სცენა სპექტაკლიდან რიგითები

მარად ცოცხლები: გრიბოედოვის თეატრი და მეორე მსოფლიო ომი

104
(განახლებულია 23:13 07.05.2020)
ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულმა დრამატულმა თეატრმა და საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირმა „რუსკი კლუბმა“ მზადება, რა თქმა უნდა, წინასწარ დაიწყეს.

ნინა შადური სპეციალურად „Sputnik-საქართველოსთვის“

9 მაისს თეატრის დიდ სცენაზე საავტორო სიმღერების VI საერთაშორისო ფესტივალის გალა–კონცერტი „ომის სიმღერები“ 15 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით უნდა გამართულიყო, მაყურებელი კი საჩუქრად მიიღებდა "რუსკი კლუბის" მიერ გამოცემულ ვლადიმირ გოლოვინის წიგნს „ჩემს უკან ჩემი თბილისი იდგა. საქართველო მეორე მსოფლიო ომში“. 

ახალგაზრდა მსახიობის თეატრ-სტუდია „ოქროს ზღურბლმა“, რომელსაც საქართველოს დამსახურებული არტისტი ირინა კვიჟინაძე ხელმძღვანელობს, ჩვენებისთვის მოამზადა ნიკა კვიჟინაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „შროშანი და გვირილა“.  კვიჟინაძის პიესა პირველ სიყვარულსა და პირველ მწუხარებაზეა, რომლის სახელიცაა ომი.  

თეატრის დიდ ფოიეში მზად იყო გასახსნელად ორი გამოფენა სახელწოდებით „მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის სპექტაკლები“ და „როდესაც ომი მძვინვარებდა. ბულატ ოკუჯავას იუბილესადმი“.

თუმცა, პანდემიამ და მსოფლიოსა და საქართველოში მასთან დაკავშირებულმა საგანგებო მდგომარეობამ ყველა პროექტი გაურკვეველი დროით გადაავადა. თუმცა, მათგან თუნდაც ერთი აქ, ამ გვერდზე ნაწილობრივ რეალიზდება.

საუბარია გრიბოედოვის თეატრის მიერ ომის თემაზე დადგმულ სპექტაკლებზე, რომელსაც თეატრი უკვე 75 წელია უცვლელად უბრუნდება. ომი ხომ ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია, გამარჯვება - დიდი სიხარული, ომის გმირები კი, როგორც ადრე ვიქტორ როზოვმა თქვა – „მარად ცოცხლები“.

ამ სპექტაკლების სერიას ხსნის ლეონიდ ლეონოვის პიესის მიხედვით გიორგი ტოვსტონოგოვის დადგმა „ლენუშკა“. პიესა 1943 წელს დასრულდა, ნოემბერში კი გრიბოედოვის თეატრში მისი პრემიერა გაიმართა – ქვეყანაში „ლენუშკას“ პირველი დადგმა. 

ეს იყო ახალი ტიპის სახალხო ტრაგედია – კოლექტიური მთავარი გმირით, რომელიც დამპყრობლებს შესაბამის პასუხს აძლევს. და იმავე დროს – ტრაგიკული ისტორია იმის შესახებ, თუ რამდენი ახალგაზრდას სიცოცხლე ეწირება ომს. პიესის დასაწყისში მთავარ გმირს უწინასწარმეტყველებენ: შენ შეიყვარებ, მაგრამ მას მოკლავენ. ასეც მოხდა: მას ახალგაზრდა ლეიტენანტი შეუყვარდა, რომელიც წამებით მოკვდა.

1956 წელს გრიბოედოვის სახელობის თეატრმა დადგა სპექტაკლი „სიყვარული სამუდამოდ“, რომელიც ვიქტორ როზოვის პიესის „მარად ცოცხლები“ მიხედვით დაიდგა. დავძენთ, რომ გრიბოედოვის თეატრმა თავისი დადგმით აჯობა მოსკოვის თეატრ „სოვრემენიკს“, ლენინგრადის კომისარჟევსკის სახელობის თეატრს და, რა თქმა უნდა, ფილმს „მიფრინავენ წეროები“. პიესა მერი ოლშანიცკაიამ დადგა, მთავარი როლი კი ნატალია ბურმისტროვამ შეასრულა. 

Актриса Наталья Бурмистрова
photo: courtesy of Griboedov Theatre
მსახიობი ნატალია ბურმისტროვა

გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მიმომხილველმა მსახიობის თამაში ასე აღწერა: „არის სცენები სპექტაკლში, სადაც ბურმისტროვა დიდ დრამატიზმს აღწევს, რითიც მაყურებელს იპყრობს. იგი უსმენს ფრონტიდან დაბრუნებულ ვლადიმირის მონათხრობს ბორისის დაღუპვის შესახებ. ვლადიმირის საკმაოდ გრძელი მონოლოგის მანძილზე მას არც ერთი სიტყვა, არც ერთი რეპლიკა არ აქვს. და როგორ გადმოსცემს მსახიობი ამ წუთების ტრაგიზმს! ვერონიკა ბიჭს თვალს არ აშორებს. რამდენი წუხილი, იმედი, შემდეგ კი სევდაა ამ თვალებში. ლოყაზე ნელა ეცემა ცრემლის ერთი წვეთი“. 

Сцена из спектакля Барабанщица
photo: courtesy of Griboedov Theatre
მსახიობი ნატალია ბურმისტროვა

ოთხი წლის შემდეგ კი ნატალია ბურმისტროვა მთავარ როლს ითამაშებს აფანასი სალინსკის სპექტაკლში Барабанщица და, შეიძლება ითქვას, თბილისი აღაფრთოვანა!

მთავარი გმირი ნილა სნიჟკო ცუდი რეპუტაციის გოგონაა, ყველამ იცის მისი ფაშისტებთან კავშირის შესახებ და ამის გამო ვერ იტანენ მას. სინამდვილეში კი იგი მტრის ზურგში სპეცდავალებას ასრულებს.

„ამ დრამატულ და ერთდროულად რომანტიკულ სპექტაკლში ყველაფერი მშვენიერი იყო – ანატოლი ვიპმანის დადგმა, ევგენი დონცოვის სცენოგრაფია და სამსახიობო შესრულება. და, მაინც, მაყურებელზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ნატალია ბურმისტროვამ მოახდინა. 

„თეატრალებს დღესაც ახსოვთ მისი შეუდარებელი ცეკვა Барабанщица-ში. ეს იყო სილამაზის, სცენური მომხიბვლელობისა და მსახიობური ოსტატობის უზადო შერწყმა“, – წერდა ჟურნალისტი, თეატრმცოდნე ნელი უზნაძე. 

Актриса Наталья Бурмистрова
photo: courtesy of Griboedov Theatre
მსახიობი ნატალია ბურმისტროვა

„ამ სპექტაკლის შემდეგ ქალაქის მამაკაცების ნახევარზე მეტი ნატალია მიხაილოვნაზე იყო შეყვარებული“, – აღიარა კოტე მახარაძემ. – შეყვარებულთა შორის ვიყავი მეც. მან თავისი ნიჭით, გარეგნული მონაცემებითა და პლასტიკით ყველა მოხიბლა“.

„მისი Барабанщица ბევრისთვის გმირობისა და სილამაზის სიმბოლო გახდა“ , – ამბობდა გიგა ლორთქიფანიძე. „ისე მოხდა, რომ სპექტაკლის ნახვა რუსეთის სხვადასხვა თეატრებში მომიწია და მქონდა შედარების გაკეთების შესაძლებლობა, – წერდა დრამატურგი პიოტრ ხოტიანოვსკი. – შემიძლია გულზე ხელი დავიდო და ვთქვა, რომ ბურმისტროვას სნიჟკო ყველაზე საუკეთესო იყო".

ამის ახსნა მარტივია – სხვებს არ ჰყავდათ თბილისელი ტემპერამენტიანი მაყურებელი, განსაკუთრებით, მამაკაცთა ნაწილი, რომლისგანაც მსახიობზე ძლიერი ენერგეტიკული ტალღა მოდიოდა და მსახიობიც დარბაზს ამ ენერგეტიკას ნიჭიერებითა და სილამაზით უბრუნებდა. 

Мавр Пясецкий и Ариадна Шенгелая в спектакле Дневник Анны Франк
photo: courtesy of Griboedov Theatre
არიადნა შენგელაია სპექტაკლში "ანა ფრანკის დღიური"

გავიდა ოთხი წელი და გრიბოედოვის სცენაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი აინთო. სპექტაკლში „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც მედეა კუჭუხიძემ დადგა, არიადნა შენგელაიას დებიუტი შედგა, რომელმაც სრულიად დაიპყრო თბილისელი მაყურებელი.

სპექტაკლითა და მსახიობის თამაშით იმდენად მოიხიბლა დიდი აკაკი ხორავა, რომ თავისი რეცენზიაც კი გამოაქვეყნა. „მეორე მსოფლიო ომი დიდი ხანია დამთავრდა, მაგრამ დაღუპულთა სისხლით გაჟღენთილი მიწა ამ დრომდე არ გაშრა, – წერდა ხორავა. - სამწუხაროდ, ჩვენი თეატრების რეპერტუარში საკმაო ადგილი არ ეთმობა მშვიდობისთვის ბრძოლის თემას. და თუ აქა–იქ მსგავსი სპექტაკლები ჩნდება, მათ აკლიათ დამაჯერებლობა, მუხტი...“ 

Сцена из спектакля Дневник Анны Франк
photo: courtesy of Griboedov Theatre
სცენა სპექტაკლიდან "ანა ფრანკის დღიური"

ამ თვალსაზრისით გამოირჩევა გრიბოედოვის თეატრის მიერ დადგმული „ანა ფრანკის დღიური“. სპექტაკლში არ არიან ფაშისტები, არ ისმის ავტომატების ხმა, არ ჩანს სისხლისღვრა, არც ადამიანური წამების მეთოდები, მაგრამ მაინც ნათლად იგრძნობა ომის საშინელება, დაუნდობლობა, ნაცისტური სისასტიკე... 

