დარეჯანის სასახლე

ამერიკელი სიძის თბილისური გამოცდა: ნამდვილი ამბავი

806
(განახლებულია 17:17 19.02.2020)
ვერაზე, თბილისურ ეზოში, რომელსაც ბევრი რატომღაც იტალიურად მოიხსენიებს, სუფრა იყო გაშლილი. ჩვენი მეზობელი ნინო ამერიკიდან ჩამოსულიყო და სიძე კაცის „გამოცდა“ მიმდინარეობდა.

მართალია, დამაგვიანდა, მაგრამ მალე თამადობა გადმომაბარეს და იმ საღამოს თბილისური ეზოს მადლი კიდევ ერთხელ დავაფასე. 

თითქმის ჩემი მოსახელე სიძე თომასი გამთენიისკენ ისე ჩამიდოსტდა, ეჭვი მაქვს, იმ წუთში, ჩემზე ახლობელი არავინ ჰყავდა. ეს მეგობრობა მთელი კვირა გაგრძელდა. გამგზავრების წინა საღამოს გამოსამშვიდობებლად შემომიარა, კარგა ხანს ვისაუბრეთ და ახლა მისი თვალით დანახულ საქართველოზე მინდა გიამბოთ. 

თომასმა ასე დაიწყო: 

— ბევრი მსმენოდა საქართველოს უძველეს ისტორიულ ძეგლებზე და სამი დღის წინ გადავწყვიტე, მცხეთა მომენახულებინა. ნინო „საშოპინგოდ“ იყო „ფრენდებთან“ ერთად წასული და მარტო მომიხდა გამგზავრება. აქვე, ფილარმონიასთან, ტაქსები იდგა, ერთში ჩავჯექი და ამ ოთხ დღეში ნასწავლი ქართულით შევეცადე ამეხსნა, რა მინდოდა... და უეცრად, მცირე ფილადელფიური აქცენტით მეუბნება, ნუ წვალობთ, ინგლისურად ამიხსენითო.

მცხეთისკენ გავემართეთ. გზად დაწვრილებით მომიყვა თბილისის დაარსების ისტორია, ხოხობი, თბილი წყლები, ვახტანგ გორგასალი... მცხეთაში შესულმა უკვე ზოგ იქაურზე უკეთ ვიცოდი სვეტიცხოვლის ლეგენდაც და მისი აღმშენებლის მკლავის ამბავიც. 

რა სწორი პოლიტიკა აურჩევია თქვენს მთავრობას, მძღოლებს ამ დონეზე რომ ამზადებენ?! აბა, ჩვენთან, ნიუ-იორკში, ტაქსის მძღოლები ფონეტიკას ფონოგრამისგან ვერ არჩევენ, ეგ კი არა, მგონი, არცერთის მნიშვნელობა არ იციან.

მოკლედ, იმ საღამოს ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი და ნინოს ვუამბე ყველაფერი. იმას კიდევ რატომღაც გაეცინა.

მეუღლის შოპინგი მეორე დღესაც გაგრძელდა და მეც ისევ გურამის (ასე ჰქვია იმ მძღოლს) სანახავად გავედი.

ფილარმონიასთან სამი-ოთხი მანქანა იდგა. ერთის „კაპოტზე“ მძღოლებს ჭადრაკის დაფა გაეშალათ. ჩემი ნაცნობი მათ შორის არ იყო. ვიკითხე, გურამი ხომ არ გინახავთ-მეთქი და ინერციით ჭადრაკის დაფას დავხედე. წამიერად თავში რაღაც ამოტივტივდა. ჭადრაკს საკმაოდ კარგად ვთამაშობ, ცნობილი დიდოსტატი სამუელ რეშევსკი მამაჩემის მეგობარი იყო და ხშირად მასთან ერთად ვარჩევდი პარტიებს. მეხსიერებამ მიკარნახა, რომ თბილისის ცენტრში, მანქანის „კაპოტზე“ გაშლილ ჭადრაკის დაფაზე, გენიალური კუბელის, ხოსე რაულ კაპაბლანკასა და ალექსანდრ ალიოხინის 1927 წლის პრეტენდეტთა მატჩის ერთ-ერთი პარტიის ენდშპილი იყო ასახული. მორიდებით ვიკითხე, ეს რა არის-მეთქი და მალე ისეთი ლექცია მოვისმინე ჭადრაკის ისტორიაზე, გაოცებული დავრჩი. გურამი იმ დღეს ვერ ვნახე, მაგრამ სამაგიეროდ ჭადრაკის თამაშით ვისიამოვნე...

აქ შევაწყვეტინე – რა ქენი, წააგე თუ მოიგე-მეთქი, ვკითხე. რას ამბობ?! ბოლოს კარლოსთან ყაიმი რომ გავაკეთე, მეტი აღარ ვითამაშე, მანამდე ყველასთან წავაგე. ახლა მესმის, თქვენი ქალი მოჭადრაკეები რატომ აზანზარებდენ მსოფლიოსო. 

თომასთან სასიამოვნო საუბარი ნინომ შემაწყვეტინა. მეორე დილით ორივეს გამოვეთხოვე და გავისტუმრე შორეულ ამერიკაში, სადაური მძღოლებიც თურმე ფონეტიკასა და ფონოგრამას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. მერე ფილარმონიის წინ, ვერის ბაღთან გაჩერებულ ტაქსის მძღოლებს გამოველაპარაკე და...

როგორც აღმოჩნდა, გურამ ჯ. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ყოფილა, რაფო ბ. ჭადრაკში სპორტის ოსტატი და წარსულში ცნობილი ინჟინერი, კარლო ს. — ორი წითელი დიპლომის მფლობელი და აღარ არსებული სამეცნიერო ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი.

ეჰ, ჩემო ამერიკელო სიძევ! შენ რომ აღფრთოვანებაში მოგიყვანეს, ის კაცები ბედის უკუღმართობის მსხვერპლნი არიან და არავინ იცის, წინ რა ელით. თუმცა, გაისად თუ ჩამოხვალ, ისევ აქ დაგხვდებიან და ცოტას თუ წაივარჯიშებ, იქნებ კარლოს მოუგო კიდეც…

806
თემები:
რეალური ისტორიები (38)
ამერიკელი სამხედროები

მოსაზრება: „იანკი, Go home!“ - რა დაიწყო სირიაში

141
(განახლებულია 20:14 11.08.2020)
სამხედრო ბაზებსა და პატრულებზე თავდასხმა, სარაკეტო დარტყმები და ფუგასების აფეთქებები ― აშშ-ის არმიის ჯარისკაცებს სირიაში მყუდროებას მარტო ტერორისტული დაჯგუფებები არ ურღვევენ.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

კიდევ ვინაა უკმაყოფილო ამერიკელების ყოფნით არაბულ რესპუბლიკაში?

ამ დღეებში სარაკეტო დარტყმების სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზა გახდა ჰასეკეს პროვინციაში, სადაც ამერიკელებმა აეროდრომი მოაწყვეს მოიერიშე და სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისთვის. სირიული მედიის მონაცემებით, ბაზას უცნობი შეიარაღებული ფორმირებები დაესხნენ. ბოლო თვეებში ამერიკელებს სირიაში გამუდმებით ესვრიან და მათ დანაკარგები ჰყავთ. „უცნობების“ შეტევების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები მობილური პატრულები არიან.  ასე მაგალითად, მაისის ბოლოს აშშ-ის არმიის სამხედროებითა და „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლებით სავსე ავტომობილებს პროვინცია დეირ-ეზ-ზორში ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარებით შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს. დაიჭრა სამი ამერიკელი და ხუთი „დემოკრატიული ძალების“ მებრძოლი.

აპრილში ელ-ჰასაკის პროვინციაში თავდასხმების მთელი სერია მოხდა. კერძოდ, ჯავშანავტონობილი „ჰამერს“, რომელსაც ამერიკელი სამხედროები და „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლები გადაჰყავდა, „უცნობებმა“ შეუტიეს. დაიწრა რამდენიმე ადამიანი. მსგავსი ინციდენტის შედეგად დეირ-ეზ-ზორში დაიღუპნენ ამერიკელი ოფიცერი და ასევე „დემოკრატიული ძალების“ მებრძოლები. ხოლო კიდევ ერთი შეტევის შედეგად, ორი სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ხშირად პატრულების მარშრუტზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ფეთქდება. მაგალითად, ივლისში დასახლება საბჰაში საავტომობილო კოლონა აფეთქდა. ყველაზე მეტი დანაკარგები ამერიკელებს გასული წლის იანვარში ჰქონდათ, თუმცა პენტაგონში ჯიუტად უარყოფენ სირიაში მომხდარ თავდასხმებს და ასეთ ინფორმაციებს ფეიკურს უწოდებენ.

