იბერიის დავიწყებული მეფე: „კაცი ძლიერი, დიდი და გოლიათი“

© Pixabay / FelixMittermeierგლობუსი და საწერი მოწყობილობა სამუშაო მაგიდაზე
გლობუსი და საწერი მოწყობილობა სამუშაო მაგიდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაგალითად თუნდაც ამაზასპ მეორე კმარა — გოლიათური აღნაგობით, ზებუნებრივი ძალითა და საოცრად გამჭრიახი ჭკუა-გონებით გამორჩეული მონარქი; იბერიის მეფე, რომლით განცვიფრებასა და აღტაცებას ვერ მალავდნენ რომაელი, სპარსი თუ სომეხი მემატიანეები.  

ვანო სულორი

სამწუხაროდ ჩვენდა, უზარმაზარი ისტორიის მქონე ქართველებმა ბევრი მოვლენაც დავივიწყეთ და ბევრი პერსონაც ჩვენი წარსულიდან.

მაგალითად თუნდაც ამაზასპ მეორე კმარა — გოლიათური აღნაგობით, ზებუნებრივი ძალითა და საოცრად გამჭრიახი ჭკუა-გონებით გამორჩეული მონარქი; იბერიის მეფე, რომლით განცვიფრებასა და აღტაცებას ვერ მალავდნენ რომაელი, სპარსი თუ სომეხი მემატიანეები.  არადა, ქართველებმა თითქმის არაფერი ვუწყით ამ მთაკაცის შესახებ.

 „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ამაზასპ მეორე, „კაცი ძლიერი, დიდი და გოლიათი, მიმსგავსებული ფარსმან ქველისაივე“ დაახლოებით 230 წელს გამეფებულა იბერიაში, რომელიც მაშინ დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო იყო. ამაზასპიც, აღმოსავლეთ საქართველოს გარდა, დიდ ტერიტორიებს ფლობდა დასავლეთ საქართველოშიცა და კლარჯეთშიც. 

სვანეთი, უშბა - Sputnik საქართველო
„უკეთესი მეომრები და ძლიერები ყველასთან შედარებით“ – ვინ რას წერდა სვანებზე

III საუკუნის შუა წლებამდე მის სამფლობელოზე ვერც რომის იმპერია აცხადებდა ვერანაირ პრეტენზიას და ვერც სასანიდური ირანი.  ამაზასპი ამ დრომდე ინარჩუნებდა ყველა იმ ტერიტორიას, რომლებიც მისმა დიდმა წინაპარმა ფარსმან მეორემ მოიპოვა. და რომ არა იბერიელ ერისთავთა ღალატი, მისი დამმარცხებელი არც რომი იყო და არც სპარსეთი...

243 წელს სპარსელთა მიერ წაქეზებული ოსები დარიალის გზით საქართველოში შემოიჭრნენ და ვრცელი ტერიტორია მოაოხრეს ვიდრე მუხრანამდე.

ამაზასპმა საომრად მზადება დაიწყო. პირველივე დაძახილზე ეახლნენ მეფეს კახეთის, ხუნანის, სამშვილდის ერისთავები და მათი სპა. სომხეთის მეფისაგანაც მოუვიდა დახმარება და „მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა“.

ამაზასპმა ქვეითი მეომრები არაგვის გაყოლებაზე მდებარე სიმაგრეებში გაანაწილა, ხოლო თავად, ცხენოსან ჯართან ერთად, საფურცლეს გავიდა ოსებთან საომრად.

გასაოცრად იბრძოდა იბერიელთა ბუმბერაზი მეფე „გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა“. 

ისტორიული ანალები - Sputnik საქართველო
 სომხითის მალიქის მიერ გაცემული შეთქმულება: ვინ როგორ ღალატობდა საქართველოს

 შიშის ზარი დასცა მთაკაცის ხილვამ მტერს. ხმლის მეორედ მოქნევა არ სჭირდებოდა თურმე იბერიის მეფეს, ერთი დარტყმით აპობდა შუაზე მძიმედ შეჭურვილ მეომრებს.

ლეონტი მროველი „ქართველ მეფეთა ცხოვრებაში“ წერს, ამაზასპის ნატყორცნი ისარი შორს მიფრინავდა და უცდომელად ეძგერებოდა მიზანში ამოღებულ მომხდურს, თანაც ისეთი ძალით, რომ ვერაფრით „ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან“.

ბრძოლის მესამე დღეს, გამთენიისას, ამაზასპმა ოსთა ბანაკს შეუტია. იბერიელებმა გაანადგურეს მტერი, მოკლეს მათი მეფე და „მოსრეს ყოველი სიმრავლე მათი“.

ძლევამოსილი მეფე ოსური ტომების განდევნით არ დაკმაყოფილდა. მათი სამფლობელოც დალაშქრა კავკასიის ქედს გადაღმა „და მოვიდა შინა გამარჯვებული“. 

მერე საიმედოდ გაამაგრა დარიალის ციხე, ჩაკეტა კარიბჭე და ოსებს საქართველოსკენ გამოხედვის სურვილიც კი გაუქრო.

მიუხედავად სასანიდებთან  დაპირისპირებისა, იბერიის მეფე მაინც ახერხებდა, დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა ქვეყნისთვის. მაგრამ მერე, 253 წელს, ირანის შაჰმა შაბურ I-მა სომხეთი დაიპყრო და იქ თავისი ძე გაამეფა. ამ მოვლენიდან მოკლე ხანში ამაზასპი იძულებული გახდა, ხელი აეღო რომთან კავშირზე და შაჰის უზენაესობა ეღიარებინა. 

თავსატეხი - Sputnik საქართველო
მეგრელი, რომელმაც შეძრა ევროპა: პირველი მოჭადრაკე და გამოუსწორებელი მექალთანე

უფრო მეტიც, მალე დაუმოყვრდა კიდეც სასანიდებს, თავისი და მიათხოვა სომხეთის გამგებელს, რომელიც მოგვიანებით ირანის შაჰი ჰორმიზდ პირველი გახდა.

ამაზასპის სპარსულმა პოლიტიკამ იბერიის სამეფო კარზე დიდი შეხლა-შემოხლა გამოიწვია. წარჩინებულთა ერთი ნაწილი მეფეს განუდგა და სპარსეთთან კავშირის გაწყვეტა მოითხოვა. ამაზასპი რეპრესიებით შეეცადა ურჩთა დამორჩილებას, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირება და მეფის დასამხობად აჯანყება დაიწყო.

აჯანყებულებმა მეფის ტახტიდან ჩამოგდება ვერ შეძლეს, ამაზასპი თავად განუდგა სპარსელებს.

მაშინ ირანის მეფემ თავისთან უხმო ოსებს, სომხებს, მოღალატე იბერიელ ერისმთავრებსა და ლაზიკელ დიდებულებს და ამაზასპზე გაილაშქრა.

მოწინააღმდეგეები ერთმანეთს გუთისხევთან შეხვდნენ.

ბრძოლის დაწყებამდე ამაზასპ მეფე ლაშქრის წინ გაიჭრა და ორთაბრძოლაში გამოიწვია მოწინააღმდეგის ფალავნები. მაგრამ ვერავინ გაბედა გოლიათ მეფესთან შერკინება...

ბრძოლა უთანასწორო იყო. ამაზასპის მომხრეთა ლაშქარი მტერს თითქმის სამჯერ ჩამოუვარდებოდა რიცხოვნობით.

ამაო გამოდგა მეფისა და მისი თანამებრძოლების თავგანწირული ომი. მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. იბერიელთა გოლიათი მეფე გულგანგმირული დაეცა ბრძოლის ველზე...

ყველა ახალი ამბავი
0