„ვირუსული“ მუსიკა: რას ქმნიან ქართველი მუსიკოსები პანდემიის დროს

© courtesy of Mgzavrebi Bandჯგუფი „მგზავრები"
ჯგუფი „მგზავრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკა - კაცობრიობის იმ ქმნილებათაგანია, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის მოსაწყენი ცხოვრების შელამაზება კარანტინის დროს ორივე შემთხვევაში - თუ უსმენთ და თუ ქმნით.

ქართველი მუსიკოსებიც არ სხედან სახლში უსაქმოდ. ისინი კვლავ ქმნიან მუსიკას. თუმცა პანდემიამ მათ კომპოზიციებს ახალი შინაარსი, მოტივები და გზავნილები შესძინა.

Sputnik-საქართველომ" თავი მოუყარა საუკეთესო კომპოზიციებს, რომლებიც მუსიკოსებმა და ჯგუფებმა თვითიზოლაციის პერიოდში შექმნეს.

Masteri

ერთ-ერთმა პოპულარულმა ქართველმა რეპერმა, რომელიც მასტერის ფსევდონიმით გამოდის, კარანტინში დაწერა კომპოზიცია Stay home ("დარჩი სახლში"), რომლითაც ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რათა ადამიანებმა საკუთარ თავსა და ახლობლებს საფრთხე არ შეუქმნან.

მასტერის სიმღერაში შეიძლება ადამიანების წუხილის გაგონება: „რა ვაკეთო სახლში?!“. სახელდახელოდ გადაღებულ კლიპში კი დანახვა, როგორ სცემს ბოლთას მომღერალი სახლში და ათასჯერ მაინც აღებს მაცივრის კარს. ხომ არაფერს გახსენებთ?

მიშო ელიავა

კიდევ ერთი მუსიკოსი, რომელიც განაგრძობს თვითიზოლაციაში მუსიკის წერას, მიშო ელიავაა. ბევრს შეიძლება ის ახსოვდეს პროექტ "Х-ფაქტორიდან". ახლა მიშო ჯგუფ MokuMoku-ს წევრია.

ელექტრონული მუსიკის თაყვანისმცემლები გაიხარებენ, როდესაც გაიგებენ, რომ მომღერალი ახალ კომპოზიციებს თითქმის ყოველდღე აქვეყნებს. თვალი ადევნეთ მის გვერდს SoundCloud-ში და ისიამოვნეთ!

რაღაც ხდება!

ქართული ჯგუფი Asea Sool საკითხს საკმაოდ სერიოზულად მიუდგა. და თუ ზოგიერთი ვიდეოს სახლში იღებდა, ჯგუფის წევრებმა თავიანთი ახალი სიმღერისთვის Something Wrong სრულფასოვანი კლიპი გადაიღეს.

სიუჟეტით ნიღბიანი სიკვდილი ეძებს მსხვერპლს, მაგრამ ვერ პოულობს, ყველა ხომ თვითიზოლაციაშია. თუმცა მალე სიკვდილი მაინც დაინახავს გოგონას სილუეტს, უახლოვდება მას, თუმცა, სასურველი შედეგის ნაცვლად, პოულობს სიცოცხლის ზარდახშას. ასე გამოხატეს ავტორებმა თავიანთი იმედი კორონავირუსის სწრაფი ფინალისა. სხვათა შორის, სიმღერაც კარგი მოსასმენია.

„შენ იცი“

ცნობილი ქართველი მომღერლის მეგი გოგიტიძის სიმღერა კარანტინს არ უკავშირდება. მეგის სრულიად განსხვავებული სტილი აქვს და მისმა თაყვანისმცემლებმა ეს კარგად იციან.

გოგონამ შექმნა სიმღერა სიყვარულზე, რომელშიც შეყვარებულს უხსნის, როგორ უყვარს და ესმის მისი.

ფოლკლორი კარანტინში

ცნობილი ქართული ხალხური ანსამბლი „ბანიც“ არ დარჩენილა თამაშგარე მდგომარეობაში და გულშემატკივრები „სვანური“ სიმღერით გაახარა.

სიმღერა ტრადიციულად ჯდება ქართული ფოლკლორული მუსიკის ჟანრში, რითიც საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აქ არის პოპულარული მრავალხმიანობაც, შესანიშნავი სვანური ენაც, ქართული დოლიცა და პოეზიაც.

„ვირუსული“ ტრეკი

ცნობილმა ქართველმა დიჯეიმ გიგა პაპასკირმაც შექმნა კომპოზიცია პანდემიის პერიოდში სახელწოდებით COVID-19.

© FB / Гига Папаскири დიჯეი გიგა პაპასკირი
„ვირუსული“ მუსიკა: რას ქმნიან ქართველი მუსიკოსები პანდემიის დროს - Sputnik საქართველო
დიჯეი გიგა პაპასკირი

"ჩემი ახალი კომპოზიცია ტექნოს ჟანრისაა, - წერს პაპასკირი. - სახელწოდებით СOVID-19. მოუსმინეთ, მოიწონეთ და გაიზიარეთ". სხვათა შორის, პაპასკირი არის ავტორი სიმღერისა Lucie From Paris, რომელმაც YouTube-ზე 8 მილიონი ნახვა დააგროვა.

სასიამოვნო ინტრიგა

როგორც ჩანს, ახლო მომავალში მსმენელს ჯგუფი „მგზავრებიც“ გაახარებს. მათ თავიანთ გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეოს ნაწყვეტი, სადაც გადაღებულია სტუდიაში ახალი სიმღერის რეპეტიცია.

ისღა დაგვრჩენია, მოვიცადოთ. ასე რომ - უსმინეთ, დატკბით და გაუზიარეთ მეგობრებს კარგი მუსიკა. ამასობაში კარანტინიც დასრულდება!

 

ნათია ქვარცხავა

ყველა ახალი ამბავი
0