მეტეხი

დიდი მეფის გატეხილი ფიცი და ტაძრის გადარჩენას შეწირული ქართველები

484
(განახლებულია 09:51 31.10.2019)
როგორც ჩანს, გატეხილი ფიცის გამო სინდისი ქენჯნიდა გორგასალს და ცოდვის გამოსყიდვა სალოცავის აშენებით სურდა...

ვანო სულორი

მეტეხის პლატო ერთ-ერთი უძველესი უბანია თბილისში. მისი სახელწოდება, ერთ−ერთი ვერსიით, ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. საქმე კი ასე ყოფილა:

15 წლის იყო ვახტანგ გორგასალი, როდესაც  ჩრდილოეთ კავკასია დალაშქრა. გადამწყვეტი ბრძოლა მდინარე თერგზე გაიმართა ჰუნებთან და მათ მოკავშირე ოსებთან. იმ დროს არსებული საბრძოლო წესის თანახმად, ბრძოლის წინ ბუმბერაზთა შერკინება გაიმართა, რომელშიც ქართველთა ჭაბუკი მეფეც მონაწილეობდა. ვახტანგმა მტრის გოლიათები ადვილად გაამარცხა, მერე კი ორთაბრძოლაში ჩართვა ოსმა მთაკაცმა, ბაყათარმა მოისურვა, რომლის სიმძიმით მიწაც კი ზანზარებდა.

ოღონდ ეგ იყო, ადიდებულ თერგზე გადასვლას ვერ ბედავდა, ეშინოდა, რომ მდინარეშივე არ ევნო მისთვის ქართველთა მეფეს. მაშინ ვახტანგმა დაუფიცა, სანამ თერგს არ გადმოლახავ, არ შეგებრძოლებიო. დაუჯერმა ბაყათარმა და შევიდა წყალში. მაგრამ არ აცალა ოს მთაკაცს ნაპირზე გასვლა გორგასალმა, შუბით განგმირა იგი... 

გამოხდა ხანი და გორგასალი თბილისის შენებას შეუდგა. მისი ბრძანებით, დღევანდელი მეტეხის ტაძრის სიახლოვეს საყდარი აააგეს — როგორც ჩანს, გატეხილი ფიცის გამო სინდისი ქენჯნიდა გორგასალს და ცოდვის გამოსყიდვა სალოცავის აშენებით სურდა. იმ ადგილს, სადაც ეკლესია აიგო,  მეტეხი უწოდეს, რაც დიდი მეფის სიტყვების — „მე ვტეხე ფიცის“ შემოკლებულ ვარიაციას წარმოადგენს.

ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ტაძარი, სავარაუდოდ 628 წელს, ხაზარებმა იავარქმნეს. მოგვიანებით ის ისევ აღადგინეს, მაგრამ ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინის შემოსევის დროს ხელახლა დაინგრა. ამ ადგილას მეცამეტე საუკუნის ბოლოს დემეტრე მეორემ ახალი, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აგება განიზრახა, მაგრამ სამეფოს ხაზინას საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა. ამიტომ მეფემ თავისივე ვეზირისაგან, სადუნ მანკაბერდელისაგან ისესხა ფული და იდეა სისრულეში მოიყვანა. 

საქართველოში მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) მეტეხის ტაძარმა რელიგიური ფუნქცია დაკარგა, ის სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ტაძრის ციტადელი დაშალეს და ახალი ნაგებიბით შეცვალეს, რომელიც სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა 1933 წლამდე. 

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის  ციხე გააუქმეს, პატიმრები ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს, ხოლო შენობა 1933 წელს ეროვნულ სამხატვრო გალერეას გადასცეს  ძველი ექსპონატების, ძირითადად ევროპელი მხატვრების შესრულებული ტილოების განსათავსებლად.

მოგვიანებით ლავრენტი ბერიას ბრძანებით შენობა დაანგრიეს, სამუზეუმო ექსპონატები  „გადაარჩიეს“ —  რაც ბოლშევიკებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა (ძირითადად „ბურჟუა მხატვრების“ ფერწერული ტილოები), ცეცხლს მისცეს, დანარჩენი კი სხვაგან გადაიტანეს.  

მოგვიანებით, როდესაც შოთა რუსთაველი 750 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი ძეგლის დადგმა გადაწყდა, საიუბილეო კომისიამ, რომელსაც საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, გადაწყვეტა, ძეგლი მეტეხის პლატოზე დაედგათ.

შესაბამისად, საჭიროდ მიიჩნიეს მეტეხის ტაძრის დანგრევა. ამ ბარბაროსობას ქართველმა პატრიოტებმა შეუშალეს ხელი. მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილი, დიდი მაესტრო სანდრო ახმეტელი და მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე ბერიას მიადგნენ და კატეგორიულად მოითხოვეს, ხელი არ ეხლოთ მეტეხის ტაძრისთვის. საბჭოთა საქართველოს თავკაცი ამაოდ შეეცადა ვიზიტორთა დარწმუნებას, რომ „წარსულის გადმონაშთის“ დანგრევით უდიდესი საქმე კეთდებოდა, მაგრამ დელეგაცია შეუვალი აღმოჩნდა.

ბრაზს ვერ მალავდა თურმე ლავრენტი ბერია. პირისპირ სასაუბროდ დატოვებულ მხატვარ დიმიტრი შევარდნაძეს ისიც კი უთხრა, საკუთარი ხელით დაგაგნგრევინებთ მეტეხსო.

ნათელი იყო, რომ ცეკას მდივანი უკან დახევას არ აპირებდა. ამიტომ, ბერიას კაბინეტიდან გამოსულებმა კრემლში გაგზავნეს წერილები და უშუალოდ სტალინს სთხოვეს მეტეხის ტაძრის გადარჩენა.

ამან შედეგი გამოიღო. როგორც ჩანს, „დიდ ბელადში“ ყოფილი სასულიერო სემინარიელის სულმა გაიღვიძა და დიდებული ტაძარი აფეთქებას გადაურჩა. მაგრამ, ბერიას რისხვას ვერ გადაურჩნენ ამ მამულიშვილური საქმის მოთავენი — დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჯავახიშვილი და სანდრო ახმეტელი, რომლებიც, როგორც ხალხის მტრები, კომუნისტებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს.

484
თემები:
იცით თუ არა, რომ... (361)

მიმოხილვა: ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ საფრენად ემზადება

73
(განახლებულია 12:36 24.05.2020)
რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სულ უფრო სრულყოფილი და ეფექტური ხდება. ახალი მძიმე კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ ფინალურ გამოცდებს გადის შეიარაღებაში შესვლის წინ

ალექსანდრ ხროლენკო

რუსეთის ვიცე–პრემიერმა იური ბორისოვმა 21 მაისს განაცხადა, რომ COVID-19–ის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ ზაფხულში გამოცდაზე — ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური კონსტრუქტორის მიერ განსაზღვრულ ვადებში ჩატარდება.    

„სარმატის“ გამტყორცნი გამოცდები 2018 წელს დასრულდა. კომპლექსი საბრძოლო ბლოკების ფართო სპექტრს მიიღებს, მათ შორის, ახალო თაობის ჰიპერბგერითს და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების შეიარაღებაში 2021 წელს შევა.  

ახალი რაკეტა მსოფლიოში უყველაზე ძლიერ Р-36М2 „Воевода–ს“ შეცვლის (ნატოს კლასიფიკაციით – SS-18 Satana). „სარმატს“ აქვს უნარი, იფრინოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გვერდის ავლით, წინასწარ გაუთვლელი ტრაექტორიით, რაც პირობითი მოწინააღმდეგის მხრიდან მის ჩაჭერას გამორიცხავს.

„სარმატას“ პრინციპული განსხვავება „ვოევოდასგან“ არის შემდეგი: ახალი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა, Ю-71 ტიპის ჰიპერბგერითი ბლოკებით, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ზეზუსტი იარაღი არაბირთვულ აღჭურვილობაში. ატმოსფეროში დაახლოებით 15 Max (7 კმ/წმ) სიჩქარის დროს ბლოკის კინეტიკური ენერგია გარანტირებულს ხდის ბირთვული დარტყმისთვის სახასიათო ნგრევას, მაგრამ ადგილის რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. ჰიპერბგერითი მანევრირებადი ბოეგოლოვკების არსებითი უპირატესობა — ეს ტრაექტორიის ძალია ზუსტად კორექტირების უნარია.

დასრულებულია მრეწველობის მოდერნიზაცია ახალი რაკეტის სერიული წარმოებისთვის, რომელიც კრასნოიარსკის მხარესა და ორენბურგის ოლქში განთავსდება. ამ გზით რუსეთი შეკავების პოტენციალს ზრდის.

ორივე პოლუსის გავლით

მსოფლიოს ყველა ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ცდილობს, გადაუსწროს კონკურენტს მძიმე კონტინენტთშორისი რაკეტების წარმოების სფეროში, მაგრამ რუსეთი ძალიან წინაა. შახტში ბაზირების სარაკეტო კომპლექსი „სარმატი“ ყველა პარამეტრით აღემატება დანარჩენებს.

ანალოგი სიშორის, სისწრაფისა თუ დამანგრეველი სიმძლავრის მხრივ, არ არსებობს. ფრენის სიშორით — 18.000 კმ/სთ — „სარმატი“ ერთნახევარჯერ  სჯობნის „ვოევოდას“, რომელიც თავის მხრივ ყველა უცხოურ კონკურენტზე წინაა. 10 ტონამდეა გაზრდილი სასარგებლო დატვირთვა. თავის ნაწილი ინდივიდუალური დამიზნების ათი ბლოკისგან შედგება. ახალი რაკეტის სასტარტო მასა 208 ტონას შეადგენს (აქედან 178 ტონა — საწვავია).რაკეტის საერთო სიგრძე 35,5 მეტრია, ხოლო დიამეტრი — 3 მეტრი. 

საბრძოლო სიმძლაცრით „სარმატი“ და „ვოევოდა“ ერთნაირია. კონტინენტთშორის რაკეტას აუცილებლად წარმატებით უნდა შეეძლოს ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადალახვა, დროულად და ზუსტად მოარტყას მიზანში. „ვოევოდას“ საბრძოლო ბლოკებიც კი მიფრინავდა ცრუ ელემენტების ღრუბელში (რაკეტის თავის ნაწილი ათი საბრძოლო ბლოკისგან შედგება, რომელტაგან თითოეულის სიმძლავრე 800 კილოტონაა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გარღვევის განვითარებული სისტემითაა აღჭურვილი). ლოგიკურია ვივარაუსოთ, რომ „სარმატს“ ფრენისას დაცვისა და შენიღბვის პრინციპულად ახალი საშუალებები ექნება.  სხვადასხვა სიმძლავრისა და დანიშნულების ბლოკების ხაზში კი ნამდვილად იარსებებს მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა ინოვაციური კომპონენტები.

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი?

გაყოფის შემდეგ მანევრირებადი ბლოკი დაახლოებით 15 Max–ის  (7 კმ/წმ) სიჩქარით მოძრაობს 100 კმ სიმაღლეზე და ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შესვლის წინ რთულ მანევრს ასრულებს მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადასალახავად. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამგვარი საბრძოლო  ბლოკებით წქერტილოვანი არაბირთვული დარტყმების მიტანაა შესაძლებელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე ლოკალურ კონფლიქტებში.

ახალი მძიმე „სარმატის“ შექმნისას ორი ძირითადი ორიენტირი იყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისადმი მოუწყვლადობა და მიფრენის მინიმალური დრო – რამაც შესაძლებელი გახადა მიეღოთ რეკორდული სიჩქარე, სიშორე, ტვირთამწეობა და 60 წამიანი საბრძოლო მზადყოფნა — მოწინააღმდეგის თავდასხმის შემთხვევაში ელვისებური რეაქცია.

პირობითი მოწინააღმდეგის ტერიტორიის „ორბიტული დაბომბვის“ ტექნოლოგია სამხრეთ პოლუსის ტრაექტორიის გავლით (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არსებული და პერსპექტიული სისტემების გვერდის ავლით), „სარმატს“ საშუალებას აძლევს, სამოქალაქო დანიშნულების კოსმოსური აპარატებიც გაუშვას. 

საკვანძო პარამეტრები

რამდენ ახალ მძიმე რაკეტას მიირებს რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები? მანამდე ამერიკულმა ტელეარხმა CNBC–მ, აშშ–ის დაზვერვაზე დაყრდნობით, 60 „სარმატის“ თაობაზე განაცხადა, რაც დაახლოებით შეესაბამება „ვოევოდების“ რაოდენობას ორ დივიზიაში.

მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა სხვა გეგმებიც ჰქონდეს. ღია ინფორმაცია არსებობს მხოლოდ კონტინეტშორისი ბალისტიკური რაკეტებისა და საბრძოლო ბლოკების ზღვრულ რაოდენობაზე, რომელიც СНВ-3–ის შეთანხმებითაა განსაზღვრული. ეს 700 გამშვები დანადგარი და 1550 საბრძოლო ბლოკია.

რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების პერსპექტივების განვითარებაში მნიშვნელობა აქვს აშშ–ის სარაკეტო–ბირთვულ პოტენციალსა და მის საგარეო პოლიტიკას, ვა შინგტონის გასვლას მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლას, ამერიკული საშუალო სიშორის რაკეტების სავარაუდო განთავსებას ევროპაში — რუსეთთან ახლოს. ასე მაგალითად, პოლონეთსა და რუმინეთში პენტაგონის ანტისარაკეტო კომპლექსებია განთავსებული — უნივერსალური გამშვები დანადგარებითა და მზადყოფნის სხვადასხვა ხარისხით.  იქიდან საშუალო სიშორის ანტისარაკეტო „სტანდარტ–3–ისა“ და ფრთოსანი რაკეტა „ტომაგავკების“ გაშვებაა შესაძლებელი.  გარდა ამისა, პოლონეთსა და რუმინეთში ბაზირებული ამერიკული მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები შესაძლოა ბირთვული საბრძოლო მასალებით იყოს აღჭურვილი. რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ საშუალო სიშორის მოიერიშე კომპონენტების გამოყენების შემთხვევაში, საპასუხო დარტყმის ზონაში აღმოჩნდება შეერთებული შტატებიცა და სასტარტო მოედნის ქვეყნებიც“. ამის ტაობაზე პირდაპირ განაცხადა რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალმა სერგეი კარაკაევმა.

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების 2020 წლის გეგმებში შედის ორასზე მეტი სხვადასხვა დონის სწავლება და კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების ექვსი გაშვება. გასულ წელს დაახლოებით ამდენივე სწავლება სარაკეტო გაშვება გაიმართა, რამაც სარაკეტო კომპლექსების მაღალი საიმედოობა და ეფექტურობა დაადასტურა.

თანამედროვე სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები — ეს სამი სარაკეტო არმია, 12 სარაკეტო შენაერთი (მათ შორის, სტაციონარული ბაზირების ოთხი და რვა მობილური დივიზია). ობიექტები საიმედოდაა დაფარული საჰაერო თავდასხმისგან. ბირთვულ სამეულში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები მთავარ როლს ასრულებს. ახალი მძიმე კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ ამ ჯარებსა და ბირთვული შეკავების სისტემაში საკვანძო პოზიციებს დაიკავებს.

73
ძველი წიგნი

მილიონერი თუ გლეხების შემწე: სიმართლე სახელგანთქმულ ქართველ ყაჩაღზე

703
(განახლებულია 18:35 20.05.2020)
არსენა ოძელაშვილი ნამდვილად იყო და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონად ჩვენს ქვეყანაში.

XIX საუკუნის დასაწყისში მას იმდენად ჰქონდა სახელი გავარდნილი, რომ თბილისის გუბერნიაში ლამის ყოველ მეორე ახალდაბადებულ გლეხის ბიჭს არსენას არქმევდნენ, ხოლო ყოველი მესამე შვილს არსენას ნათლულობას აბრალებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მშობლებს ყაჩაღისთვის თვალიც არ ჰქონდათ მოკრული. 

მარაბდელი ყაჩაღის სიცოცხლეშივე ბევრი იბრალებდა არსენობას. გადაივსო ქართლისა და კახეთის ტყეები თვითმარქვია „არსენებით“. არც ერთ ადამიანზე იმდენი ლექსი არ თქმულა, რამდენიც ამ პირველ და ყველაზე ცნობილ ქართველ ყაჩაღზე. მასზე შექმნილი ლექსები და რომანები ნამდვილ ბეტსელერებად იქცა და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ლიტერატურულმა გმირმა აჯობა ღირსებებით თავის პროტოტიპს — არსენა მარაბდელმა ადამიანთა აზროვნებაში მყარად და სამუდამოდ დაიკავა ადგილი, როგორც დაჩაგრულთა დამცველმა და კეთილშობილმა პიროვნებამ. 

არადა, ის არასდროს ყოფილა ისეთი ალტრუისტი და გულმოწყალე, როგორი იმიჯიც შეუქმნა მას ბატონყმობით გაწამებულმა გლეხობამ. ხალხი მხსნელს ელოდა და ასეთი გმირი რატომღაც არსენა ოძელაშვილში დაინახა.   

მარაბდელი ყაჩაღი დიდი ძალის პატრონი, უშიშარი კაცი გახლდათ, გამორჩეული ხასიათითა და გარეგნობით. გერმანელი მოგზაური ბოდენშტადტი იხსენებს, რომ ერთ ხატობაში მას დაანახეს ახოვანი, კარგად ჩაცმული ადამიანი და უთხრეს, ეს არის არსენა ყაჩაღიო. მოულოდნელად ის იქვე მდგომ ოფიცერს ახირებია, ხმალი უნდა მაჩუქოო. ისეთი გაწევ–გამოწევა ამტყდარა, რომ საქმეში ქალებიც კი ჩარეულან. ბოლოს ოფიცერს დაუთმია და მიუცია თავისი ხმალი არსენასთვის. თუმცა მარაბდელს მეორე დღეს ის ხმალიც დაუბრუნებია და კიდევ ერთი სართად მიუყოლებია.

ერთი ვერსიით, არსენა ვაჭარი ყოფილა და თბილისში დუქანიც ჰქონია გახსნილი. გარკვეულ დრომდე უდარდელად ცხოვრობდა თურმე, მაგრამ მერე ისე მოხდა, როგორც ეს ზღაპრებსა და ხალხურ თქმულებებშია აღწერილი: თავად ზაალ ბარათაშვილის მოახლე გოგო შეუყვარდა და ბატონს ქორწინების უფლება სთხოვა - წესი იყო ასეთი. თავადი ჯერ კი დათანხმებია გარკვეული თანხის საფასურად, მაგრამ როცა არსენას ფული მიუტანია, ბატონს მოულოდნელად უარი უთქვამს. მაშინ ღირსებაშელახულ არსენას ეს გოგო გაუტაცნია და ქვემო ქართლში, ბირთვისის კლდეებში გადაუმალია.

ბევრი კი უძებნია, მაგრამ მთელ იმ არემარეში ვერ უპოვია მღვდელი, რომელიც მათ ჯვარს დასწერდა. არადა, ჯვარდაუწერლად გოგო არსენას ცოლად ვერ ჩაითვლებოდა. ერთხანს კი უცხოვრია წყვილს ბირთვისის გამოქვაბულებში, მაგრამ მერე, რადგან ჯვარი ვერ დაიწერეს, არსენა იძულებული შექნილა გოგო ბატონისთვის დაებრუნებინა. 

სხვა ვერსიით, გაქცეულმა არსენამ საცოლესთან ერთად ახალციხეში დაიდო ბინა. 1828 წლამდე სამცხე-ჯავახეთი ოსმალეთს ეკუთვნოდა და დევნილთათვის იქაურობა იდეალური ადგილი იყო, რადგან იქ ვერც რუსი ხელისუფალი მისწვდებოდა და ვერც ზაალ ბარათაშვილი დააკლებდა რამეს.

არსენა და მოახლე გოგო ახალციხელი კათოლიკეს პავლე შაყულიანის ოჯახში ცხოვრობდნენ. იმათ ცოტა გვიან შუტყვიათ, რომ მარაბდელს ქალთან ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი და იქვე, ახალციხის კათოლიკურ ეკლესიაში აღუსრულებიათ ქორწინების საიდუმლო. არსენას ქართლიდან ჩაუტანია საკლავი და ღვინო და ისეთი დიდებული ქორწილი გადაუხდია, მთელი ახალციხე განუცვიფრებია. ამბობენ, წყვილს შვილებიც იქვე, ახალციხეში ეყოლაო.  

მარაბდელი ყაჩაღი თურმე ხშირად გადადიოდა მშობლიურ მხარეში და ბატონს სისხლს უშრობდა. მოკვლით არ მოუკლავს, მაგრამ ქონებრივად კი დიდი ზარალი მიაყენა: გაიტაცა მისი კუთვნილი საქონელი, სხვების დახმარებით გადაუწვა ყანები, ტყეები, ვენახი. მიზეზი პირადი მტრობა იყო თორემ საყაჩაღო არა სჭირდა რა — საკმაოდ შეძლებული კაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში ცხოვრობდა, ხშირად ჩადიოდა ხოლმე შიდა ქართლში სხვისთვის მიბარებული თავისი ცხვრის ფარის დასახედად. გომარეთში კიდევ ცალკე კაცი ეყენა, რომელიც მის აურაცხელ ფარას პატრონობდა.

მას შემდეგ რაც რუსეთმა ოსმალეთს ახალციხე და სამცხე-ჯავახეთი წაართვა, არსენა ქართლში დაბრუნდა და ტყეს შეაფარა თავი. ხელისუფლება მის დაჭერას ლამობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ის თავისივე ნათლიმამის ფარსადან ბოდბისხეველის ღალატის წყალობით შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს. მაგრამ დაახლოებით 1833 წლისთვის ციხიდან გაიქცა და კიდევ უფრო გაბოროტებულა. რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქი და მისი შემოგარენი შიშში ჰყავდა თურმე — ძარცვავდა ვაჭრებს, ჩარჩებს, შეძლებულ ადამიანებს. 

ხალხური გადმოცემით, არსენა ნაყაჩაღარიდან იმდენს იტოვებდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, დანარჩენს კი მშივრებსა და უმწეოებს ურიგებდაო. მაგრამ თურმე მთლად ასეც არ ყოფილა. კი, ზოგჯერ ბაზრობებზე 

ჩამოივლიდა და ჩარჩებს ფართლის საზომ ადლებს დაუგრძელებდა ხოლმე, ამიერიდან ამ ჯოხით გაზომავო, ეტყოდა (აქედან გაჩნდა ეს გამოთქმაც „არსენას ადლი“) — ამას ნამდვილად აკეთებდა, მაგრამ ნაძარცვ ქონებას იოლად ნამდვილად ვერ ელეოდა. მისი შეძლების საილუსტრაციოდ გამოდგება ხალხური ლექსი, სადაც არსენა ფარსადანს ჰპირდება: ორას თუმანს აქ გაჩუქებ, სამას თუმანს —  გომარეთსაო.

თანაც, არსენას უფრო მეტიც ჰქონია სათავსოდ გადანახული. აკი ამბობს ერთგან, ჩემი შვიდასი თუმანი კასპში ერთ დიდ კლდეში ძევსაო.

700 თუმანი იმ დროს ზოგ მდიდარსაც არ ჰქონდა (იმ დროს ამ თანხით დაახლოებით 1500-1700 სულ მსხვილფეხა საქონელს შეიძენდი). ამას დაუმატეთ მისი აურაცხელი ცხვრის ფარებიც და გამოდის, რომ არსენა ოძელაშვილი, დღევანდელი საზომითაც კი, ნამდვილი მილიონერი გამოდის. ისეთი ხელგაშლილი და გლეხობის შემწე კაცი კი, როგორადაც მას ხალხი ხატავდა, მილიონერი ვერ გახდებოდა.

არსენა შარაგზის ყაჩაღი კი იყო, მაგრამ ტრაქტირებსა და სამიკიტნოებში ქეიფი, ღვინის სმა ჰყვარებია. მაშინ მრავლად იყო განთქმული რუსული ტრაქტირები, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფუნდუკები, სადაც მგზავრს ჭამა–სმაც შეეძლო, ღამის გათენებაც და ცხენების დასვენებაც. მარაბდელი ძალიან ფრთხილი კაცი იყო, მაგრამ ადამიანებთან ყოფნას დანატრებული ტრაქტირებშიც ხშირად დადიოდა. მით უმეტეს, რომ სახეზე ბევრი ვერც ცნობდა.

უმძიმესი ხასიათი ჰქონია ყაჩაღს. განსაკუთრებით აუტანელი და შარიანი მაშინ ხდებოდა თურმე, როცა ნასვამი იყო. ერთხელაც თავადი საგინაშვილი გამოუწვევია სმაში და შემთვრალს მეფისა და თავადების გინება დაუწყია. დაწყებულა გაწევ-გამოწევა. მოჩხუბრები კი გაუშველებიათ და თითქოს კონფლიქტიც ამოწურულა, მაგრამ როცა საგინაშვილი სუფრიდან წამომდგარა და წასულა, არსენას ზურგში ტყვია დაუხლია მისთვის და ადგილზე მოუკლავს. 

გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის აუგუსტ ჰაქსტაუზენის გადმოცემით, მარტყოფში დღესასწაულზე მოულოდნელად გამოჩენილა მთვრალი არსენა. თავად ორბელიანთან მისულა და ღვინო მოუთხოვია, თან მის გვერდით მჯდომ მოხელეზე მიუთითებია, ამ კაცს უთხარი, ხმალი მაჩუქოსო. ორბელიანს რაღაც გადაუჩურჩულებია მოხელისთვის და იმასაც წამში გადაუცია ხმალი არსენასთვის. ცოტა ხანში ოძელაშვილი ისევ მიადგა ორბელიანს თურმე და ამჯერად დამბაჩა მოითხოვა. გაბრაზებულა თავადი, ჩახმახი შეუყენებია და ყაჩაღისთვის დაუმიზნებია. მაგრამ ამ დროს ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მივარდნია ორბელიანს, ამ წმინდა დღეს სისხლს ნუ დაღვრითო, და თავადსაც დაუწევია დამბაჩა.

თუმცა გადმოცემებით ისიც ირკვევა, რომ არსენა ოძელაშვილი ტრაქტირებში მხოლოდ დასათრობად არ დადიოდა. იმ დროს იმერელი აზნაურიშვილები კარგ მწევრებს ზრდიდნენ, რომლებსაც მერე ქართლსა და კახეთში ყმა–გლეხებში ცვლიდნენ. არსენა ათასგვარ ფანდს იგონებდა თურმე, რომ ასეთი სამარცხვინო ვაჭრობა ჩაეშალა და საქმე ისე მოეგვარებინა, რომ ადამიანები ტყვეობიდან დაეხსნა. მისი ყველაზე ცნობილი ფანდი ტრაქტირში მწევრებისგან უკვე „ხელდაცლილი“ იმერლების დათრობა და ძაღლებზე გაცვლილი გოგო-ბიჭების გაპარება ყოფილა.

ასე იყო თუ ისე, არსენა ქართლსა და კახეთში ყაჩაღობას განაგრძობდა. კახელებს, ქართლელებისაგან განსხვავებით, სახელგანთქმული ყაჩაღის „სტუმრობა“ ძალიან უხაროდათ, იმიტომ რომ როცა არსენა იქ იყო, ლეკები კახეთში თარეშს ვერ ბედავდნენ, ემანდ არსენას არ გადავეყაროთო. 

მარაბდელი ყაჩაღი ძალიან უშიშარი ყოფილა და გამომწვევად იქცეოდა. ჩვეულებად ჰქონდა გადაქცეული გზის პირას კარგი გლეხური სუფრის გაშლა და გამვლელ-გამომვლელის მიპატიჟება.

იმ საბედისწერო დღესაც გატეხა პური მუხათგვერდის გზის პირას და ღვინოც ბლომად მიირთვა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ჯვარცმის დღეს ღვინის სმა დიდი ცოდვა გახლდათ. მგზავრი ბევრი არ იყო, მაგრამ ვინც გაიარა, ღვინო ყველას შესთავაზა არსენამ. ვინც მისი ახირებული ხასიათი იცოდა, მიწოდებულ სასმისს ცლიდა და სასწრაფოდ ეცლებოდა იქაურობას.

აი, გიორგი კუჭატნელმა კი უარი უთხრა ღვინის დალევაზე. ამ გოლიათური აღნაგობისა და არსენაზე არანაკლები ვაჟკაცის ნამდვილი გვარი სეფისკვერაძე იყო. იმერელ გლეხს დიდი სახელი დაეგდო კახეთში ლეკებთან ბრძოლაში და ამის გამო კუჭატანში მიწა მიუციათ. სხვათა შორის, მის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი მამულიშვილური საქმე — ყვარლის მაზრაში, ლეკთა გამუდმებული თარეშისგან დაცლილ ახალსოფელში ხალხის ჩასახლება და გაუკაცრიელებული სოფლის აღორძინება...

იმ დღეს, როცა ნასვამ არსენას გადაეყარა, გიორგი კუჭატნელი მხლებელ ლეკ ბიჭთან თუ საკუთარ ძმისშვილთან ერთად ბრუნდებოდა თავისი კახური მამულიდან იმერეთში. არსენამ მასაც შესთავაზა ღვინო, მაგრამ კუჭატნელმა იუარა, ქრისტიანი კაცი წითელ პარასკევს ღვინოს არ დავლევო და გზა განაგრძნო. როგორ თუ უარი მითხარიო, გამოეკიდა არსენა, წინ გადაუდგა და ფულისა და ცხენის წართმევა მოუნდომა. კუჭატნელმა ერთი კი სცდა მისი გონზე მოყვანა — გამეცალე, ტყუილად თავს ნუ გამაფუჭებინებო, მაგრამ როცა ყაჩაღმა ხმლის ყუა ჩაარტყა თავში მის მხლებელ ბიჭს, ლეკთა მმუსვრელმაც იშიშვლა ხმალი.

გააფთრებულ ბრძოლაში სეფისკვერაძემ დაჯაბნა არსენა და მარჯვენა მოჰკვეთა თურმე. თუმცა მანამდე არსენამაც შეძლო ყური ჩამოეთალა კუჭატნელისთვის. ამასობაში კი წაქცეული ბიჭი გონს მოვიდა, ოძელაშვილს ზურგში დამბაჩა დაახალა და ადგილზე მოკლა.

უცნაურია, მაგრამ ამბობენ, კუჭატნელს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ შემოაკვდაო. როცა ხელისუფლებას არსენას მოკვლისათვის დაწესებული სოლიდური ჯილდო შეუთავაზებია, თავმოყვარე იმერელს კაცის მოკვლისათვის დაწესებული ფულის აღებაზე უარი უთქვამს...

703
თემები:
იცით თუ არა, რომ... (361)
დაკეტილი რესტორნები და კაფეები აბანოთუბანში

საქართველო განაგრძობს საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღებას

0
(განახლებულია 08:55 25.05.2020)
დაფინანსება საბიუჯეტო დახმარებას წარმოადგენს და მიმართული იქნება მთავრობის ასიგნების მხარდაჭერისთვის

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოს COVID-19–თან ბრძოლისთვის, ასევე ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისთვის 190 მილიონ ევროს გამოუყოფს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და AFD–ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა გაელლე ასაიაჟმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა ხელი მოაწერეს ორ ხელშეკრულებას.

უწყების ინფორმაციით, ეს დაფინანსება საბიუჯეტო დახმარებას წარმოადგენს და მიმართული იქნება მთავრობის ასიგნების მხარდაჭერისთვის.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, წარმოადგენს იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო პარტნიორული დონორი ორგანიზაციებისგან მიიღო.

მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება>>

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა პროგრამა „დაფინანსების გაფართოების მექანიზმის“ გაგრძელებას, რაც საქართველოსთვის წლის ბოლომდე 447 მილიონი დოლარის გამოყოფას ნიშნავს. ამას გარდა, რიგი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს 1,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ 2020 წლის ბოლომდე.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში