. ტრამპი მაშინვე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ირანთან მორიგ კრიზისს და რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებს. გარდა ამისა, ახლა ევროპა, რუსეთი, ჩინეთი და გაერო ირანის მხარეს არიან. სიტყვიერ კონფრონტაციას აზრი არ აქვს. ხოლო ცალმხრივ სანქციებს საერთაშორისოდ აღიარებული კანონიერი ძალა არ აქვს“, — ამბობს სატაროვი.

გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ აშშ-ის შემდგომი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ამერიკელები შეძლებენ დაუბრუნდნენ „გარიგებას“. მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში ირანის ირგვლივ ვითარება შეიცვალა და ამიტომ „გარიგებაში“ დაბრუნება არც ისე მარტივი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

30
მთავარი პროკურატურა

დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე - სკანდალი ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არ წყდება

0
გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატის მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გამო აღშფოთება არაერთმა იურისტმა გამოთქვა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ათზე მეტი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან კოლეგის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

გუშინ საგამოძიებო ორგანოებმა მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონი ამოიღეს უსაფრთხოების საკითხთა არასამთავრობო ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერის შესამოწმებლად, რომელმაც ადვოკატს გადასცა თანამგზავრიდან გადაღებული, იმ ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც 23 წლის დაღუპული პროგრამისტის მანქანა იპოვეს.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარებული მიხეილ რამიშვილის მიმართ მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია.

იურისტები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე მსგავსი ფორმით დაკითხვა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის პოზიცია

აქციას შეუერთდა თეონა თამაზაშვილიც - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. მისი თქმით, გამოძიება, გოგონას მკვლელების ვინაობის დადგენის ნაცვლად, ებრძვის ადვოკატს და ცდილობს, ის საქმეს ჩამოაშოროს.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, ვინ მიაწოდა მას იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე, თამაზაშვილმა მიუგო, რომ ამის შესახებ ინტერნეტში წაიკითხა, ფურცხვანიძემ კი სტატია ინგლისურ ენაზე უკვე ამის შემდეგ გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია  ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა ასევე, რომ დარწმუნებულია ფოტოების ავთენტურობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მას საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს, ის დაიჯერებს, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

რა მოხდა დაკითხვაზე

დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უპასუხა კითხვებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი კი პროკურატურის საქმეა. მისი თქმით, ყველა კითხვა მის მიმოწერას ეხებოდა.

„კითხვები იყო, მიწერ-მოწერაში რა რას ნიშნავდა, მე ხომ არ შევუკვეთე, ვიცოდი თუ არა, რომ სურათები იყო გაყალბებული. პასუხები ეძებეთ, ვინ არის გამყალბებელი, საიდან გავიცანი ეს ადამიანი (ფურცხვანიძე - რედ.). გამოძიებას არაფერი ხელი არ შეშლია, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა ხელი შეშლილი, რადგან არასწორად მიდიოდა, დღესაც არასამართლიანად გრძელდება, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ხაზგასმით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იქ, სადაც იპოვეს.

რადგან ფურცხვანიძის მიერ წარმოდგენილი ფოტოები, ბრალდების განცხადებით, ყალბია, რამიშვილი პროკურატურისგან ელოდება თანამგზავრიდან გადაღებულ სხვა ფოტოებს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ფურცხვანიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 30 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამ ფოტოების ექსპერტიზის სარწმუნო შედეგს ჩამოიტანს. 

პროკურატურის პოზიცია

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებამ დასვა მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კითხვა.

„ვიდრე რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში განაცხადებდა წყაროს ვინაობას, თქვენთან, მედიასთან საჯაროდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, შეატყობინა, რომ აპირებდა მის დასახელებას. ასევე, მისი ვინაობა ინფორმირებული გახადა თქვენთვის, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ დღესვე, როდესაც დაასახელა დავით ფურცხვანიძე, დავიწყეთ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ეხებოდა ფურცხვანიძის სახლის და ოფისის ჩხრეკას“, – განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა აღნიშნა ასევე, რომ დავით ფურცხვანიძე ერთადერთი ადამიანია ამ საქმეში, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, მათ შორის, ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხზე.

რაც შეეხება ფურცხვანიძისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას, გუმბერიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ამ ეტაპზე კი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

0
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები