მუზარადები

ომში ტიტანი ქართველები, ანუ „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო“

467
(განახლებულია 19:51 08.08.2019)

ვანო სულორი 

საქართველოს არასდროს აკლდა მტრები. ასე დაგვებედა — მუდამ ბრძოლაში იყო ქართველი კაცი, ხშირად ორი-სამი მხრიდან მოსულ მტერს ერთდროულად უმკლავდებოდა. მოწინააღმდეგე კი თითქმის არასდროს ყოფილა ჩვენი ტოლ-სწორი. მუდამ განუზომლად აღმატებულ მომხდურთან გვიხდებოდა ჭიდილი. 

და მაინც, ხშირად გამარჯვებული გამოვსულვართ. 

მიუხედავად განვლილ-გადატანილი უდიდესი ისტორიული განსაცდელისა, ქართველობა და საქართველო გადარჩა. თუ როგორ — ამ სასწაულზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერთი კია, მომხდურთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასალაშქრად მოდიოდა, რაგინდ მრავალნიც უნდა ყოფილიყვნენ, მაინც ეშინოდათ ქართველებისა.

467
თემები:
იცით თუ არა, რომ... (367)
თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერი

მიმოხილვა: ევროპა და აზია ამერიკულ გაზზე უარს ამბობენ

21
(განახლებულია 14:09 09.07.2020)
ევროპასა და აზიაში ცისფერი აირის ფასები მრავალწლიან მინიმუმადეა დაცემული. აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროშიც კი აღიარეს, რომ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის შეძენას არანაირი რეზონი არ აქვს.

ნატალია დემბინსკაია

კლიენტებმა ზაფხულში  დაგეგმილ ასზე მეტ მიწოდებაზე თქვეს უარი. შედეგად ექსპორტი თითქმის 63,6%-მდე დაეცა. რატომ არ სჭირდება არავის ოკეანისგაღმური გაზი?

ფასები დაეცა

გასულ წელს აშშ–ში ბუნებრივი გაზის ნეტო–ექსპორტმა 54,7 მლრდ კუბომეტრს მიაღწია — 20,7 მილიარდით მეტს, ვიდრე 2018 წელს. გათხევადებული ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებლის, Cheniere Energy–ს მონაცემებით, პირველ კვარტალში მსოფლიო გაყიდვების მოცულობამ 100 მლ ტონას მიაღწია — ათი მილიონით მეტს, ვიდრე 2019 წელს. ზრდა ძირითადად ამერიკელებმა უზრუნველყვეს.

გეგმები ამბიციური იყო: 2020 წელს 67,2 მლრდ კუბომეტრი, 2021 წელს კი — 79,5 მლრდ. ეს მაჩვენებლები იანვარში აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის სამმართველომ (EIA) გაახმოვანა. მაგრამ უკვე ნათელია, რომ ეს არ მოხდება.

თბილი ზამთრისა და კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპასა და აზიაში გაზის ბაზრები ცამოიშალა. ასე მაგალითად, ჰოლანდიურ ჰაბ TTF–ზე ფასები პირველად ოთხი თვის განმავლობაში ორჯერ დაეცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო სპოტური მიწოდებები იაპონიაში 44%-ით შემცირდა.

უკვე აპრილში ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტი ევროპაში ეკონომიკურად მიზანშეუწონელი გახდა. მსხვილმა ევროპულმა და აზიურმა კომპანიებმა ივნის–ივლისის კონტრაქტები გააუქმეს.

Bloomberg–ის მონაცემებით, აშშ–ში თხევადი გაზის ქარხნების განტვირთვა აპრილში თითქმის 30%-ით შემცირდა, მაისში ექსპორტმა მესამედზე მეტით დაიკლო — მათ შორის, კორონავირუსული შეზღუდვების გამოც.

ეკონომიკურად არასიცოცხლისუნარიანი

აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს ივნისი პროგნოზი მეტად პესიმისტურია. ევროპელმა და აზიელმა კლიენტებმა უარი ტქვეს თხევადი გაზის 110 პარტიაზე. გაზის მიწოდება ამერიკულ საზღვაო ტერმინალებზე  მარტის შემდეგ ორჯერ შემცირდა.

„დაბალმა სპოტურმა ფასებმა ბუნებრივ აირსა და გათხევადებულ გაზზე ევროპასა და აზიაში შეასუსტა აშშ–დან ექსპორტის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მეტად მგრძნობიარეა ფასების მიმართ“, — აცხადებენ EIA–ს ანალიტიკოსები.

