პროფესია, რომელიც სამეფო კარის თამაშების სცენარს მოგაგონებთ, ანუ სანამ ზამთარი მოვა...

© photo: Game of Thrones / FBსამეფო კარის თამაშები
სამეფო კარის თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისთვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორი კიდევ ერთხელ ახალ ამპლუაში გვევლინება და ვნახოთ, რატომ დაუკავშირა შეცვლილი პროფესია სამეფო კარის თამაშების სიუჟეტს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პროფესია, რომლის საქმიანობაც ძალიან ჰგავს სამეფო კარის თამაშების სიუჟეტს - რეალურია. აქაც ყველაფერი სუსხიანი ზამთრიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად გრძელდება...

აქ არ ჰყავთ დრაკონები, მაგრამ არიან აბონენტები, რომლებიც ზოგჯერ უნებლიეთ, 1001 გაფრთხილების მიუხედავად, ხანძარს „დრაკარის“-ის გარეშე აჩენენ და ცეცხლთან თამაში რით შეიძლება დასრულდეს, კარგად მოგეხსენებათ. შემთხვევები კი ხშირდება მაშინ, როცა ზამთარი მოდის...

ზამთარს არ დაველოდე და ახალი პროფესიის სცენარი გაზგამანაწილებელ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ 9:00 საათიდან დავიწყე, როცა ასობით გაზის ზეინკალს მათივე ფორმით შევუერთდი.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ვინ აგებს პასუხს ქალაქში ჩიტების ჭიკჭიკზე

სამუშაო დღე გეგმიური შემოწმებით დავიწყეთ. პირველ ოჯახში მისულებს ღია წვის წყლის გამაცხელებელი დაგვხვდა, რომელიც დახურულ სივრცეში კუსტარულად იყო დამონტაჟებული. ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ბუნებრივი აირის გარეშე, მაგრამ გაზი რომ გაზრდილი საფრთხის წყაროა მით უფრო მაშინ, როცა სპეციალისტის გარეშე ვცდილობთ დანადგარის დამონტაჟებას, სიახლეს არ წარმოადგენს - სიცოცხლისთვის საშიშია და ჩვენც რა თქმა უნდა დანადგარი ჩავხსენით.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც დაფიქსირდა.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი იცვლის პროფესიას
პროფესია, რომელიც სამეფო კარის თამაშების სცენარს მოგაგონებთ, ანუ სანამ ზამთარი მოვა... - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩახსნეს.

მიმდინარე წელს კი:

·  იანვარი 2 381

·  თებერვალი 2 552

·  მარტი 2 915

·  აპრილი 7 281

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი

აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადაგრები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე და დაიძახეს „დრაკარის“.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მობინადრეებს, თუმცა ზოგს ამის გაგება არ უნდა.  ყოფილა შემთხვევები, როდესაც აბონენტებს სახლის კარი არ გაუღიათ და ქალი, თუ კაცი ზეინკალი სახლში არ შეუშვიათ. რატომ? ვინ იცის...

და მაინც... მეტი უსაფრთხოებისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისიდან „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ჩინურ და რუსული წარმოების მრიცხველებს ცვლის, რომელთა 10 წლიანი ექსპლუატაციის ვადა გასულია.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი იცვლის პროფესიას
პროფესია, რომელიც სამეფო კარის თამაშების სცენარს მოგაგონებთ, ანუ სანამ ზამთარი მოვა... - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

ერთი კია, მრიცხველების გაჩერებისა და გაზის მოპარვის „კულტურამ“ ბოლო წლებში იკლო. „საჩუქრად“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის, სრულიად უსასყიდლოდ დავამონტაჟეთ პოლონური წარმოების მრიცხველები და იმ დღეს, ზეინკლების ჯგუფმა რამდენიმე ოჯახი ჩვენი სტუმრობითაც გავახარეთ. კიდევ ერთხელ გავაცანით უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც თითოეულმა ოჯახმა უნდა იცოდეს:

1. ახალი საცხოვრებლის შეძენის ან ფართის დროებითი სარგებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვეთ გაზმომარაგების სისტემის შემოწმება. მომსახურება უფასოა

2. გაზის უეცარი შეწყვეტისას გაზის ხელსაწყოებზე გადაკეტეთ ონკანები და დაუკავშირდით საავარიო სამსახურს ნომერზე: 114

ჟურნალისტი მეეზოვეს ამპლუაში - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი

3. არ გამოიყენოთ გაზქურა ფართის გასათბობად

4. არ შეცვალოთ გაზის გამანაწილებელი სისტემა თვითნებურად

5. არ გამოიყენოთ გაზზე მომუშავე ხელსაწყოები (წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი და ა.შ) საკვამლე არხების გარეშე

6. ხშირად გაანიავეთ ფართი, სადაც დამონტაჟებულია გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.

7. შეამოწმეთ საკვამლე-სავენტილაციო არხების გამართულობა

8. დაამონტაჟეთ მხოლოდ დახურული წვის კამერის მქონე გაზის ხელსაწყოები

9. არ დატოვოთ ანთებული გაზის ხელსაწყოები უმეთვალყურეოდ

10.  არ გამოიყენოთ სავენტილაციო არხები საკვამლე არხებად - ეს საფრთხეს გიქმნით თქვენ და სხვა ადამიანებს

ჟურნალისტი - სინოპტიკოსი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი შოთა და „ზურიკელას უბედურება"

11.  დაიცავით გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის ინსტრუქციები

12. გეგმიური შემოწმების დროს, ნუ შეუშლით ხელს სპეციალისტებს, შეამოწმონ თქვენს სახლში დამონტაჟებული გაზის დანადგარები. თქვენი ოჯახის უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენი თუ არ გჯერათ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დაიმახსოვრეთ! ექიმები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირი სისხლში ადვილად უკავშირდება ჰემოგლობინს, რაც ორგანიზმის მწვავე ჟანგბადოვან შიმშილსა და სიკვდილს იწვევს.

ჩემ სამუშაო დღეს სამეფო კარის თამაშების დასასრულზე ლოგიკური ბოლო ჰქონდა. კარდაკარ სიარული დავასრულეთ და ალბათ ბევრი ადამიანის სიცოცხლეც გადავარჩინეთ... და თურმე, ასე გრძელდება ყოველდღიურად, ასე ემზადებიან ზამთრისთვის და სჯერათ, რომ მალე აღარ იარსებებს „დრაკარის“.

 

ყველა ახალი ამბავი
0