ვიკინგი მეომარი

ვიკინგები სასირეთის ჭალაში: ბაღვაშთან დამარცხებული და სირცხვილნაჭამი სარდალი ინგვარი

353
(განახლებულია 21:30 04.05.2020)
არ გვეგულება ისეთი ქართველი, რომელსაც ბაზალეთის ძმათამკვლელი ომის შესახებ არ სმენია. მაგრამ ბევრმა არ უწყის, რომ ბაზალეთამდე თითქმის 600 წლით ადრე სასირეთის ტერიტორიაზე არანაკლებ დაუნდობელი და სისხლიანი ძმათამკვლელი ბრძოლა გაიმართა ვიკინგების მონაწილეობით.
353
თემები:
იცით თუ არა, რომ... (382)
Су-25-ის  ნამსხვრევები მთიან ყარაბაღში

ესკალაცია ყარაბაღში: ფეიკების საინფორმაციო ომი და მათი უარყოფა

61
(განახლებულია 21:51 30.09.2020)
კონტრპროპაგანდა ომში ტრადიციულად გამოიყენება მოწინააღმდეგის დემორალიზაციისთვის — მტრის დანაკარგების გადაჭარბებითა და საკუთარი წარმატებების ჰიპერტროფირებული წარმოსახვის მეთოდით.

და მაინც, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღისთვის, უპრეცედენტო რაოდენობის შეტყობინებით გამოირჩევა — ერთი მხარის თითოეულ ცნობას მაშინვე მოსდევს მეორე მხარის უარყოფა. ეს საერთაშორისო დამკვირვებლებს ვითარებისანალიზს ურთულებს და ბაქოსა და ერევნის ნებისმიერი ოფიციალური განცხადების მიმართ უნდობლობას იწვევს.

საეჭვო ციფრები, ფაქტები, ბუნდოვანი ეპიზოდები საბრძოლო მოქმედებების დღეებში უზარმაზარი რაოდენობით დაგროვდა. მაგალითად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ 49 აზერბაიჯანული დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც მხოლოდ ერთი უპილოტო აპარატის ნამსხვრევებია აღბეჭდილი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 18 სომხური დრონი, 80 ტანკი და პირადი შემადგენლობის მტელი პოლკი (დაახლოებით ორი ათასი კაცი) გაანადგურა.

სამხედრო–პოლიტიკური ტურბულენტობის გასული ათწლეულის განმავლობაში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუ ბლიკის ზონაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბრძოლო ვითარებაში სულ დაახლოებით 20 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგეს. სომხური პოლკის სწრაფად განადგურებას კი, რომლის პოზიციაც ფრონტზე არერთ კილომეტრს იკავებს, მასობრივი განადგურების იარაღი სჭირდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროც იუწყებოდა 790 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის განადგურების თაობაზე.  ეს რომ რეალური დანაკარგები იყოს, ასეთი ტემპებით ორი არმია არ იქნებოდა ზამთრამდე საკმარისი. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა შეფასებებით, აზერბაიჯანელებს მობილიზაციამდე 65–დან 126 ათასამდე „ხიშტი“ ჰყავდათ, ხოლო სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ჯარებში — 65 ათასამდე მოქმედი სამხედრო იყო.

გამანადგურებელი F-16 მოიერიშე Су-25–ის წინააღმდეგ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 29 სექტემბერს თურქეთის სამხედრო ძალების გამანადგურებელი F-16 ჰაერში აზრბაიჯანის აეროდრომ გიანჯიდან აფრინდა და სომხური მოიერიშე Су-25 ჩამოაგდო ვარდენისის რაიონში. დაიღუპა მფრინავი, მაიორი ვალერი დანელინი. გამოქვეყნდა თვითმფრინავის ნამსხვრევების ფოტო, რომლის მიხედვითაც ძნელია კატასტროფის მიზეზების დადგენა. სომხეთის სამხედრო უწყება პირობას დებს, რომ ბრძოლებში თურქული ძალების ჩართულობის უფრო სრულ მტკიცებულებებს წარმოადგენს. აზერბაიჯანმა და თურქეთმა კი უკვე უარყვეს ინფორმაცია ავიაშეტევის შესახებ. ბაქოში აღნიშნეს, რომ საერთოდ არ იყენებენ საბრძოლო ავიაციას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის მონაცემებით, ორი სომხური Су-25 მთას შეეჯახა და იმიტომ აფეთქდა. ასეთი რამ ადრეს მომხდარა ცუსი ხედვადობის პირობებში — როგორც სომხეთში, ისე სხვა ქვეყნებშიც. თვითმფრინავი შეიძლებოდა ტექნიკური ცვეთის გამოც ჩამოვარდნილიყო და სომხური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შემთხვევითი ცეცხლის გამოც. ხოლო თუ სომხური Су-25 მოწინააღმდეგემ ჩამოაგდო, მაშინ როგორ განსაზღვრეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა თურქული F-16–ის კურსი და რატომ არ მიიტანეს საპასუხო დარტყმა, თუნდაც გიანჯის აეროდრომზე? ეს ყველაფერი ძალიან არამწყობრად გამოიყურება ჯერჯერობით.