მათი შეფასებით, ივნისში აშშ–დან ევროპასა და აზიაში საშუალოდ 101 მლნ კუბომეტრია გაგზავნილი დღე–ღამეში, ხოლო ივლისსა და აგვისტოში 62 მლნ იქნება. ეს კი საექსპორტო პოტენციალის 25%-ზე მეტი არ არის.

განაგრძობს დაცემას

დადასტურდა ექსპერტების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ კლიენტები ოკეანისგაღმურ გაზზე უარს მინიმუმ ზაფხულის ბოლომდე იტყვიან: აშშ–ში ფიუჩერსული ფასები ევროპულს სექტემბრამდე აჭარბებს.

„ვინაიდან ფასობრივი უპირატესობა პრაქტიკულად გაქრა, ამერიკულ მიწოდებებზე უარის თქმა მხოლოდ დროის ამბავი იყო“, — განაცხადა ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა ნიკოს ცაფოსმა.

როგორც ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი განმარტავს, ახლა მყიდველები მზად არიან გადაიხადონ ამერიკულ გათხევადებულ გაზში იმდენი, რამდენიც გათხევადებისა და ტრანსპორტირების საოპერაციო გარხებსაც კი ვერ დაფარავს. მთავარი დაზარალებული — ეს პირველი და უმსხვილესი ამერიკული ტერმინალი Sabine Pass–ია: ქარხანა 2016 წლიდან მხოლოდ წაგებაზე მუშაობს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ–დან გათხევადებული აირის ექსპორტმა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 218 მლნ კუბომეტრი შეადგინა დღე–ღამეში, მაგრამ 17%-ით დაეცა აპრილიდან მაისამდე პერიოდში. EIA–ში ელოდებიან, რომ მიწოდებები სექტემბერში დაიწყებს ზრდას, ვინაიდან მსოფლიო მოთხოვნა ბუნებრივ აირზე თანდათანობით აღდგება.

ჭარბი გაზი

მაგრამ უმსხილესი საინვესტიციო ბანკები ასე ოპტიმისტურად არ არიან განწუობილნი. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, მსოფლიშო საწვავის უზარმაზარი მარაგი დაგროვდა. გათხევადებული ბუნებრივი აირის საერთაშორისო ვაჭრობა ჩამოიშალა, გადაიკეტა რა მნიშვნელოვანი არხები ამერიკელი მეფიქალეებისთვის. ხოლო რამდენადაც ნავთობი ისევ გაძვირდა ერთ ბარელზე 40 დოლარამდე, მენავთობეებმა მოპოვება განაახლეს და გვერდითი პროდუქტის სახით ბაზარზე ბევრ იაფ გაზს უშვებენ.

ევროპაში ფასების ვარდნის გამო ამერიკული თხევადი გაზი მოთხოვნადი აღარ არის. ახლა საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად, მას რეზერვუარებსა და საცავებში ქაჩავენ.

Goldman Sachs–ის დათვლით, ექსპორტის გაუქმების გამო ამერიკული მარაგები 21,52 მლრ კუბომეტრით გაიზრდება. ერთი წლის წინ დაფიქსირებული დონე უკვე თითმის მესამედითაა გაზრდილი, ხოლო ბოლო ხიუთი წლის საშუალო მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. ოქტომბრისთვის ქვეყნის შესაძლებლობები გაზის შენახვასთან დაკავშირებით შესაძლოა ამოიწუროს, რაც გათხევადებული აირის მოპოვებასა და წარმოებას რეკორდულად შეამცირებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

21
გაზეთები

მოსაზრება: რატომ კარგავს დასავლური მედია პოზიციებს

51
(განახლებულია 20:17 08.07.2020)
საერთაშორისო საინფორმაციო საგენტო Россия сегодня-მ წარმოადგინა კვლევა „რვაფეხა 2.0. კორონავირუსი რუსეთში“, რომელიც რუსეთის სახეს ეძღვნება დასავლურ (და არა მარტო) მასმედიაში.

ირინა ალქსნისი

ამჯერად მკვლევართა ყურადღების ცენტრში პანდემია მოხვდა, მაგრამ მოცული აღმოჩნდა არა მარტო „დიდი შვიდეულის“ ტოპ–მასმედია, არამედ ჩინეთისაც, სადაც იფეთქა კიდეც დაავადებამ.

მთლიანობაში „რვაფეხა 2.0“-ს განსაკუთრებული სიურპრიზები არ შემოუთავაზებია: COVID-19 დასავლურ მასმედიას ანტირუსული პროპაგანდის კიდევ ერთ საინფორმაციო საბაბად ჰქონდა გამოყენებული.

ამაში უპირობოდ ლიდერობენ ამერიკელები — ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკულ მედიასაშუალებაში პუბლიკაციების 58%-ს ნეგატიური ტონალობა ჰქონდა. მას მოსდევს გერამული მედია, სადაც ამ მაჩვენებელმა 44% შეადგინა, შემდეგ კანადა — 41%-ით და ბრიტანეთი — 38%-ით.

იმავდროულად, „შვიდიანის“ დანარჩენ სამ ქვეყანას რუსეთის მიმართ ნეგატივის შესამჩნევად დაბალი დონე აქვს: იაპონიას – 33%, იტალიას — 28%, ხოლო საფრანგეთს – სულაც 21%.

თუმცა პოზიტივის მხრივ ვითარება არც ისე სახარბიელოა — სულ რაღაც ერთიდან ხუთ პროცენტამდე. გამონაკლისი მხოლოდ იტალიაა, სადაც რუსეთსა და კორონავირუსს მთელი ცხრა პროცენტი დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. იოლი მისახვედრია, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში რუსეთის მიერ იტალიელებისთვის გაწეული დახმარება იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ მასმედიაში უფრო მეტი რაოდენობის სამადლობელი წერილები იბეჭდებოდა.

მაგრამ ამ ციფრებში საინტერესო მაინც სულ სხვა ასპექტია: ისინი ხილულად წარმოაჩენს მიმდინარე მომენტის ყველაზე აქტუალურ გეოპოლიტიკურ ტრენდებს. ერთი მხრივ, ანგლოსაქსები ანტირუსული შეტევების პიკზე რჩებიან, არიან რა მისი მამოძრავებელი ძალა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი აშკარად კარგავენ უახლოესი მოკავშირეების მხარდაჭერასაც კი, რომლებიც ცდილობენ დაიჭირონ უფრო ნეიტრალური მიდგომა და არ გადააჭარბონ რუსოფობიაში, რაც სრულიად ლოგიკურია: დრო შეიცვალა და ახლა უკვე აღარ არის 2014 წელი.

იმავდროულად ციფრები წარმოაჩენს, რამდენად რთულ მდგომარეობაშია გერმანია — უპირველესად, საკუთარი თავისთვის. გერმანული წამყვანი მედიის აქტიური ანტირუსული პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკურ ხაზს, სადაც ბერლინი არა მარტო იცავს მოსკოვთან ერთობლივ პროექტებს, არამედ თანმიმდევრულადაც თავისუფლდება აშშ-სგან ნახევრად საოკუპაციო დამოკიდებულებისგან. თუმცა მედიასფეროში ხილულად რჩება საკვანძო გამოცემების მკაცრი დაქვემდებარება და უსიტყვო ლოიალობა არა ეროვნული ინტერესების, არამედ ვაშინგტონელი სიუზერენის მიმართ.

რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, რომლებიც ანტრუსულ–კოვიდურ პროპაგანდაში იყო გამოყენებული, ისინი არ გამოირჩეოდა ორიგინალობით და, ასე თუ ისე, დადის ორ კარგად ცნობილ ლეიტმოტივამდე: რუსეთი იღუპება როგორც არასდროს, მაგრამ ასევე წარმოადგენს დიდ საფრთხეს მსოფლიოსთვის.

კერძოდ ეს გამოჩნდა ქვეყნის ზოგადი ვითარების, ჯანდაცვის ეროვნული სისტემის, რუსეთის ხელისუფლების ქმედების კრიტიკაში COVID-19-თან ბრძოლაში და წინასწარმეტყველებებში, რომ ყველაფერი ბეწვზე ჰკიდია და ნგრევა ყოველ წუთსაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დანარჩენი პლანეტისთვის საფრთხეს, არც ამაში მოუგონიათ რაიმე ახალი. მთავარი ბრალდება — მოსკოვის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გატარებული დეზინფორმაციაა.

რა თქმა უნდა, ჩინურ მედიაში პრობლემის გაშუქება ბევრად განსხვავდება და საქმე არც იმ პოზიტიურ 20%-შია და არც ნეგატივის არარსებობაში. მთავარ თავისებურებად კორონავირუსთან ბრძოლაზე დაწერილი პუბლიკაციების რაოდენობაა. მარტიდან ივნისამდე პერიოდში ჩინეთის ტოპ–5 მედიარესურსში 1200-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა რუსეთის ბრძოლაზე ეპიდემიასთან. შედარებისთვის: ანალოგიურ პერიოდში ტექსტების მინიმალური რაოდენობა ჰქონდა კანადას — 238 ერთეული, ხოლო დანარჩენი ექვსი ქვეყნის მაჩვენებლები 371-დან (იტალია) 470-მდე (იაპონია) მერყეობდა, ამერიკელები კი თავიანთი 428 სტატიით სულაც მეხუთე ადგილზე არიან საერთო სიაში.

გამოდის, რომ სამ თვეში ჩინურმა მედიამ თემაზე „კორონავირუსი რუსეთში“ თითქმის სამჯერ მეტი მასალა გამოაქვეყნა, ვიდრე თითქოსდა პლანეტის ყველაზე მძლავრმა ამერიკულმა მედიამ. ამასთან უნდა შეგახსენოთ, რომ ჩინური პულიკაციების 80%-ს ნეიტრალურ–საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა.

შეცდომა იქნებოდა, რომ მსგავსი კოლოსალური განსხვავება ჩინეთის განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესისთვის მიგვეწერა რუსეთის მიმართ. ყველაფერი ბევრად მარტივად და ბანალურადაა: საქმე წამყვანი ჩინური მედიასაშუალებების უფრო დაძაბულ მუშაობასა და უფრო მაღალ ეფექტურობაშია. ფაქტობრივად ამას ადასტურებს დასავლური შიშები ინფორმაციული ლიდერობის დაკარგვის თაობაზე.

ოდესღაც დასავლეთმა შექმნა მასმედიის საშუალებები მათი თანამედროვე გაგებით, და უპირობო ლიდერად და სანიმუშო მაგალითად იქცა დანარჩენებისთვის. სიტყვის თავისუფლება და ინფორმაციის გავრცელება იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კოზირად იქცა — და წარმატებულადაც იყო გამოყენებული. მაგრამ პირდაპირ ახლა ამ აქამდე შეურყეველი სისტემის მზარდ კრიზისს ვხედავთ.

დასავლურ მედიასაშუალებებს სულ უფრო უჭირთ კონკურენციის გაწევა „არათავისუფალი სამყაროს“ მედიისთვის — იქნება ეს ჩინეთი თუ რუსეთი. შეგიძლიათ რამდენიც გსურთ იმდენი იცინოთ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დათესილ პანიკაზე „კრემლის მედიასაცეცების“ შესახებ, მაგრამ RT და Sputnik-ი სულ უფრო ხშირად იღებენ დიდ გამოუხმაურებებს სოციალურ ქსელებში, ვიდრე ევროპის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საინფორმაციო რესურსები.

დასავლური მედია სულ უფრო ცუდად ართმევს თავს თავის მთავარ ფუნქციას — მაქსიმალურად ფართო და მრავალფეროვანი ახალი ამბების აკუმულირებასა და მიტანას მკითხველამდე. ეს ეხება მასალის შინაარსსაც და მიწოდებასაც.

დიახ, დასავლეთი ჯერ ისევ ინარჩუნებს „ყველაზე თავისუფალი, პატიოსანი და პროფესიული პრესის“ იარლიყს, მაგრამ ერთ დღესაც ეს ასე შეიძლება აღარ იყოს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

51
ადამიანი და მაიმუნი

მაიმუნი ქალის გახდას შეეცადა: ვრცელდება ინციდენტის ვიდეო

0
(განახლებულია 16:01 09.07.2020)
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ახტება მაკაკა ქალს მუხლებზე და როგორ დაჟინებით ცდილობს ის სამოსის ქვეშ შეხედვას

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მაკაკა ბრიტანელი ტურისტი ქალის გახდას შეეცადა, შემთხვევა ვიდეოკადრებზე ქალის მეგობარმა აღბეჭდა, იუწყება გამოცემა Daily Mail-ი.

​ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ირლანდიელი 38 წლის ჯილ პორტერი უბუდეში მაიმუნების ტყეს სტუმრობდა. როგორც კი ქალი მერხზე ჩამოჯდა, მუხლებზე პატარა კიბორჩხალაჭამია მაკაკა შეახტა. თავიდან მაიმუნი მისთვის შორტების გახსნას შეეცადა, მერე კი მკერდზე მაისურში ჩახედა და თმაზე მოქაჩა.

პორტერის თქმით, თავიდან  შეეშინდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო.

„ვფიქრობ, მაიმუნი მშიერი იყო და უბრალოდ საჭმელს ეძებდა“, — ივარაუდა ქალმა.

კიბორჩხალაჭამია მაკაკები მცირე ზომის მაიმუნებია, რომლებიც სიგრძეში 60-65 სანტიმეტრამდე იზრდებიან და 8,5 კილოგრამს იწონიან. 2011 წლის მონაცემებით, უბუდეში მაიმუნების ტყეში 600-ზე მეტი მაკაკა ბინადრობდა.

0
თემები:
მსოფლიო დღეს