მედეა კუჭუხიძემ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1962 წელს დაამთავრა. გრიბოედოვის თეატრში იგი „ანა ფრანკის დღიურის“ დადგმისთვის მიიწვიეს და არჩევანში არც შემცდარან – დიდ სცენაზე ახალგაზრდა მსახიობის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. ჩანს, რომ რეჟისორს კარგად ესმის, რომ სცენაზე მთავარი მსახიობი და მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეა. 

არაფერი ზედმეტი, ხელოვნური, ყველაფერში იგრძნობა რეჟისორის ხედვა... არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო არიადნა შენგელაიას თამაშით. ვფიქრობ, მაყურებელი დამეთანხმება თუ ვიტყვი, რომ ეს დადგმების გვირგვინია. იგი ჩვენს წინაშე წარდგა როგორც ძალზე ჭკვიანი, მიმზიდველი, მსახიობური ოსტატობით დაჯილდოებული. 

კარგი ხმა, ლამაზი გარეგნობა, მეტყველი თვალები, ტემპერამენტი, გულწრფელი სიტყვა და გააზრებული მოქმედებები, სცენის შეგრძნება, განცდების უშუალობა – ყოველივე ამის შერწყმა იშვიათად გვხვდება ერთ მსახიობში. მაგრამ სწორედ ასეთი წარდგა ჩვენს წინაშე არიადნა შენგელაია და ამან მსახიობს საშუალება მისცა ძალზე რთული ფსიქოლოგიური სახე შეექმნა.  

Сцена из спектакля Дневник Анны Франк
photo: courtesy of Griboedov Theatre
სცენა სპექტაკლიდან "ანა ფრანკის დღიური"

მისი ანა გონიერი, გულწრფელი, მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსეა. ჩვენ გვჯერა, რომ გოგონას შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მისგან ლიტერატურის ან ხელოვნების დიდი მოღვაწე გაიზრდებოდა. როცა მას უყურებ, არ იგრძნობა, რომ წინ მსახიობია, არა ეს ნამდვილი ანაა, იმდენად მართალი, რომ მისი თითოეული განცდა მაყურებლის გულამდე აღწევს, მასთან ერთად იცინი, წუხხარ, გიხარია. 

„როდესაც მის ბავშვურ საუბარს უსმენ, ცხოვრების წყურვილით სავსე თვალებში უყურებ, ხედავ მის მუდმივ სწრაფვას მზისკენ, სიხარულისკენ და წარმოიდგენ, რამდენი ასეთი ახალგაზრდა ქმნილება შთანთქა ფაშიზმმა, გული რისხვით გევსება და ამ დროს მზად ხარ საკუთარი ხელებით დაახრჩო ყველა, ვინც აპირებს ახალი ომის გაღვივებას“.

1975 წელს ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის მთავარმა რეჟისორმა ალექსანდრ ტოვსტონოგოვმა ალექსანდრ ფადეევის რომანის მიხედვით სპექტაკლი „ახალგაზრდა გვარდია“ დადგა. 

© photo: Sputnik
თეატრისა და კინოს მსახიობი არიადნა შენგელაია

ტოვსტონოგოვმა სპექტაკლში პრაქტიკულად თეატრის მთლიანი ახალგაზრდობა ჩართო და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდებზე სულის შემძვრელი რექვიემი შექმნა. როგორც ყოველთვის, რეჟისორმა შეძლო ისეთი სვლების, ინტონაციების მოძებნა, რომ სპექტაკლი მაყურებელს მიეღო არა როგორც ისტორიული ქრონიკა, არამედ ჩვენი თანამედროვეების შესახებ ცოცხალი მონათხრობი.

მან რომანიდან ის ეპიზოდები შეარჩია, სადაც თითოეული გვარდიელი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდება. „მათ, ვისაც სანდრო ტოვსტონოგოვის „ახალგაზრდა გვარდია“ ახსოვს, – წერს თეატრმცოდნე ლელა ოჩიაური, – ახსოვთ ისიც, როგორ შეაჯამა რეჟისორმა მეორე მსოფლიო ომის დროს ახალგაზრდა გვარდიელების სიცოცხლე და სიკვდილი და იდეოლოგიური პათოსი ომთან, ძალადობასთან ბრძოლის საკაცობრიო იდეაში გადაზარდა“. 

Сцена из спектакля Молодая гвардия
photo: courtesy of Griboedov Theatre
სცენა სპექტაკლიდან "ახალგაზრდა გვარდია"

სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე, საქართველოს სახალხო არტისტი ბორის კაზინეცი იხსენებს: „სპექტაკლი „ახალგაზრდა გვარდია“. შიშველი სცენა, კულისების გარეშე... აგურის უკანა კედლით – ეს რეჟისორული მიგნება ქმნიდა შეშფოთებისა და ბოროტების შეგრძნებას.

რეჟისორმა სპექტაკლი ისე დადგა, რომ მასში იდეოლოგიური პათოსი არ იყო, რასაც გვერდს ვერ აუვლიდა რომანის ავტორი ა. ფადეევი. სცენაზე ახალგაზრდების ჯგუფია, რომლებიც მტრის წინააღმდეგ დგანან საკუთარი ახლობლების, მეგობრების, მიწის და არა „სტალინის“ ან „პარტიისთვის“. 