30 სექტემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს აზერბაიჯანის წინააღმდეგ Су-30СМ–სა და „ისკანდერის“ გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.

რუსეთი და მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მოუწოდებენ ბაქოსა და ერევანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტომ ცეცხლი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 სექტემბერს ფაშინიანთან საუბრისას სერიოზული შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების გამო და ყურადღება გაამახვილა დეესკალაციის აუცილებლობაზე. აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარს კი პუტინი აუცილებლობის შემთხვევაში გამართავს.

61
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020
ჯო ბაიდენი

მოსაზრება: თუ ბაიდენის მორიგ შეცდომას გაიგონებთ, იცოდეთ, რომ დამნაშავე პუტინია

18
(განახლებულია 20:34 30.09.2020)
უკვე საინტერესოც კია, როდის გამოელევათ სხვადასხვა კონსპიროლოგიური ანტირუსული თეორიების ავტორებს სიტყვები, რომლებიც კრემლის ამა თუ იმ სკანდალში ჩართულობის მაღალ ხარისხს აღნიშნავს.

ვლადიმირ კორნილოვი

ჩვენ უკვე შევისწავლეთ გამოთქმები: highly likely („დიდი ალბათობით“ ― სკრიპალების საქმეში), almost certainly („თითქმის ზუსტად“ ― „ვაქცინების მოპარვის“ ბრალდებებთან დაკავშირებით). ახლა მორიგ სიტყვას უნდა მივეჩვიოთ ― probably („შესაძლოა“).

ამჯერად The Washington Post-ის ჩაწოდებით გავიგეთ, რომ პირადად ვლადიმირ პუტინი „probably“ ხელმძღვანელობს საიდუმლო ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის დისკრედიტაციისთვის. თანაც ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს რაღაც სუპერსაიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით ― იმდენად საიდუმლოზე, რომ WP-ს ჟურნალისტებმა მისი მოკლე შინაარსი მხოლოდ რამდენიმე პირის მონათხრობით გაიცნეს.

ესოდენ პარადოქსული დასკვნის საფუძველი შთამბეჭდავია: ირკვევა, რომ ის მავანი ანალიტიკოსების მიერ „ღია, გაშიფრული და გასაიდუმლოებული სადაზვერვო წყაროების ბაზაზეა“ გაკეთებული.

ამ მოხსენების პირველ პწკარში ნათქვამია: „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსი მაღალჩინოსნების უმეტესობა საქმის კურსშია და, შესაძლოა (probably), სწორედ ისინი ხელმძღვანელობენ რუსეთის გავლენის ოპერაციებს, რომლებიც მიმართულია აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დისკრედიტაციის, აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერისა და საზოგადოებაში უთანხმოების გაღვივებისკენ ნოემბრის არჩევნების წინ“.   

აი, თურმე ვინ ახდენს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დისკრედიტაციას! ახლა გასაგებია, ვინ უწერს ბაიდენს სიტყვებს სასაცილო შეცდომებით, რომლებიც გვაიძულებს დავფიქრდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნამდვილად პირადად პუტინმა „შეუგდო“ ამ დღეებში ტექსტი იმის შესახებ, რომ მისი სიტყვის დასრულებამდე კორონავირუსისგან 200 მლნ კაცი მოკვდება. ეს იმიტომ, რომ ბაიდენის დისკრედიტირებას უკეთესად სხვა ვერავინ შეძლებდა.

ბევრმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ მიაქცია ყურადღება შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მსგავს ანგარიშს, რომელიც თითქოს „შიდა გამოყენებისთვის“ გამოვიდა (არადა, მაშინვე მოხვდა ყველა საინფორმაციო საიტზე) სათაურით „რუსეთი ალბათ ახდენს ამერიკელი კანდიდატების ჯანმრთელობის დისკრედიტაციას, რათა 2020 წლის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს“. მიაქციეთ ყურადღება სიტყვას „კანდიდატები“, რომელიც მრავლობით რიცხვშია.

ახლა კი შევადაროთ ამერიკული მასმედიის დიდი უმეტესობის სათაურები ამ „სენსაციის“ თაობაზე ― თუ მათ დავუჯერებთ, საუბარია „ბაიდენის მენტალურ ჯანმრთელობაზე რუსეთის შეტევაზე“. და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავად ბიულეტენში იხსენიებენ ასევე ირანელი და ჩინელი აქტორების თავდასხმებს დონალდ ტრამპის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მაგრამ ეს, როგორც ხვდებით, ამერიკის დემოკრატიულ მედიას სრულიად არ აღელვებს. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შიზოფრენიკად მოხსენიება ― ეს სულაც არ არის ჩარევა. აი, ბაიდენზე კი ამის თქმა არ შეიძლება.

თანაც, როგორც ჩანს, მზაკვრული რუსულ-ჩინურ-ირანული გეგმა უკვე მუშაობს. თუ ცოტა ხნის წინანდელ გამოკითხვას ვენდობით, რომელიც საარჩევნო კამპანიის საკვანძო შტატებში ჩატარდა, იქაური ამომრჩევლების 51%-ს ტრამპი პრეზიდენტობისთვის „მენტალურად შეუფერებლად“ მიაჩნია, იმავე აზრისაა ბაიდენზე 52%. ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკელი ამომრჩევლების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების გონებრივ მდგომარეობას, ეს „რუსული დეზინფორმაციის“ შედეგია. ხოლო თავად ტრამპი და ბაიდენი, მათი ექსცენტრიკული ქცევებითა და, რბილად რომ ვთქვათ, არაერთმნიშვნელოვანი გამონათქვამებით, არაფერ შუაში არიან? როგორც წესი, ყველაფერში რუსები არიან დამნაშავე. Probably.

მსგავსი ისტორიაა დაზვერვის ცენტრალური ბიუროს საშინლად საიდუმლო მოხსენებასთან დაკავშირებითაც WP-სგან. პირველივე პწკარში პუტინის ხსენების შემდეგ, რომელიც თითქოს პირადად ხელმძღვანელობს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დისკრედიტაციის კამპანიას, საუბარი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი დეპუტატის ანდრეი დერკაჩის საქმეებზე მიდის ― რომელიც ცნობილია იმით, რომ რეგულარულად აქვეყნებს პეტრო პოროშენკოსა და ჯო ბაიდენის საუბრების აუდიოფრაგმენტებს. ამასთან, მის „კავშირებზე პუტინთან“ სრულიად არაფერი არ მეტყველებს.

როდესაც ამერიკული მედია საუბარს იწყებს „დერკაჩის ფირებზე“, სულ ორი არგუმენტი აქვთ: ა) 90-იანების დასაწყისში მან სუკ-ის უმაღლესი სკოლა დაამთავრა მოსკოვში, ე.ი. არის კიდეც „კრემლის აგენტი“; ბ) მის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერები „გარედაქტირებულია“. და მორჩა. ამ საფუძველზე დემოკრატიული მედია უარს ამბობს ამ „ფირების“ შინაარსის განხილვაზეც კი და ყურებზე ხელს იფარებს, როცა მათ შესახებ ესმის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ Twitter-მა მომენტალურად დაბლოკა იმ იუზერის აკაუნტი, რომლის ტვიტმაც „დერკაჩის ფირების“ შესახებ ტრამპის ციტირება მოახდინა. და არანაირი ცენზურა. ხომ უკვე ითქვა, რომ „კრემლის აგენტი დეზინფორმაციას“ ავრცელებს იმავე კრემლის დაკვეთით. შესაბამისად, მონაცემების შემოწმება აკრძალულია.  

ამასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვალინტინ ნალივაიჩენკოს 2014 წლის პრესკონფერენცია მახსენდება, დონბასში მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოვარდნისთანავე. მის მიერ წარმოდგენილი „ფირები“ მეორე დღესვე იყო ციტირებული მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წამყვანი გაზეთის პირველ გვერდებზე. მაშინ არავის გახსენებია, რომ ნალივაიჩენკო მოსკოვის სუკ-ის დაზვერვის ინსტიტუტში სწავლობდა. დასავლეთში არავინ აუღელვებია იმ ფაქტს, რომ აუდიოჩანაწერები არა მარტო გარედაქტირებული, არამედ ფალსიფიცირებული იყო. უბრალოდ, ის ფეიკები იმ ვერსიით, რომ MH17 ვიღაც „ჩერნუხინოელმა კაზაკებმა“ ჩამოაგდეს, იმ მომენტში სრულიად აწყობდათ დასავლელ ჟურნალისტებს. აი „დერკაჩის ფირები“ კი მათ არანაირად არ აწყობთ ― არ ეწერება წინასაარჩევნო კამპანიის ამოცანებში. ამიტომ ნებისმიერ ინფორმაციას მათ შესახებ უმოწყალო ცენზურა უნდა შეეხოს.

ამასთან არავინ არ აყენებს განსაკუთრებულ ეჭვქვეშ პოროშენკოსა და ბაიდენის ხმების ავთენტურობას ამ ჩანაწერებში. მაგრამ მათზე მსჯელობა ან ციტირება ― სასიკვდილო ცოდვაა.

დაახლოებით ასე მოეკიდა აშშ-ის მედია-საზოგადოება ამ დღეებში სენატის ორი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას მრავლისმეტყველი სათაურით „ჰანტერ ბაიდენი, „ბურისმა“ და კორუფცია“. მოხსენება მოცულობითია და ამერიკელი ჩინოვნიკების გამაოგნებელ აღიარებებს შეიცავს იმის შესახებ, რომ აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობა, ჯო ბაიდენისა და სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ჩათვლით, არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული უკრაინული გაზის კომპანია „ბურისმას“ კორუფციული სქემებისა და აშშ-სთვის პრობლემების თაობაზე, რომლებიც დაკავშირებული იქნება ამ ფირმაში ვიცე-პრეზიდენტის შვილ ჰანტერ ბაიდენის მუშაობასთან.  

წარმოდგენაც კი შეუძლებელია, როგორ აცვამდნენ ჯვარს გაზეთები ტრამპს, რომ გარკვეულიყო, რომ მან თავისი შვილების კორუფციული საქმიანობის შესახებ იცოდა და ამაზე თვალს ხუჭავდა ― ახალისებდა რა მათ ამისკენ. მაგრამ სენატის კომიტეტებმა საერთო მოხსენებით ძმურად „დააიგნორეს“ ან უბრალოდ უწოდეს ამას „რუსული დეზინფორმაციის კამპანია“.   

გამომდინარე აქედან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის სენატორებიც „კრემლის აგენტები“ არიან. მოხსენებაში ხომ შესულია მტკიცე ფაქტები და ჩვენებები იმ ჩინოვნიკებისა, რომლებიც პირადად ატყობინებდნენ ზემოთ „ბურისმას“ კორუფციისა და იქ ბაიდენი-უმცროსის მუშაობის თაობაზე. 

საპასუხოდ დემოკრატებმა სწრაფად მოამზადეს თავიანთი კონტრმოხსენება, რომელშიც შეეცადნენ დაემსხვრიათ ოპონენტების არგუმენტები და, რა თქმა უნდა, დემოკრატების ძირითადი დასკვნა ― სენატის გამოძიება „რუსეთის არჩევნებზე შეტევის“ რეპროდუქციას ახდენს. ანუ ისევ ჩვენ ვართ დამნაშავე.

როგორც ჩანს, ეს რუსეთმა დანიშნა ბაიდენი-უმცროსი უკრაინაში კორუმპირებულ ფირმაში, მერე კი ბაიდენ-უფროსს კარნახობდა, როგორ უნდა მოეხსნა უკრაინელი გენპროკურორი ვიქტორ შოკინი, რომელმაც გაბედა „ბურისმას“ კორუფციაში ბრალდებების გამოძიება.  

ასე რომ, ახალ სანქციებს უნდა ველოდოთ ამერიკელი „კრემლის აგენტების“ ქმედებების გამო სენატსა და თეთრ სახლში. რუსეთის ბრალეულობა ხომ ისევ დამტკიცდა ― თუნდაც მორიგი probably-თ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

18
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0