ბრძოლა რესურსებისთვის

სამხედრო ექსპერტი იური ლიამინი РИА Новости-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და პატრულებს შესაძლოა ადგილობრივი ტომები ესხმოდნენ თავს, რომლებიც აშშ-სა და მისი მოკავშირეების ოკუპაციაში აღმოჩნდნენ.

„ეს სირიის აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები არაბები არიან. ახლა ისინი ფაქტობრივად ქურთების ხელში არიან, რომლებსაც ამერიკელები უჭერენ მხარს. ბუნებრივია, ხალხი უკმაყოფილოა, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამჟამინდელ მდგომარეობას, მიაჩნიათ რა, რომ რეგიონს დამასკი უნდა აკონტროლებდეს“, ― განმარტა ლიამინმა.  

„ქვეყანაში უკვე მრავალი წელია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, მოსახლეობას უამრავი იარაღი აქვს, თანაც არა მარტო ცეცხლსასროლი, არამედ ნაღმმტყორცნებიცა და მძიმე ტყვიამფრქვევებიც, ასევე ჩინური თუ არაბული წარმოების ზალპური ცეცხლის 107 მმ-ანი სისტემები აქვთ, რომლებიც ძალიან გავრცელებულია სირიასა და ერაყში“, ― ამბობს ლიამინი.

ექსპერტ ალექსანდრ პერენჯიევს მიაჩნია, რომ ამერიკულ სამხედროებზე თავდასხმები შესაძლოა სირიის რესურსებისთვის კოალიციისშიდა ბრძოლების ნაწილი იყოს.

„ეს, ფაქტობრივად, არის შეჯახება თავად მძარცველებს შორის. ერთი მხრივ, არის პენტაგონი, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფები, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანიების ინტერესებს ლობირებენ“, ― ამბობს პერენჯიევი.

მისი თქმით, სირიის თამაშში არც პენტაგონია დამოუკიდებელი ძალა, ის აშშ-ის გარკვეულ ჯგუფებს წარმოადგენს. ასეთი ფარული დარტყმები იმაზე მოწმობს, რომ სირიის წიაღისეულისთვის ბრძოლა ძლიერდება.  

„სირიის არმიას რომ შეეტია, პენტაგონი მაშინვე აღიარებდა ამას, ― ამატებს პერენჯიევი. ― მაგრამ როდესაც ამბობენ „უცნობი ჯაგუფებიო“, ესე იგი, უბრალოდ არ სურთ გაამჟღავნონ საიდუმლო, შიდა ომი. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ამერიკელებმა კარგად იციან, ვისგანაც ხვდებათ“.

ხალხის მრისხანება

კიდევ ერთი საშიშროება ამერიკელებისთვის ― ეს სახალხო წინააღმდეგობაა, რომლის მთავარი მიზანიც, როგორც პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამბობდა, ეს სირიის ტერიტორიების გათავისუფლებაა უცხოური ოკუპაციისგან.

ივნისში ქალაქ თელ-აბიადის მცხოვრებლებმა პიკეტი მოაწყვეს სასაზღვრო გადასასვლელზე, ცდილობდნენ რა, არ დაეშვათ თავიანთი ხორბლის უკანონო გატანა. ინციდენტის წინ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პროთურქმა ბოევიკებმა და აშშ-ის მოკავშირე ბანდფორმირებებმა არაერთხელ გადაწვეს ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების ყანები სახელმწიფოში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. აშშ-ის სამხედრო სარდლობა და მათი მოკავშირეები მიზანმიმართულად ართულებენ ჰუმანიტარულ ვითარებას სირიისჩრდილოეთში, რათა მოსახლეობა ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ.