Сцена из спектакля Молодая гвардия
photo: courtesy of Griboedov Theatre
სცენა სპექტაკლიდან "ახალგაზრდა გვარდია"

გრიბოედოვის თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესანიშნავი სპექტაკლები დაიდგა, როგორიცაა ამირან აბშილავას (რეჟისორი – ლერი პაქსაშვილი) „მთები, მთები კავკასიის“, ალექსეი დუდარევის (რეჟისორები – გიზო ჟორდანია, ლეილა ჯაში) „რიგითები“ და სხვ.  

Мариам Кития и Аполлон Кублашвили в спектакле Гетто
photo: courtesy of Griboedov Theatre
მარიამ კიტია და აპოლონ კუბლაშვილი სპექტაკლში "გეტო"

ბოლო წლების სპექტაკლებიდან აღნიშვნის ღირსია ჯოშუა სობოლას პიესის მიხედვით იოსებ ბარდანაშვილის (ისრაელი) მუსიკაზე ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმული მუსიკალური დრამა „გეტო“. პრემიერა 2010 წლის 10 მაისს ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით შედგა.

18 მაისს ამ სპექტაკლით გაიხსნა გრიბოედოვის თეატრის ახლად რესტავრირებული დიდი სცენა.

„პიესა 1942–43 წლების რეალურ მოვლენებს ეფუძნება და მოგითხრობთ მეორე მსოფლიო ომის იმ პერიოდზე, როდესაც ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ვილნიუსში, ებრაულ გეტოში პროფესიული თეატრი შეიქმნა. ეს სულის შემძვრელი, ტრაგიზმით სავსე ისტორიაა იმის შესახებ, როგორ ეწინააღმდეგებიან ბედს სასიკვდილოდ განწირული ადამიანები თავისი ხელოვნებითა და სიყვარულით.

ამ წლების მანძილზე სპექტაკლს ტაშს უკრავდა სტამბულის, ოდესის, სანქტ–პეტერბურგისა და ბაქოს მაყურებელი...  

Слава Натенадзе в спектакле Гетто
photo: courtesy of Griboedov Theatre
სლავა ნათელაძე სპექტაკლში "გეტო"

„მე ძალიან მიყვარს სპექტაკლი „გეტო“, – ამბობს კიტელის როლის შემსრულებელი აპოლონ კუბლაშვილი. – საკუთარ გმირს რთულად ვერგები. ყველაფერი გასაგებია, იგი –  გერმანელია, ისინი – ებრაელები და ერთმანეთის მტრები არიან. მაგრამ ამ როლში ვეძებ საშუალებას, რომ ჩემი პერსონაჟი გავამართლო. ვთამაშობ ისე, რომ ყველაფერი ნათელი იყოს: მას მართლა შეუყვარდება ებრაელი გოგო. პიესა, როგორც თქვენ იცით, ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული და მე, როგორ აგიხსნათ, ვცდილობ ვაჩვენო, რომ თავად გმირის პროტოტიპი გეტოს ტყვეებს არ დახვრეტდა, მას რომ ამის უფლება ჰქონოდა... მაგრამ... ასეა პიესა დაწერილი და მასზე არაფერია დამოკიდებული. მე ის ძალიან მეცოდება და ამ ტრაგიკული პერსონაჟისადმი პატივისცემის ნიშნად ეს როლი მთელი გულით ვითამაშე“. 

Сцена из спектакля Гетто
photo: courtesy of Griboedov Theatre
სცენა სპექტაკლიდან "გეტო"

დასასრულ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის სიტყვებით, რომლითაც დავიწყე ეს არცთუ დიდი სტატიების ციკლი თემაზე „გრიბოედოვის თეატრი და მეორე მსოფლიო ომი“. საქართველოში რუსული თეატრი შრომობდა და აგრძელებს შრომას ქვეყნის საკეთილდღეოდ. იგი ყოველთვის იდგა და დგას საკუთარი ხალხის გვერდით – წუხილსა თუ სიხარულში. ღმერთმა ქნას, რომ თეატრი და მისი ერთგული მაყურებელი ერთმანეთს მხოლოდ ბედნიერებას უზიარებდნენ. და არასოდეს – უბედურებას.

104
ჯო ბაიდენი

მოსაზრება: ბაიდენი დააზუსტებს, არის თუ არა მზად რუსეთი თვითმკვლელობისთვის

54
(განახლებულია 20:59 11.06.2021)
მოსალოდნელია თუ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის მეორე ცივი ომი, ჩაერთვება თუ არა მასში ევროპა და რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი – ამის შესახებ წერს რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დმიტრი კოსირევი.

დმიტრი კოსირევი

საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საკუთარ გვერდზე აქვეყნებს აღნიშნულ წერილს. 

„ასე სახელმწიფოები ომის წინ იქცევიან“, თითქოს სასხვათაშორისოდ შენიშნა საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკმა და დღეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მშვიდობიანმა პროფესორმა ანდრეი ბეზრუკოვმა ერთ-ერთი ტელედისკუსიისას.

საუბარია ამერიკის ადმინისტრაციის მართლაც სერიოზულ აქციაზე, რომელმაც ჯერ კიდევ თებერვალში დაუკვეთა კვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლით მომარაგების ჯაჭვის მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შესახებ. კვლევა ახლაღა დასრულდა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ევროპული ტურნეს წინ, რომლის ფარგლებშიც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმის პუტინსაც შეხვდება.

იმის შესახებ, რომ ჟენევაში ეს შეხვედრა მხოლოდ ნაწილია მსოფლიო არენაზე აშშ-ის დიდი ხნის წინ მომწიფებული და სერიოზულად შეცვლილი კურსისა, ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ამერიკის მოწყვლადობას, ის, კვლევის შედეგების თანახმად, მინიმუმ სამ სფეროში გამოვლინდა − წამლების, ნახევარგამტარებისა და იშვითი ელემენტების მიწოდებებში. ყველა შემთხვევაში საუბარია ჩინეთზე, ანუ მიწოდებებში აშშ-ის სახიფათო დამოკიდებულებაზე იმ „დერჟავაზე“, რომელიც მსოფლიო არენაზე საერთო წონით ამერიკის ტოლფარდია.

ასევე ამ დღეებში მოხდა აქცია ნომერი ორი − შემუშავდა კანონი ინოვაციებისა და კონკურენციის შესახებ. მან უკვე გაიარა აშშ-ის სენატი და მალე ამოქმედდება. და აქ საუბარი უპირველესად იგივე „დერჟავასთან“ კონკურენციაზეა. ჩინეთის წინაშე ამერიკული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად 250 მლრდ დოლარი გამოიყოფა. იგულისხმება სუბსიდიები ინოვაციური პროექტების დაჩქარებაში და ამერიკის მოწინავე დარგების სხვა მხარდაჭერა.

ამ ვითარებაში ერთი სასაცილო თავისებურებაა. აშშ წლების განმავლობაში განმარტავდა, რაოდენ დაუშვებელია მოწინავე და სხვა დარგების სახელმწიფო მხარდაჭერა ჩინეთისგან. პეკინის პროგრამა „დამზადებულია ჩინეთში 2025“ არასწორი კონკურენციისა და ბოროტების ნიმუშად ცხადდებოდა. ანუ ყვიროდნენ, რომ პეკინი წესების დარღვევით, უპატიოსნოდ თამაშობდა. პატიოსანი თამაში ისაა, როცა მხოლოდ დამოუკიდებელი მონაწილეები უწევენ ერთმანეთს კონკურენციას და გამარჯვებას ბაზარი განსაზღვრავს. მაგრამ ახლა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჩინეთის თამაშს მოგება მოსდევს, თანაც გლობალური მასშტაბისა, შეერთებულმა შტატებმა აბსოლუტურად მშვიდად გადაწყვიტა იგივეს გაკეთება.

ახლა მომხდარის მასშტაბების თაობაზე. ექსპერტები ამბობენ, რომ დემოკრატების ადმინისტრაციამ ამერიკის რეინდუსტრიალიზაციის იდეა რესპუბლიკელებისგან მიიღო მემკვიდრეობით, და რომ საუბარია ათწლეულებზე გათვლილ პროგრამებზე. და კიდევ იმასაც ამბობენ, რომ აშშ-სთვის საკითხი ასე დგას: გამარჯვება ან სიკვდილი ამ ბრძოლაში.

სიკვდილი ალბათ ნამეტანია. მაგრამ, აი, ლონდონური The Guardian-ის მიმომხილველის შეფასება: ათწლეულის ბოლოს ჩინეთი აშშ-ს ეკონომიკის მოცულობით გადაუსწრებს, მაგრამ უბრალოდ კი არა, არამედ დანაწონით − მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერობის მოპოვებით (რაც პენტაგონს ძილს უფრთხობს). აშშ-სთვის ლიდერობის დაკარგვის თვით იდეაც კი საშინელია.

ყველა ამ მჭიდროდ დაკავშირებულ სიუჟეტში საკვანძო სიტყვა „ტექნოლოგიებია“. წელიწადში ნაწარმოები პროდუქციის საერთო მოცულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პროპაგანდისტული კუთხით. აი ორი ზესახელმწიფოს შედარებით თანაბარი სტატუსი კი ტექნოლოგიური უპირატესობის ნაწილში − ეს კოშმარია, ჩინეთის გასვლა მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერის როლზე − კოშმართა კოშმარი.

სწორედ ასეთი განწყობებით მზადდებოდა ჯო ბაიდენის ამჟამინდელი მოგზაურობა ევროპაში. ლონდონური გაზეთის იგივე მასალა საკმაოდ მკაფიოდ აღწერს ამ დიპლომატიური გასეირნების მთელ კონცეფციას. ბაიდენი დასავლელ ლიდერებს კორნუოლში შეხვდება G7-ის სამიტის ფარგლებში. მერე იქნება საუბარი ნატოსა და ევროსტრუქტურებთან. და ეს საუბარი უპირველესად ჩინეთს შეეხება. ბაიდენი აპირებს მიიწვიოს მეტად სკეპტიკურად განწყობილი ევროპელები მეორე ცივ ომში, ამჯერად ჩინეთთან.

რატომ არიან ისინი სკეპტიკურად განწყობილი? მხოლოდ ერთი დეტალი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასეთი ომი: ზემოთ ნახსენები კვლევის შედეგებისა და ასევე ნახსენები კონკურენციის კანონის მიხედვით, აშშ-ში „დამრტყმელი დაჯგუფება“ იქმნება, რომელსაც სათავეში სავაჭრო წარმომადგენელი ან მინისტრის რანგის სხვა კაცი ჩაუდგება. ეს შემტევი ძალა განსაზღვრავს – ჩინური საქონლიდან რომელი შეიქმნა ამერიკელებისგან მოპარული ტექნოლოგიების საფუძველზე. და საქმე მარტო ის არ არის, რომ ასეთი პროდუქციის შეტანა აშშ-ში აკრძალული იქნება. მათი „მოპარული“ სტატუსის შესახებ ევროპელ და სხვა მოკავშირეებსაც აცნობებენ. ამის შემდეგ მათ შესთავაზებენ – ენდონ ამერიკას სიტყვაზე და ასევე არ შეიძინონ ეს ზედმეტად კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

დაუჯერებენ თუ არა მოკავშირეები და თანაც სრული შემადგენლობით? თუ ისევ The Guardian-ს მივმართავთ, იქ ანონიმი დიპლომატის ციტატაა მოყვანილი: ევროპელებს, შესაძლოა, არ მოსწონთ ის, რასაც ჩინეთი აკეთებს, მაგრამ ამერიკელებს არ მოსწონთ ის, რაც არის ჩინეთი. კერძოდ, ამერიკის ტოლი ძალა მსოფლიოში − იმისგან დამოუკიდებლად, აკეთებს თუ არა ის რაიმეს საერთოდ.

ამ ლოგიკით ჟენევის სამიტი ბაიდენის ვეროპული მოგზაურობის პერიფერიაზეა. მოსკოვთან ორმხრივი ურთიერთობები მისთვის მეორადია. ამერიკის ლიდერი პირველ რიგში რუსეთის პოზიციებს მოსინჯავს აშშ-სა და ჩინეთს შორის მოსალოდნელ ცივ ომში. რაღა თქმა უნდა, არავინ ელოდება, რომ მოსკოვი უეცრად პეკინთან კონფრონტაციაზე მოაწერს ხელს. თუმცა იმის ცოდნა, როგორ შეიძლება მოიქცეს მოსკოვი ჯერჯერობით ჰიპოთეტურ რამდენიმე ვითარებაში, ეს ამერიკისთვის სასარგებლოა. შესაძლოა რუსეთმა უცბად გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა მოისურვოს და რაღაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს მოსალოდნელ კონფრონტაციაში.

თუმცა, კიდევ უფრო მარტივად: არის ორი ზესახელმწიფო, ერთი − წაგებული მეორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ორივე ეკონომიკური გიგანტი და ტექნოლოგიური ლიდერია, ამიტომ პოტენციურად ხელსაყრელი პარტნიორებიც. მაგრამ ერთმა „დერჟავამ“ ბოლო წლებში რუსეთის მიმართ წარმოუდგენლად ბევრი სიბინძურე ჩაიდინა (და თქვა), მეორე „დერჟავას“ კი, როგორც მინიმუმ, არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია და არც უთქვამს. თანაც რუსეთთან თანამშრომლობას ავითარებს იქ, სადაც ეს გამოსდის. და რა პოზიცია შეიძლება წარმოვიდგინოთ აქ მოსკოვისთვის?

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

54
Учебный центр Грузия-НАТО на территории военной базы в Крцаниси

მოსაზრება: აშშ-ს კავკასიაში კონკურენტები არ სჭირდება

9
(განახლებულია 20:10 11.06.2021)
სერგეი მარკედონოვი – ჟურნალ „საერთაშორისო ანალიტიკის“ მთავარი რედაქტორი Sputnik-ს საკუთარ მოსაზრებას აცნობს.

სერგეი მარკედონოვი

რისთვის ეწვია ამჯერად, 2021 წლის ივნისში თბილისს მორიგი ვაშინგტონელი მაღალჩინოსანი?

საქართველო და აშშ: სიახლე და მემკვიდრეობითობა

„ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო აშშ-ის საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორად რჩება სამხრეთ კავკასიაში და მნიშვნელოვან პარტნიორად შავ ზღვაზე“, − განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა თბილისში ვიზიტისას.

მისი გამოსვლის ზოგი სტილისტიკური თავისებურება დამკვირვებლებს არ გამოპარვიათ. რიკერმა, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა ამჟამინდელი ადმინისტრაციის როლი.

მართლაც, ბაიდენის გუნდი ყველანაირად ცდილობს ხაზი გაუსვას დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ კურსთან სხვაობას. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თავისი ქვეყნის მსოფლიო ლიდერის პოზიციებზე დაბრუნებაზე, ევროატლანტიკური სოლიდარობის აქტუალიზაციასა და დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერაზე საუბრობს. და თბილისში მყოფმა ფილიპ რიკერმაც დააფიქსირა: „ჩემი ვიზიტის გზავნილი − საქართველოს, როგორც განვითარებული და საიმედო დემოკრატიის მქონე ქვეყნის წარმატების უზრუნველყოფაა“.

თუმცა აშშ-ის 45-ე და 46-ე პრეზიდენტების რიტორიკისა და პრაქტიკის უფრო ახლოს გაცნობის შემთხვევაში − იქნება ეს გლობალური პოლიტიკისა თუ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები (იგივე კავკასია) − დაინახავთ, რომ მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება.

დიახ, ტრამპის გუნდი უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ძალის ფაქტორსა და პრაგმატიზმს, თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი კი ფასეულობებზე ფოკუსირდება. მაგრამ პირველ და მეორე შემთხვევაშიც საუბარია აშშ-ის დომინირების შენარჩუნებაზე. რომელიმე ქვეყანაზე ხისტი ზეწოლითა თუ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მაღალ სტანდარტებთან შეუსაბამობის ბრალდებებით ვაშინგტონი, რესპუბლიკელების დროსაც და დემოკრატებისაც, ცდილობს არ დაუშვას კონკურენტების გამოჩენა ჩინეთისა თუ რუსეთის სახით. ევრაზიული მიმართულება იყო და რჩება აშშ-ის ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტად, ვისაც უნდა ეკავოს იქ სახელისუფლებო სიმაღლეები.

თავად ფილიპ რიკერის კარიერა ამის შესანიშნავი დასტურია. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ინტერესების ამჟამინდელი პრომოუტერი წარმატებით მუშაობდა ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს გუნდში. მან ეს პოსტი 2019 წლის მარტში დაიკავა და საქართველოს მიმართულებით გამოცდილების დაგროვებაც მოასწრო. 2019 წლის სექტემბერში რიკერი, პომპეოს დავალებით, თბილისში ჩავიდა და ვიზიტის დროს აღნიშნა: „ქართველებს არ ჰყავთ ამერიკასა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი“. გასული წლის ნოემბერში, პომპეოს თბილისში ვიზიტის დროს, რიკერმა დელიკატური მისია შეასრულა − ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისმა იმჟამინდელმა შეფმა, რომელსაც მალე პოსტი უნდა დაეტოვებინა, ამჯობინა ყურადღება ოფიციალურ ხელისუფლებასთან დიალოგზე გაემახვილებინა. და, აი, ახლა, ივნისში, ის უკვე ახლანდელი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოადგილის ხარისხში ქადაგებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა დიალოგის იდეას, როგორც საქართველოს შიდა სტაბილურობის ფუნდამენტისა.

ასე რომ, ტრამპის დროსაც და ბაიდენის დროსაც საქართველო იყო და არის აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი კავკასიაში. ორმხრივი მოკავშირეობის ძირითადი საკითხები იგება სამხედრო სფეროს, თბილისის ნატოში გაწევრიანების, ასევე დემოკრატიის მხარდაჭერის გარშემო, რომელიც შიდაქართული ევროატლანტიკური კონსენსუსის განმტკიცებად აღიქმება.

თბილისის გეოპოლიტიკური მარტოობა?

ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ძალიან ზუსტად განსაზღვრა კავკასიაში ახალი სტატუს-კვო ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ: „რუსეთისა და თურქეთის როლი დასავლეთის ხარჯზე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რეგიონში ის სრულიად დამოუკიდებელი მოთამაშეა და არანაირად არ ათანხმებს თავის ნაბიჯებს მოკავშირეებთან“. და ეს მდგომარეობა ძალიან აღელვებს აშშ-საც და საქართველოსაც, დამატებით იმპულსებს აძლევს მათ კოოპერაციისთვის. ვაშინგტონს აშინებს სამი ევრაზიული გიგანტის – ირანის, რუსეთისა და თურქეთის ალიანსის ფორმირება, დაე, თუნდაც ის სიტუაციური იყოს. ამ სამიდან არც ერთი არ არის დაინტერესებული აშშ-ისა და მისი მოკავშირეების პოპულარიზაციით ევრაზიაში, სამივე მათგანისთვის მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, არც ერთ მათგანს არ სურს „ფასეულობების პოპულარიზაცია“, რომლითაც ვაშინგტონის პრიორიტეტებია კომუფლირებული. თუმცა ეს ყველაფერი თურქეთს ნატოს არ აძულებს, და შტატებთან სელექციური კოოპერაციისთვის მისი მზადყოფნა რამდენჯერმე აღემატება მოსკოვისა და თეირანის ანალოგიურ სწრაფვას. მაგრამ „ევრაზიული სამეულის“ დაახლოების საშიშროება (თეორიაშიც კი) ამერიკულ ისტებლიშმენტს აღელვებს.

თუმცა ვაშინგტონს თურქეთი და რუსეთი სხვადასხვაგვარად აშფოთებს: პირველ შემთხვევაში საუბარია ანკარისა და თბილისის მზარდ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელშიც ქართველი პარტნიორები უმცროსებისა და დამოკიდებულების როლში არიან. რუსეთი კი შიშებს იწვევს – როგორც „სახელმწიფო-რევიზიონისტი“. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს აშშ სსრკ-ის დაშლის პროცესში თვითგამორკვევის პრობლემად კი არა, ძალის დახმარებით კავკასიის ტერიტორიულ რეკონფიგურაციად აღიქვამს. და ამ ძალისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აშშ ჯერჯერობით მზად არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს განისაზღვრება როგორც მოკავშირეობის დილემა. არსებობს ორმხრივი კოოპერაციის გაფართოების ინტერესი, მაგრამ დიდია მოკავშირის მესამე ქვეყნებთან დავებსა და კონფლიქტებში ჩართვის რისკები.

ყარაბაღის მეორე ომმა აზერბაიჯანის თურქეთთან ბმა გააძლიერა, სომხეთისა კი რუსეთთან. ამასთან მოსკოვიცა და ბაქოც დაინტერესებული არიან, შეინარჩუნონ პოზიტიური დინამიკა ორმხრივ ურთიერთობებში. ამ კონტექსტში მარტო საქართველო რჩება დასავლეთთან დაახლოების თანმიმდევრულ მცველად. სომხეთისთვის ნატოსკენ მიმავალი გზა დაკეტილია თურქეთის ალიანსის წევრობის ფონზე, ხოლო აზერბაიჯანისთვის ბლოკთან კოოპერაციის ამჟამინდელი დონე არასაკმარისია. გამოდის, რომ საქართველოს გარდა ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია კავკასიაში სერიოზულად არავის აინტერესებს.  

ნატოში შიდა სტაბილურობის გავლით?

ფილიპ რიკერს ევრაზიასა და ევროპაში პრონატოური განწყობების წარმატებული ლობისტის რეპუტაცია აქვს. მას ბალკანებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რიკერი შესანიშნავად იცნობს მაკედონიას, სადაც ის 1990-იანების დასაწყისში მსახურობდა რიგით დიპლომატად, 2008-2011 წლებში კი − უკვე ელჩად. მის სახელს უკავშირდება ათენსა და სკოპიეს შორის დავების დარეგულირებაში შეტანილი წვლილი და ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ოფიციალური სახელწოდებით ჩრდილოეთ მაკედონია.

ამ კონტექსტში მარტივი გასაგებია ის ენთუზიაზმი, რომლითაც დახვდნენ მაღალი რანგის ვიზიტორს თბილისში. თუ 2020 წლამდე ნატოს მოლოდინები მხოლოდ „რუსეთის შეკავების“ საკითხს უკავშირდებოდა, დღეს საქართველოს ყარაბაღის საკითხებში „რუსეთ-თურქეთის კონდომინიუმი“ აშფოთებს და ასევე დასავლეთის დასუსტება კავკასიაში. რიკერის ვიზიტს ქართული ელიტის შიშები უნდა გაექარწყლებინა. მაგრამ რა სიგნალები გაგზავნა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა ვიზიტორმა?

წარმოითქვა სიტყვათა მთელი ჩვეული ნაკრები. რუსეთი საქართველოს მიმართ ქმედებებისთვის გააკრიტიკეს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებას ვაშინგტონის წარმომადგენელმა სრულად დაუჭირა მხარი, ისევე, როგორც მოსკოვის დაგმობას, რომელიც ამისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

მაგრამ არც საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებულა არანაირი ცხადი მესიჯი და არც ამ ქვეყნისა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭების თაობაზე (რაც სულაც არ ნიშნავს ალიანსში ავტომატურად გაწევრიანებას). იმავე მაკედონიამ მაპი 1999 წელს მიიღო, მაგრამ ნატოს წევრი მხოლოდ 2020 წლის მარტში გახდა.

ბოსნია და ჰერცეგოვინა მაპს 2010 წლის აპრილიდან ფლობს, მაგრამ ალიანსს ჯერ არ გადაუწყვეტია მისი წევრობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გამუდმებით უწოდებენ ნატოს „ასპირანტს“, „საკანდიდატოს დაცვა“ ვადაში იწელება. რაშია მიზნისადმი ესოდენ ნელი სვლის მიზეზი, რომლის მიღწევასაც აშშ სიკეთედ განიხილავს?

შტატებს აღელვებს არა მარტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსი და მოსკოვის უკიდურესი გაღიზიანებულობა ალიანსის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის მთავარი კავკასიური მოკავშირე უკვე რამდენიმე წელია ვერ ართმევს თავს შიდაპოლიტიკურ კრიზისს, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები აქრობენ, მაგრამ სრულად ვერა. საქართველოს პოლიტიკური კლასი კელი დეგნანის, იგივე ფილიპ რიკერისა თუ შარლ მიშელის მისიების გარეშე საქმეს თავს ვერ ართმევს. და როგორც შედეგი – ჩნდება შიშები, რომ ნებისმიერი ახალი კრიზისი ევრო- და ნატოსკეპტიციზმს გაზრდის. აქედანაც არის რისკების შეჯირებისადმი სწრაფვა.

აშშ-ს სურს განამტკიცოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რათა მერე ნატოში შეიყვანოს იგი. თანმიმდევრობა ასეთია. და სწორედ ეს სიგნალი იყო საკმაოდ მკაფიოდ ფორმულირებული რიკერის მიერ. გაიგონებენ კი ამას, ან როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ? ამ კითხვაზე პასუხი აშკარა არ არის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

9
საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 12:27 13.06.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან ამ დროისთვის მოქმედებს „კომენდანტის საათი", პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის  299 ფაქტი გამოავლინა, იუწყება  შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 51 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 11 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 201 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 47 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

0