ამერიკელების გამო ხშირად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. მაისში ამერიკელმა სამხედროებმა მძღოლი დაცხრილეს დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, რომლის მანქანამაც თითქოს მთავარი ავტომაგისტრალიდან გადაუხვია „კონიკოს“ ნავთობსაბადოს მახლობლად. სამხედროებმა ეს საფრთხედ მიიჩნიეს და ცეცხლი გახსნეს. ხოლო თებერვალში ქალაქ კამიშლიდან ახლოს მდებარე ბლოკპოსტზე სირიელმა სამხედროებმა აშშ-ის არმიის კოლონა გააჩერე, რომელიც შეუთანხმებელი მარშრუტით მოძრაობდა. ამერიკელებმა ადგილობრივებთან კონფლიქტის პროვოკაცია მოახერხეს და უწესრიგო სროლა აუტეხეს მათ. მაშინ 14 წლის ფეისალ ხალიდ მუჰამადი დაიღუპა და კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ინციდენტის დარეგულირება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში რუსი სამხედროები ჩაერივნენ, რომლებმაც ავტოკოლონა ბაზირების პუნქტისკენ გაიყვანეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

141
რაკეტის გაშვება

მიმოხილვა: აგრესორზე შურისძიების რუსული გარანტია - რაკეტა „სკვითი“

25
(განახლებულია 13:59 12.08.2020)
რუსეთი აამოქმედებს ბირთვულ პოტენციალს მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სარაკეტო შეტევის შემთხვევაში, რადგან მფრინავი საბრძოლო იარაღის შიგთავსის ამოცნობა შეუძლებელია.

ამის შესახებ საუბარია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მომზადებულ სტატიაში - „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში“, რომელიც ამ დღეებში გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ გამოაქვეყნა.

ამგვარ ვითარებაში რუსეთი ჩათვლის, რომ მოწინააღმდეგის მიზანი რუსეთის განადგურებაა და „პასუხი დამანგრეველი იქნება“. პასუხის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სკიფის“ გამოყენება, რომლის რაოდენობა, განლაგება, სიმძლავრე და ფრენის ტრაექტორია მხოლოდ სპეციალისტების ვიწრო წრისთვისაა ცნობილი.

თეორიულად, მოწინააღმდეგემ საბრძოლო პატრულირების ზონაში შეიძლება მიაკვლიოს და შეუტიოს პროექტ 955-ის სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა სარაკეტო კრეისერებს, პრევენციული დარტყმა მიაყენოს „იარსის“ 150 სარაკეტო კომპლექსს, გაანადგუროს აფრენის მომენტში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდების გარკვეული რაოდენობა. თუმცა ამ (წარმოუდგენელი გამართლების) შემთხვევაშიც პასუხი არ დააყოვნებს მსოფლიო ოკეანიდან. „სკიფზე“ (პრევენციული) იერიშის მიტანა ტექნიკურად შეუძლებელია.

რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების უხილავ წყალქვეშა იარაღს, ზღვის ფსკერზე განთავსებულ ბალისტიკურ რაკეტა „სკიფს“, შესწევს ძალა, წლობით შეინარჩუნოს საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი, შემდეგ კი ბრძანებისთანავე გაანადგუროს სახმელეთო და საზღვაო სამიზნეები. რაკეტა გამოირჩევა განსაკუთრებული უხილაობით საინფორმაციო სფეროში. სავარაუდოდ, „სკიფი“ არის ცნობილი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სინევას“ გაუმჯობესებული ვარიანტი, უფრო სრულყოფილი მახასიათებლებით და უახლესი ხელოვნური ინტელექტით. „სკიფის“ უმნიშვნელოვანესი უპირატესობებია მაღალი საბრძოლო გამძლეობა და შედარებით ნაკლები ხარჯი ექსპლუატაციისას.

საიდუმლო კონტეინერში იმალება

ფსკერის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სკიფი“ განეკუთვნება შორი მანძილის რაკეტების ოჯახს სუბმარინებისთვის და მოთავსებულია ზღვის ფსკერზე კონტეინერში, რომელიც საიმედოდ იცავს მას უზარმაზარი წნევისა და აგრესიული გარემოსგან, უზრუნველყოფს კავშირს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეთაურო პუნქტთან. ჰერმეტული და უჟანგავი კონტეინერის შექმნა, რომელსაც შეუძლია, მრავალი წლის განმავლობაში დაიცვას რაკეტა ზღვის მლაშე წყლისგან, პროექტის მთავარი ტექნიკური გამოწვევა იყო. სამაგიეროდ დღეს უფრო მარტივია ნემსის პოვნა თივის ზღვინში, ვიდრე „სკიფისა“ - ზღვაში.

უხილავობა და უნიკალური საბრძოლო გამძლეობა მიიღწევა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამშვები კონტეინერის განთავსებით ოკეანის ქვედა ფენებში, სადაც ვერ აღწევენ პოტენციური მოწინააღმდეგის ტორპედოები, რომლებსაც ზღვის ზედაპირზე ბირთვული შეტევის შესუსტებაც კი შეუძლიათ. სპეციალურ წყალქვეშა ნავს „სკიფი“ დანიშნულების ადგილზე მიაქვს. განთავსების წერტილის აღმოჩენა დაზვერვის არსებული და პერსპექტიული საშუალებებით შეუძლებელია. 

საბრძოლო მოქმედების შემთხვევაში კონტეინერი სიგნალს იღებს და მითითებულ სიღრმეზე ამოდის, რაკეტა კი საკუთარი პროგრამით სამიზნისკენ მიემართება. თუ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სინევას“ ფრენის სიშორე 8000 კმ-ს აღემატება, უფრო სრულყოფილი „სკიფის“ ფრენის მანძილი, დიდი ალბათობით, გაცილებით მეტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის შიდა წყლებში საბრძოლო მორიგეობა არ არღვევს „შეთანხმებას ზღვის ფსკერის თაობაზე“ (1970 წ.), რომელიც კრძალავს ბირთვული იარაღის განთავსებას ფსკერზე, ნაპირიდან 12 მილის ზონის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, არქტიკულ შელფზე და წყნარი ოკეანის სანაპირო წყლებში არაერთი მოსახერხებელი ღრმაწყლოვანი ადგილია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების განსათავსებლად, რომლებიც მაქსიმალურად ახლოსაა სამიზნეებთან სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. ეს არ არის „რუსეთის მუქარა“, არამედ დასავლეთის აგრესიული მიზნების, ჩრდილოეთის საზღვაო გზასა და რუსეთის არქტიკის, შორეული აღმოსავლეთისა და კურილიის კუნძულების ბუნებრივ სიმდიდრეებზე პრეტენზიების შემაკავებელი სერიოზული ფაქტორია.

კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სკიფის“ უპირატესობა ეკონომიკური თვალსაზრისით აშკარაა. რაკეტმზიდი ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოება და ექსპლუატაცია მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა. არც ეკიპაჟის მომზადება ჯდება იაფი. ფსკერზე განთავსებული რაკეტა წყალქვეშ დამატებითი ხარჯის გარეშე ძლებს ნებისმიერ სუბმარინზე დიდხანს და, ამასთან, ინარჩუნებს საწყის საბრძოლო პოტენციალს. ასეთია რუსეთის პასუხი კოლექტიური დასავლეთის მიერ გამოცხადებულ საზღვაო შეიარაღების ახალ შეჯიბრზე.

ცნობილია, რომ „სკიფი“ პირველად 2008 წელს გამოიცადა. 2017 წლიდან კი მან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაიმკვიდრა ადგილი. ახალი რაკეტა გამოცდილია დროით და ყურადღებასაც იმსახურებს.

ილუზიების მსხვერპლი

რუსეთის პრეზიდენტმა 2 ივნისს დაამტკიცა „სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები ბირთვული შეკავების სფეროში“. დოკუმენტის თანახმად, პოტენციურმა მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ აგრესიას გარდაუვლად მოჰყვება პასუხი. ამის მიუხედავად, რუსეთი ბირთვულ იარაღს იხილავს, როგორც მხოლოდ და მხოლოდ შემაკავებელ საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 1970-იან წლებში უარი თქვა ფსკერზე რაკეტების განთავსებაზე და საშუალო სიშორის რაკეტების ევროპაში განთავსების კურსი აირჩია. შედეგად კი სსრკ-ის საზღვრებს 1800 კმ მანძილზე (8 წთ. მოსკოვამდე) მოუახლოვდა.

დღეს ისტორია მეორდება, ოღონდ ახალ ტექნოლოგიურ დონეზე. მოწინავე ბაზირების სისტემა კი (Forward Based System) გერმანიიდან პოლონეთისკენ ინაცვლებს. აშშ-ის მოქმედება სტრატეგიული შეიარაღების სფეროში მიმართულია ბირთვული საშუალებების გამოყენებით „გლობალური დარტყმის“ კონცეფციის რეალიზებისკენ.

აშშ და ნატოს აქტივისტები ცდილობენ, საბრძოლო ინსტრუმენტებით „შეაკავონ“ რუსეთის ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო გავლენის ზრდა, რომელმაც საგრძნობლად გაუსწრო კოლექტიურ დასავლეთს ჰიპერბგერითი რაკეტების, ბირთვული წყალქვეშა ნავების, მეხუთე თაობის გამანადგურებლების, წყალქვეშა უპილოტო „პოსეიდონების“ და სხვა მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შემუშავებისა და წარმოების სფეროში. იქმნება პარადოქსული სიტუაცია, როდესაც სამხედრო მრჩევლები ვერ ბედავენ რჩევის მიცემას ამერიკელი ახირებული პოლიტიკოსებისთვის, რადგან ხედავენ განსხვავებას დოქტრინებსა და რეალობას შორის.

თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში პენტაგონი მოკავშირეებთან ერთად ავღანეთში ძვირადღირებულ სამხედრო ოპერაციებს ატარებდა, რათა დაემარცხებინა სუსტად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანი“. შედეგად, აშშ-მა მოწინააღმდეგესთან დადო ამერიკული ჯარისთვის სამარცხვინო შეთანხმება და მიდის ქვეყნიდან, ტოვებს რა ბედის ანაბარა არსებულ სუსტ სახელმწიფოს - ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას. სამწუხაროდ, ვაშინგტონში სწორი დასკვნები ვერ გამოიტანეს და ენთუზიაზმით შეუდგნენ „ევროპის ხსნას“ არარსებული რუსული საფრთხისგან. მაგრამ „სკიფი“ და რუსეთის უსაფრთხოების სხვა გარანტები მუდმივ მზადყოფნაში არიან.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

25
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე: დაველოდებით კვლევებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას

0
(განახლებულია 15:59 12.08.2020)
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვაქცინა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აყალიბებს მდგრად იმუნიტეტს და მან ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა.

თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო დაელოდება კვლევების შედეგებს  და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის რუსული ვაქცინის შესახებ.

როგორ შევამციროთ კორონავირუსით ინფიცირების რისკი: ნაპოვნია ყველაზე მარტივი ეფექტური ხერხი>>

გუშინ, 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა. მისი განცხადებით, ვაქცინა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აყალიბებს მდგრად იმუნიტეტს და მან ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი, თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, კვლევების მონაცემებს", - განაცხადა ტიკარაძემ. 

რუსეთის სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეესტრში უკვე განთავსებულია ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი კორონავირუსის პროფილაქტიკის ვაქცინა დაარეგისტრირა.

ვაქცინის კლინიკური ცდების შედეგების მიხედვით, ვაქცინის შეყვანიდან 42–ე დღეს ყველა მოხალისე თავს კარგად გრძნობს, მათ გამოუმუშავდათ აშკარა იმუნური პასუხი, არ შეინიშნება გვერდითი მოვლენები, გართულებები ან არასასურველი რეაქციები.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში განაცხადეს, რომ ვაქცინას აწარმოებს კომპანიები Alium და Р-Фарм. როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლოს თვეში 10 მილიონი ვაქცინა იქნება წარმოებული.

რუსეთის  ხელისუფლება მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს. პრეპარატს პირველად მედიკოსები და ასაკოვანი ადამიანები მიიღებენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში